შინაგანი ორგანოების დაავადებებს სახეზე ამოიკითხავთ
ყველა შინაგანი ორგანო სახის გარკვეულ ნაწილთან არის დაკავშირებული. სახის კანის მდგომარეობის მიხედვით შეგიძლიათ, გაიგოთ, თუ რა გაწუხებთ.
თუ შუბლზე გამონაყარი გაჩნდა, უნდა ივარაუდოთ, რომ ფილტვებთან და სასუნთქ გზებთან დაკავშირებით გაქვთ პრობლემები. ასევე, შესაძლოა, ეს კუჭ-ნაწლავის სისტემის არასწორი ფუნქციონირების მანიშნებელიც იყოს. ხშირად ასეთი გამონაყარი ორგანიზმის გამწმენდი პროცედურების შემდეგ ქრება ან წვრილი გამონაყარით იცვლება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ორგანიზმი გაიწმინდა, წვრილი გამონაყარი კი ტოქსინების მოშორებაზე ორგანიზმის მოკლევადიანი რეაქციაა. თუ შუბლზე წითელი ლაქები გაგიჩნდათ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საკვები, რომელსაც იღებთ, დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს. ამ დროს, ასევე, არ არის სასურველი ხორცის მიღება, მაგრამ, თუ შუბლი, პირიქით, გაფერმკრთალდა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბევრ ყავასა და ტკბილს ეტანებით და მადა უნდა აკონტროლოთ.
თუ ცხვირის ფუძის ზემოთ, შუბლთან ახლოს, ღრმა, ვერტიკალური ნაოჭები გაჩნდა, ეს ღვიძლის დისფუნქციაზე მეტყველებს, მაგრამ, თუ შუბლზე ვერტიკალური და ჰორიზონტალური ნაოჭები მომრავლდა, ესე იგი, თქვენ გადაჭარბებით იღებთ ცილოვან საკვებს.
თუ ქუთუთოების ზემოთ ნაოჭები გაგიჩნდათ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ელენთა არასწორად ფუნქციონირებს და მას სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოთ, მაგრამ, თუ ასეთივე ნიშნები ქუთუთოების ქვემოთაც გაჩნდა, ან მათი შეშუპება, შესიება და ფერის შეცვლა დაიწყო, ესე იგი ღვიძლი ითხოვს შველას.
ცხვირზე ან ყვრიმალებზე გაჩენილი გამონაყარი კუჭ-ნაწლავის სისტემის დისფუნქციაზე მიუთითებს. ასეთი სიმპტომები ახასიათებს კოლიტს.
ცხვირის წვერი კი, გულის ფუნქციონირებაზე გვაძლევს მინიშნებას. თუ ცხვირის წვერზე არსებული კაპილარები გაფართოებულია და ადვილად შესამჩნევი გახდა, ესე იგი, გული ცუდად მუშაობს და ყურადღება მიაქციეთ მას.
ცხვირზე ან ლოყებზე დიდი რაოდენობით გაჩენილი ფერისმჭამელები ან გამონაყარი იმაზე მეტყველებს, რომ იმუნიტეტი დაქვეითებული გაქვთ. ამ დროს ნუ ჩართავთ კვებით რაციონში რძის პროდუქტებს.
ნიკაპი კი, სასქესო ორგანოებზე იძლევა მინიშნებას. მასზე არსებული ნებისმიერი ცვლილება სწორედ ამ ორგანოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე მეტყველებს. თუ ნიკაპზე გამონაყარი ჩნდება ან კანი აჭრელებულია და გაუხეშებული, სავარაუდოდ, ადამიანს სოკოვანი დაავადება სასქესო ორგანოზე აქვს.
ტუჩის გარშემო გამონაყარი საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქციაზე მიუთითებს, მაგრამ, თუ ტუჩების სიმშრალე გაწუხებთ და კანიც გექერცლებათ, მაშინ ორგანიზმი დაბინძურებულია წიდებით და სასწრაფოდ ჩაიტარეთ ორგანიზმის გამწმენდი პროცედურები.
თუ ხშირად დააკვირდებით საკუთარ სახეს, ადვილად გაერკვევით, რომელი ორგანო ითხოვს თქვენგან სასწრაფო დახმარებას.