კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქაცვი უებარი სამკურნალო მცენარეა

ქაცვის ნაყოფი ვიტამინებითაა გაჯერებული. ის შეიცავს A, B1, B2, B6, C და E ვიტამინებს. ასევე, მდიდარია ცხიმოვანი თუ ორგანული მჟავებით, მიკროელემენტებით და ასე შემდეგ.

ქაცვს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ჭრილობის შემახორცებელი, ანტიმიკრობული, დაზიანებული ქსოვილის აღმდგენი, ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი, კუჭის წვენის სეკრეციის შემამცირებელი, ანტიათეროსკლეროზული მოქმედება. სწორედ ამ თვისების გამო, ის გამოიყენება ეგზემის, დამწვრობის, ძნელად შესახორცებელი წყლულების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, დასხივებით გამოწვეული დაავადების, გინეკოლოგიური პათოლოგიების სამკურნალოდ.

ქაცვის ნაყოფს მიირთმევენ უმად, ხარშავენ მურაბას, კისელს ან აყენებენ მის ღვინოს. ქაცვისგან, ასევე, ამზადებენ ზეთს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებათა შესანიშნავი წამალია, მას არც უკუჩვენება აქვს და არც გვერდითი მოვლენები ახასიათებს.


скачать dle 11.3