კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მიზანშეწონილია თუ არა მართლმადიდებლისთვის ნათელმხილველის დახმარება, მით უმეტეს, თუ ის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მკითხაობს?

პასუხი: თანამედროვე ნათელმხილველად წოდებული მკითხავები სრულიად მიუღებელნი არიან მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რადგან ისინი ძალიან შორს არიან სარწმუნოებისგან. თუნდაც ქრისტიანულ საგნებს – ჯვრებს, ხატებს – იყენებდნენ თავიანთ საქმიანობაში, ისინი ამას სხვების თვალის ასახვევად აკეთებენ. ასეთი ეგრეთ წოდებული „ნათელმხილველები“ ძალიან შორს არიან წინასწარმეტყველური ნიჭით დაჯილდოებული იმ მეუდაბნოე ბერებისა და სალოსებისგან, რომლებსაც ეს გამორჩეული უნარი უფლისგან ენიჭებოდათ გამუდმებული ლოცვის, მარხვისა და ვნებებისგან გათავისუფლების შედეგად, სულიწმიდის მადლის მეოხებით.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, საიდან მომდინარეობს ხარების დღესასწაულზე თევზის ჭამის ტრადიცია?

პასუხი: ხარება უდიდესი დღესასწაულია, ის თორმეტ დიდ საღვთო დღესასწაულთაგანია და ამ დღეს ადამიანი დიდი სიხარულით უნდა შეხვდეს, მაგრამ, რადგან ხარება ყოველწლიურად 7 აპრილს (უძრავია) იდღესასწაულება, ამიტომ ყოველთვის დიდმარხვას ემთხვევა. ეკლესიამ ამ დღეს მცირედი გახსნილება დააწესა თევზით.

კითხვა: ცნობილია, რომ მაცხოვრის შობა უპირველესად მწყემსებმა და მოგვებმა შეიტყვეს, რატომ ეუწყათ მაცხოვრის ამქვეყნად მოვლინება მაინცდამაინც მათ?

პასუხი: მაცხოვარი ყოველი ჩვენგანის ცოდვების მტვირთველად და გადამრჩენლად დაიბადა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ყველა ვერ გრძნობს. მაშინაც ასე იყო – მრავალმა ცნო და მიიღო მაცხოვარი და მრავალიც განუდგა. პირველნი, ვინც მისი დაბადების სიხარულმა გააბრწყინა, ყველაზე უბრალო მწყემსები და ყველაზე ბრძენი მოგვები იყვნენ. სიმბოლურად ეს იმას ნიშნავს, რომ იესოს შესაცნობად უპირველესად უბრალოება და გონიერებაა საჭირო.

კითხვა: როდესაც ცოლ-ქმარი წლების განმავლობაში ჯვარდაუწერელ თანაცხოვრებას ეწევა და რეგისტრირებულია მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებაში, ფორმალობა ხომ არ არის წლების შემდეგ მათთვის ჯვრისწერის რიტუალის აღსრულება?

პასუხი: ცოლ-ქმრისთვის ჯვრისწერა აუცილებელია მათი ოჯახური თანაცხოვრებისთვის. უფლის კურთხევის გარეშე შეუძლებელია ქრისტიანული ოჯახის შექმნა და კეთილმორწმუნე შვილების აღზრდა. რა თქმა უნდა, ჯვრისწერა აუცილებელია წყვილის შეუღლებისთანავე, მაგრამ, არც რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ აქვს ჯვრისწერას ფორმალური სახე. მიმართეთ მოძღვარს, ჯვრისწერა ყოველთვის შეიძლება, გარდა მარხვის დღეებისა.


скачать dle 11.3