კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბანანები და მიამიტი მაიმუნები – ჯუნგლის თემები „პრადას“ ახალ კოლექციაში

„პრადამ” მთელი მოდის სამყარო ააჭრელა. გასული წლის სექტემბერში ნაჩვენებმა კოლექციამ ისე იმოქმედა მნახველებზე და მოდის მიმდევრებზე, რომ ზამთარშიც კი „პრადას” ხალისიან ფერებს მიაწყდნენ. პარიზსა და მილანში, ნიუ-იორკსა და ლონდონში მოდამ ფორთოხლის სურნელი დატოვა. იმ შენობებთან, სადაც ჩვენებები იმართება, შეკრებილი საზოგადოება მაიმუნებიან ბლუზებსა და კაბებშია გამოწყობილი. „პრადას” განსაკუთრებით ერთგული სიყვარულით იაპონური „ვოგის” რედაქტორი და კრეატივ კონსულტანტი ანა დელა რუსო გამოირჩევა. ამ წლის მოდის კვირეულებზე ის რამდენჯერმე გამოჩნდა „პრადას” გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ფერადი ბეწვით შემოსილი. ახლა რაც შეეხება თავად კოლექციას: მხოლოდ მიუჩია პრადას შეეძლო „მინიმალისტური ბაროკოს” სტილიდან გადაეხვია მეჩვიდმეტე საუკუნეში ფრესკებზე გამოსახულ ქერუბიმთა სტილისკენ და ამის შემდეგ „ჯაზის ეპოქის” სუპერქალბატონის – ჯოზეფინა ბეიკერის სტილი ექცია მაღალ მოდად. „პრადამ“ ბევრი „ითევზავა” „ფრეშის” სიახლის გარშემო, სცადა, ზაფხულისთვის მისი ალტერნატივა მოეძებნა და შეძლო კიდეც. „მამაცი, თამამი, თვალსაჩინო” – ასეთია ქალბატონი მიუჩიას ალტერნატივა. „პრადამ“ მართლაც მიაღწია თვალსაჩინოებას საბაზისო, ძირითადი ფერების პოდიუმზე ატანით – ჯუნგლი, პრინტები და ზოლებიანი სომბრეროები, ვარდისფერი და ნარინჯისფერი კაბები. ეს კოლეცია საკმარისზე მეტი იყო იმისთვის, რომ „პრადას“ საპატიო ადგილი დაეკავებინა დიდების ტაძარში, სადაც მისმა უკვე ძალიან ბევრმა კოლექციამ დაივანა.

სადა კაბებში გამოწყობილი მოდელები (უცნაურია, რომ, მიუხედავად სეზონისა, მოდელებს ჭრელ-ჭრელი ფუმფულა ბეწვები დაჰქონდათ) ნელ-ნელა ჩანაცვლდნენ ფერად-ფერადი ბანანებითა და მიამიტი სახის მქონე მაიმუნებით. ეს „ობრაზი” თითქოს პირდაპირ ამოვიდა ჯოზეფინ ბეიკერის პლაკატიდან, როდესაც ოციან წლებში ის ფოლი ბერჟერის პერფორმანსს ასრულებდა. მოდელების დატალღული ვარცხნილობაც ეპოქისა და ბეიკერის გამოძახილი იყო.

მაგრამ არაფერი მულტიპლიკაციური არ იყო თეთრ, საოცრად ელეგანტურ, ქალურ კაბებში. შავკანიანი ბეიკერის სილუეტი სხვადასხვა ფერებად იყო დასხმული აბსოლუტურ სითეთრეზე და არაჩვეულებრივ საზაფხულო განწყობას ქმნიდა.

„პრადამ“ მარტივი ფორმის კოტონის კოსტიუმებში უამრავი ფერი შემოიტანა: ნარინჯისფერი, მწვანე, მკვეთრი ლურჯი და „რადიაქტიული” იასამნისფერი. ფერების თემა უკვე ზოლიან კოსტიუმებშიც გაგრძელდა: პატიმარი, ფოსტალიონი, მეზღვაური, მუშა... – ეს უნიფორმები „პრადამ“ გასული სეზონის მამაკაცის კოლექციებიდან გადმოიტანა. ერთი სიტყვით, მიუჩიას მესიჯი კრისტალურად ნათელი და გასაგები იყო. „ბექსთეიჯში“ ინტერვიუს მიცემისას, როდესაც ყურზე ბანანის ფორმის საყურეები ვიბრირებდა, მიუსიამ თქვა: „დროა, გავხდეთ უფრო თამამები”. საქმეც ისაა, რომ, თუ ეს სითამამე მოდის სფეროში მოეწონებათ, ჩვენ მივიღებთ ფერად სამოსსა და ხილ-ბოსტნეულში შემოსილ მსოფლიოს.

ბოლოს კი, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ „პრადას” ფეხსაცმელები: მაღალი ქუსლებისა და უზარმაზარი პლატფორმების გარდა, დიზაინერმა წარმოადგინა მამაკაცის „ინსპექტორები“ მაღალ, დაახლოებით შვიდ სანტიმეტრიანი სიმაღლის ძირზე. ძირი, ისევე, როგორც სამოსი, სხვადასხვა ფერის ზოლებით იყო გაფორმებული და ზაფხულის განწყობაზე გაყენებდა.


скачать dle 11.3