კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის მოხდა გურამ გუნდიაშვილის გატაცება კინოთი და რამდენ ნიმუშს ინახავს მისი კოლექცია ამჟამად

გურამ გუნდიაშვილის კოლექციაში თავმოყრილია ქართველი მსახიობების ფოტოები და კინოაფიშები, დაწყებული 1916 წლიდან, 1990 წლამდე. ამ ყველაფერს ძალიან საინტერესო ისტორიები ახლავს, როგორც გადასაღები მოედნიდან, ისე კინოს წარსულიდანაც. სწორედ ამიტომ წარიმართა ჩვენი ინტერვიუ ასე საინტერესოდ.

გურამ გუნდიაშვილი: მაინტერესებს აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კინოსა და მის ისტორიას ეხება და ვეცნობი კიდეც ამ ინფორმაციას. თუმცა, კოლექციაში მხოლოდ ქართული კინოს აფიშები და ქართული კინოს მსახიობთა ფოტოები მაქვს თავმოყრილი.

საინტერესოა, რომ პირველი ფილმის ჩვენება პარიზში შედგა, კაპუცინების ცნობილ ბულვარზე და ამ ფაქტს მრავალი კურიოზი სდევა თან.

– მაგალითად?

– მაგალითად, ის, რომ კინოთეატრი კი გაიხსნა, მაგრამ, რადგან არ ჰქონდათ სკამები მაყურებელთათვის, ამიტომ, დამკრძალავი ბიუროს სკამებზე მოუხდათ მათ განთავსება. ასე რომ, თუ დილაობით სკამებზე ჭირისუფალი ქვითინებდა, საღამოობით იმავე სკამებზე ხალხი კინოს უყურებდა. ეს ისე, ისტორიისთვის. რაც შეეხება ჩემს კოლექციას, მასში თავმოყრილი მაქვს კინოფილმების აფიშები და კინომსახიობთა ფოტოსურათები. 1916 წლიდან 1990 წლის ჩათვლით, უამრავი გამოცემა და ფოტო მოიძებნება ამ კოლექციაში.

– რამდენი წლისაა თქვენი კოლექცია?

– ალბათ, ოც წელზე მეტი ხნის იქნება. რაც თავი მახსოვს, სულ ამ კოლექციის გამრავალფეროვნება-გამრავლებით ვარ დაკავებული. შემიძლია, საათობით ვილაპარაკო კონკრეტული ფოტოებისა და აფიშების შესახებ.

– მსგავსი კოლექცია თუ აქვს კიდევ ვინმეს საქართველოში?

– ჩემი კოლექციონერობის განმავლობაში შემხვდნენ პიროვნებები, ვისაც ჰქონდათ ფოტოსურათებისა და აფიშების გარკვეული რაოდენობა. მათ შორის ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. ეს იყო კინოთეატრ რუსთაველის თანამშრომელი და მის შტატს ერქვა „რეკლამიორი“. ის გახლდათ ვალოდია ლოგინოვი, რომელსაც ჰქონდა ქართული კინოფილმების არქივი. მანამდე იმ ადილას მამამისი მუშაობდა და ეს ხელს უწყობდა მისი კოლექციის გამდიდრებას.

ძალიან საინტერესო კოლექცია ჰქონდა ალექსანდრე გვენცაძესაც. სამწუხაროდ, ახლა არც ერთი მათგანი აღარაა ცოცხალი. მშრალ ხიდზეც ბევრი ადამიანი ვაჭრობდა ჩემთვის საინტერესო პროდუქციით.

– დღეს რა რაოდენობის ნიმუშებია გაერთიანებული ამ კოლექციაში?

– აფიშების რაოდენობა სამასამდე იქნება, რაც შეეხება კინომსახიობთა ფოტოებს, სამი ათასზე ნაკლები არ მექნება, თუ მეტი არა. ასეთი აფიშები მარტო მე მაქვს – 1974 წლის შემდეგ მსგავსი აღარ გამოსულა.

– როგორ გაგიჩნდათ მსგავსი კოლექციის შეგროვების იდეა?

– ბავშვობიდან მიყვარდა კინოხელოვნება და ეს სიყვარული შემდეგში ამ კოლექციის შექმნაში გადავიტანე. ხშირად დავდიოდი მშობლებთან ერთად კინოთეატრში.

– პირადად იცნობთ მათ, ვინც ამ ფოტოებზეა გამოსახული?

– სამწუხაროდ, არა. ვიცნობდი მხოლოდ ბორია წიფურიას. სხვებსაც დიდი სიამოვნებით გავიცნობდი. მან მიამბო, თუ როგორ დაამტკიცეს ის როლზე კინოფილმ „შერეკილებში”. როგორც ჩანს, ის არ ყოფილა ამ როლზე გათვალისწინებული და მხოლოდ და მხოლოდ მისმა დაჟინებულმა თხოვნამ, რომ სინჯებში მიეღო მონაწილეობა, აზრი შეაცვლევინა ყველას და ის ხუტას როლზე დაამტკიცეს.

– თვითონ არასდროს გიცდიათ მსახიობობა?

– ადრე ვაპირებდი თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა – კონომსახიობობა მინდოდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ ვერ ჩავირიცხე და, მოგახსენებთ, რატომ: გამოცდებამდე მოსამზადებელ ჯგუფში რომ ვირიცხებოდი, ერთ-ერთმა ლექტორმა გვითხრა: თქვენგან ვერ დადგება იმ დონის მსახიობი, როგორიც იყო იპოლიტე ხვიჩია, ეროსი მანჯგალაძე და სხვებიო. მთელი დღე ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში. ბოლოს, გამოვუტყდი საკუთარ თავს, რომ ვერასოდეს ვიქნებოდი ისეთი პროფესიონალი, როგორიც ზემოთ ჩამოთვლილი მსახიობები გახლდნენ და, ამიტომ, ყველაფერს შევეშვი.

– ფარ-ხმალი დაგიყრიათ.

– ასე გამოდის.

– კოლექცია თქვენ მიერ არის განთავსებული?

– მხოლოდ მე ვარ ამ კოლექციის მოვლა-პატრონობით დაკავებული, თუმცა დათვალიერებას არავის ვუშლი. ჩემი საკოლექციო ნიმუშები ზომებისა და წლების მიხედვით მაქვს დალაგებული.

– ვინ არიან თქვენი საყვარელი მსახიობები?

– იპოლიტე ხვიჩია, მედეა ჯაფარიძე, ნატო ვაჩნაძე – ეს მსახიობები მიყვარს განსაკუთრებულად.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– ამ კოლექციის გარეშე მე ვერ ვიარსებებდი.




скачать dle 11.3