რატომ არის სურდო საშიში
რინიტს ანუ სურდოს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, კერძოდ, სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი და სხვა მიკროორგანიზმები. ისინი აღიზიანებს ცხვირ-ხახის ლორწოვან გარსს და იწვევს სურდოს, კერძოდ კი გამონადენს ცხვირიდან.
ასევე, შესაძლოა სურდოს მთელი რიგი გართულებები მოჰყვეს, განსაკუთრებით – ბავშვებში. გართულებებში იგულისხმება ჰაიმორიტი, ფრონტიტი, ოტიტი, ბრონქიტი და ასე შემდეგ. არ არის რეკომენდებული ცხვირის წვეთების ხანგრძლივად გამოყენება, რადგან არ არის გამორიცხული, ცხვირის წვეთებმა გამოიწვიოს ბავშვის სათუთი ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ასევე, ცხვირში არსებული ნერვული დაბოლოებების დაზიანება და ამ დროს ბავშვი კარგავს ყნოსვის უნარს.
ასეთ დროს ხალხური მედიცინის რეცეპტი გამოგადგებათ: სუფრის მარილი, მართალია, ცხვირ-ხახაში ჩაბუდებულ ვირუსებსა და ბაქტერიებს ვერ ანადგურებს და ვერც ალერგიულ რინიტს კურნავს, მაგრამ შვებას ნამდვილად მოგცემთ: მოამზადეთ მარილწყალი და ჩაისხით სურდოს დროს ცხვირში: 1 სადილის კოვზი მარილი გახსენით 1 ჩაის ჭიქა გადადუღებულ წყალში. ის სასარგებლოა ვირუსული ეპიდემიის დროს პროფილაქტიკისთვის.
აგრეთვე, ნებისმიერ მცენარეულ ზეთს შეურიეთ მცირე რაოდენობით ხახვის წვენი და ჩაჭყლიტეთ ნიორი. მიღებული ნარევი ძილის წინ შეიზილეთ ტერფებზე და ჩაიცვით ბამბის წინდები. დილით შვებას ნამდვილად იგრძნობთ.