ხველის დროს ვაშლის კანისა და კომშის ნაყენი უებარია
თუ ხველამ შეგაწუხათ, თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს კანიანად გახეხილი ვაშლი, ხახვი და თაფლი. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ;
მოადუღეთ ვაშლის კანის ნახარში და სვით მთელი დღის განმავლობაში;
ხველებას სწრაფად აწყნარებს შავი ბოლოკის წვენი, დამტკბარი შაქრით. სვით თითო სადილის კოვზი, ყოველ საათში ერთხელ.
შეურიეთ ბოლოკის ან სტაფილოს წვენი თაფლიან რძეს (1:1), მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 7-8-ჯერ.
თუ ხველა არ გაძინებთ, საღამოს, ძილის წინ, დალიეთ 1 ჭიქა ცხელ წყალში გახსნილი 3 წვეთი იოდის ხსნარი.
ასევე, ხველას შეგიჩერებთ კომშის ნახარში: დაჭერით კომში კანიანად. მოხარშეთ და დაატკბეთ. სვით მთელი დღის განმავლობაში.