კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში

შესანიშნავი ნამცხვარი

ერთი აღმოსავლელი ბერი კვდებოდა. დადგა მისი ბოლო დღე და თვითონვე განაცხადა, რომ იმ საღამოს სულს განუტევებდა. მოგროვდნენ მისი მიმდევრები, მოწაფეები, მეგობრები. ერთი ყოფილი მოწაფე, რომელმაც შეიტყო, რომ ოსტატი ბოლო წუთებს ითვლიდა, ბაზარში გაიქცა. ვიღაცამ ჰკითხა:

– ოსტატი კვდება და შენ ბაზარში რა მიგარბენინებს?

მოწაფემ უთხრა:

– ვიცი, რომ ჩემს ოსტატს ერთი ნამცხვარი უყვარს და იმის საყიდლად მივდივარ. იმ ნამცხვრის პოვნა ძნელი გამოდგა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მაინც მიაგნო, იყიდა და უკან გამოიქცა. ყველა ღელავდა. ჩანდა, რომ ოსტატი ვიღაცას ელოდა. გაახელდა თვალებს, გადახედავდა იქ მყოფთ და ისევ დახუჭავდა. მოწაფე რომ დაბრუნდა, ოსტატმა უთხრა:

– კარგია, რომ მოხვედი, ნამცხვარი მოიტანე?

მოწაფემ ნამცხვარი ამოიღო. ძალიან უხაროდა, რომ ოსტატმა მას დაავალა ამის გაკეთება. მომაკვდავმა ნამცხვარი ხელში დაიჭირა. ის ძალიან მოხუცი იყო, მაგრამ ხელი ოდნავადაც არ უკანკალებდა. ვიღაცამ ჰკითხა:

– ასეთი მოხუცი ხარ და სიცოცხლეს ეთხოვები. მალე, ალბათ, სულს განუტევებ, მაგრამ ხელი არ გიკანკალებს.

– მე არასოდეს ვკანკალებ, – უპასუხა ოსტატმა. – იმიტომ, რომ ჩემთვის შიში უცხოა. ჩემი სხეული, მართალია, დაბერდა, მაგრამ ძველებურად ახალგაზრდა ვარ და ასეთად დავრჩები მაშინაც, როდესაც ჩემი სხეული აღარ იარსებებს.

ბარის ტარი

ძალიან დიდი ხნ ის წინ, რუსეთის ერთ სოფელში ცხოვრობდა კ აცი, რომელსაც ბავშვობიდან არ შეეძლო მოძრაობა და ამიტომ, ერთადერთი, რაც მას ეხერხებოდა, ღუმელზე წოლა იყო. ასე გაატარა მან ოცდაათი წელი და ალბათ, ასევე დაამთავრებდა თავის წამებულ სიცოცხლეს, მათ სოფელში ერთ მშვენიერ დღეს გზად მოხუცს რომ არ გაევლო. მგზავრი სწორედ საბრალო კაცის ქოხში შევიდა და წყალი ითხოვა. ავადმყოფს ცრემლები გადმოსცვივდა და თქვა, რომ ვერაფრით დაეხმარებოდა მწყურვალს, რადგან, მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი ნაბიჯიც კი არ გადაედგა სხვისი შეწევნის გარეშე. მოხუცი დაინტერესდა, როდის სცადა უკანასკნელად ავადმყოფმა გავლა. გაირკვა, რომ ეს იმდენად დიდი ხნის წინათ მოხდა, ახალგაზრდა კაცს აღარც კი ახსოვდა. მაშინ მოხუცმა უთხრა:

– აი, შენ ჯადოსნური ჯოხი, დაეყრდენი მას და წყალი მომიტანე.

ავადმყოფს ეგონა, კეთილ ზმანებას ხედავდა. ღუმლიდან ჩამოცოცდა, ჯოხს ხელი მოჰკიდა და ადგა... ისევ ატირდა, ოღონდ ამჯერად სიხარულის ცრემლებს ღვრიდა.

– როგორ გადაგიხადო მადლობა იმისთვის, რაც გამიკეთე, ან რა ჯოხი მომეცი ასეთი? – წამოიძახა აღტაცებულმა.

– ეს ჯოხი ჩვეულებრივი ბარის ტარია, რომელიც შენთან პარმაღზე ვიპოვე. მასში, ისევე როგორც შენს განკურნებაში, არაფერია სასწაულებრივი. შენ შეძელი ადგომა მხოლოდ იმიტომ, რომ რწმენა მოგეცა და სისუსტე დაგავიწყდა. სამადლობელი კი ჩემთან არაფერი გაქვს. ნაცვლად ამისა, იპოვე ადამიანი, რომელიც ისეთივე უბედურია, როგორიც რამდენიმე წუთის წინ შენ იყავი. დახმარების ხელი გაუწოდე და იმედი დაუბრუნე მას, – მიუგო გაოცებულ ახალგაზრდას კეთილმა მოხუცმა.


скачать dle 11.3