როგორ გრძელდება ლიმფოსარკომის მძიმე ფორმით დაავადებული ადამიანის ცხოვრება 7 წლის განმავლობაში „კამელინის” დახმარებით
მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი, რომ თბილისში, კერძოდ, ქინძმარაულის ქუჩაზე ფუნქციონირებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფარმაცევტული საწარმო, სადაც ნატურალური თაფლისგან მზადდება ქართული პრეპარატი „კამელინი” – ამპულების, კაფსულების, მალამოსა და სანთლების სახით. თუმცა, ამ პრეპარატის შექმნის ისტორია უფრო ადრე დაიწყო – ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში. როგორც ცნობილია, ის შექმნა ცნობილმა ქირურგმა და მეცნიერმა ბენედიქტე – ძაგული მაღლაკელიძემ, სწორედ იმ დროს, როდესაც არ არსებობდა ეფექტური საშუალება სხვადასხვა ბაქტერიული და სიმსივნური დაავადების სამკურნალოდ. ამ დროიდან დაიწყო პრეპარატის ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევების ხანგრძლივი გზა. დღეს კი მიმდინარეობს „კამელინის” თვისებების ახლებური კვლევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს საუკეთესო სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ჩვენს რედაქციაში ხშირად რეკავენ და დაწვრილებით გვთხოვენ, „კამელინის” შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას, ახალ-ახალ ინფორმაციებს და ამბებს. ბევრი ადამიანი იმ შედეგებზე საუბრობს, რომელიც მათ ამ პრეპარატის გამოყენების შედეგად მიიღეს. როგორც უკვე აღვნიშნე, „კამელინის” ოთხივე ფორმის შესახებ ინტერესი საქართველოს საზღვრებს დიდი ხანია, გასცდა და მისით ცნობილი, საუკეთესო სამეცნიერო და კლინიკური ცენტრები დაინტერესდნენ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ პირადად ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ „კამელინის” დახმარებით, ძალიან ბევრი მძიმედ დაავადებული ადამიანი განიკურნა, ბევრს სიცოცხლე გაუხანგრძლივდა და ისინი თავად ცდილობენ, „კამელინის” მწარმოებლებთან, ასევე, ჩვენს რედაქციაში დაკავშირებას და მადლობის გადახდას. ამიტომაც გთავაზობთ, მათ ინტერვიუებს, რომელთა ჩაწერას, პირადად ჩემთვის, უემოციოდ არ ჩაუვლია.
1. ავადმყოფს დაუსვეს დიაგნოზი – სიმსივნე კუჭზე, აწუხებდა გაუსაძლისი ტკივილები, სისუსტე, ვერ ჭამდა. რამდენიმე ხნის წინ დაიწყო „კამელინით” მკურნალობა და ამჟამად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, თავს უკეთესად გრძნობს და კვლავ განაგრძობს „კამელინით” მკურნალობას.
2. ახალგაზრდა ქალბატონს საშვილოსნოზე ჰქონდა სიმსივნე, თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. აწუხებდა სისუსტე, ოფლიანობა და ტკივილები საშვილოსნოს არეში. ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, მისთვის „კამელინის” ნემსები გაეკეთებინათ. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ, პაციენტმა თავი უკეთ იგრძნო, მეორე კურსის დამთავრებისას კი, უკვე მოეხსნა სისუსტე, ოფლიანობა, ტკივილები და ამჟამად შრომისუნარიანია – აგრძელებს ცხოვრებას ჩვეულ რიტმში. პროფილაქტიკისთვის კი, როგორც თვითონ, ასევე მისი ახლობლებიც, ყოველთვის იყენებენ „კამელინს”.
ჩემი ერთ-ერთი რესპონდენტი ახალგაზრდა ქალბატონია, რომელსაც შვიდი წლის წინ, ლიმფური სისტემის სარკომის დიაგნოზი დაუსვეს. ის, დღეს თავს კარგად გრძნობს, მუშაობს, იმედიანი, ხალისიანი და ენერგიულია.
ნათია (35 წლის): თავიდან საზარდულში ამომივიდა ჯირკვალი, ექიმთან რომ მივედი, დროზე ვერ დამისვეს დიაგნოზი და მთელი მუცლის არეში გაჩნდა ლიმფური კვანძები. ეს ხდებოდა 2004 წელს. ბოლოს, აღმოჩნდა, რომ მქონდა ლიმფური სისტემის სარკომა, რომელიც ძალიან მძიმე დაავადებაა და სწრაფად ვითარდება. თებერვალში დავიწყე მკურნალობა და საახალწლოდ უკვე დამთავრებული მქონდა.
– როგორი იყო შედეგი?
– დღემდე ცოცხალი ვარ და თავს კარგად ვგრძნობ.
– როგორ მკურნალობდი და როდის დაიწყე „კამელინის” გამოყენება?
– ჩემმა მეგობარმა მომიტანა „კამელინი” და დავიწყე მკურნალობა. თუმცა, თავიდან არც ვიცოდი, რას ვიკეთებდი. შემდეგ საავადმყოფოში რომ ვთქვი, ეს პრეპარატი უნდა გამოვიყენო-მეთქი, ხელი აიქნიეს, მაგრამ მაინც გავიკეთე. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ „კამელინით” ვმკურნალობდი, ქიმიოთერაპიასთან ერთად ვიტარებდი მკურნალობის კურსს. ორივემ ერთად არაჩვეულებრივი შედეგი მომცა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ქიმიოთერაპიით მკურნალობას მოვრჩი, დღემდე, წელიწადში სამჯერ ვიტარებ „კამელინის” მკურნალობის კურსს. ამ წლების განმავლობაში, მხოლოდ „კამელინს” ვიკეთებ და ძალიან კარგ შედეგებს ვიღებ.
– პირველად, მკურნალობის რამდენი კურსი ჩაიტარე?
– სამი კურსი ზედიზედ და საერთოდ, არ შემისვენია, პლუს ამას, ვსვამდი კიდეც „კამელინს” და პარალელურად, ქიმიოთერაპიას ვიკეთებდი. მქონდა ძალიან სწრაფი ფორმა, მეტასტაზები დიდი სისწრაფით ვრცელდებოდა მთელ ორგანიზმში, მაგრამ დღეს, კარგად ვგრძნობ თავს. ასეთი დიაგნოზის შემდეგ, 7 წელი გავიდა.
– ალბათ, იმ დროს, ძალიან სუსტად იყავით.
– ძალიან, ფეხზე ვერ ვდგებოდი, ვერაფერს ვჭამდი. სანამ მკურნალობას დავიწყებდი. 50 კილომდე გავხდი. ყველაფერი გავიკეთე, არაფერი გამომიტოვებია, მაგრამ არ მშველოდა. მერე დავიწყე ქიმიოთერაპიით მკურნალობა, ერთი კურსი რომ დავამთავრე და მეორეზე გადავედი, სწორედ მაშინ დავიწყე „კამელინის” გამოყენება. მალევე დავდექი ფეხზე, სიარული შემეძლო. უბრალოდ, ისე ვიყავი, რომ არსად წასვლა არ მინდოდა.
– ამ ყველაფრის შემდეგ, რომ მიხვედი ექიმთან, როგორი იყო შედეგი?
– ძალიან კარგი, ერთმა ექიმმა მითხრა, შენს ორგანიზმს უთხარი მადლობა, ასე კარგად რომ მიდის მკურნალობაო. 7 წელია, მხოლოდ „კამელინს” ვიკეთებ, ეტყობა, ლიმფური სისტემა მაქვს სუსტი, კისერიც მტკივდება ხოლმე და მაშინვე „კამელინით” ვიწყებ მკურნალობას. ფაქტობრივად, მაგით ვცოცხლობ. ორწელიწად-ნახევარი არ ვყოფილვარ ექიმთან.
– ოჯახის წევრებიც იყენებენ „კამელინს”?
– ყველაფერი მაქვს – სანთლები, მალამო – ოთხივე ფორმა. ჩემს შვილს ხელი გაეჭრება თუ რამე მოუვა, მაშინვე „კამელინს” ვიყენებ. ჩვენს ოჯახში სულ არის ეს პრეპარატი. როცა თავიდან ვმკურნალობდი „კამელინით”, ჩემს შვილსაც ვასმევდი, რადგან ინფექციებს კლავს. ნათესავი მყავს მოსკოვში, რომელსაც თავში აქვს სიმსივნე და აქედან ვუგზავნი „კამელინს”. ისიც ქიმიოთერაპიას იკეთებს, ოღონდ უკვე ორი წელია. „კამელინით” მკურნალობა რომ დაიწყო, დამირეკეს, ძალიან კმაყოფილია, ბევრად კარგი შედეგი აქვს. კარგად გრძნობს თავს და სად ყიდულობ, ყიდვა გვინდაო, – მითხრეს. ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, ყველას ვურჩევ „კამელინით” მკურნალობას.
ასეთი მაგალითები კიდევ ბევრი იქნება, უბრალოდ, ყველა პაციენტის ისტორია ჩვენამდე არ აღწევს. ბევრს არ სურს, საკუთარ ავადმყოფობაზე საჯაროდ ისაუბროს. პირადად მე, ყველას, ვინც იმკურნალა, ბუნებრივი წარმოების, ქართული პრეპარატით „კამელინით” და მიიღო დადებითი შედეგი, ვთხოვ, დაგვიკავშირდეს, გვიამბოს თავისი ამბავი, რათა ამით კიდევ ბევრ ადამიანს გაუჩნდეს გადარჩენის იმედი და შანსი. იმაზე დიდი სიხარული რა არის, როდესაც ქართული წარმოების, სამამულო პრეპარატი ამდენ მძიმედ დაავადებულ ადამიანს გამოაჯანმრთელებს და მათ ფეხზე დაყენებას შეუწყობს ხელს. ასე რომ, ვისაც გაქვთ ასეთი ინფორმაცია, ან გსურთ, „კამელინის” შესახებ უფრო ბევრი რამ შეიტყოთ, დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 899 33-10-89; 899 58-09-07; 899 23-03-33; 98-57-78; 71-04-80; 22-26-68; 93-20-87.