ნინო ჩხეიძის პირველი საღამო “ქალაქურში„
მომღერალმა ნინო ჩხეიძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მინი სოლო კონცერტი გამართა კლუბ „ქალაქურში”. კლუბის ხელმძღვანელობისა და ნინოს თაყვანისმცემლების დაჟინებული თხოვნით, მომღერალმა გადაწყვიტა, ეს საღამო მათთვის ეჩუქებინა. 20 მარტს კონცერტმა „ქალაქურში” ნამდვილი ფურორი მოახდინა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ „ისი-პარის” წარმომადგენელმა, ხატია შამუგიამ ნინოს ახალი სუნამო გადასცა. „შანელის” წარმომადგენელმა, ლიკა ელიავამ კი, ნინოს, როგორც „შანელის” ვიპ-კლიენტს, მიულოცა პირველი სოლო საღამო და უამრავი საჩუქარი გადასცა მომღერლის ყველაზე საყვარელი ბრენდისგან. ამის შემდეგ, კონცერტი გაიხსნა და პირველივე სიმღერას მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა. საღამოს ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა. ნინოს ენერგეტიკამ ისე იმოქმედა დარბაზზე, რომ უბრალოდ, გასართობად მოსულმა მომღერლებმაც კი შეასრულეს ორ-ორი სიმღერა. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ – სოფო ნიჟარაძე, ნოდიკო ტატიშვილი, დათო არჩვაძე, მაიკო კაჭკაჭიშვილი და სხვები. მათ შემდეგ მაყურებლის დაჟინებული მოთხოვნით, ნინო ისევ აბრუნდა სცენაზე და შესაბამისად, კონცერტიც გვიან ღამით დამთავრდა. საღამოს ტორტისა და სადღესასწაულო განწყობის გარეშე არ ჩაუვლია. უამრავი ადამიანი, ულოცავდა ნინოს წარმატებულ გამოსვლას, არ ცხრებოდა ტაში და ბრავოს ყვირილი. არ ვიცი, დაარწმუნა თუ არა ნინო ამ კონცერტმა, რომ მსგავსი საკლუბო საღამოები ხშირად უნდა აჩუქოს მსმენელს, მაგრამ ჩვენ ამის იმედი ნამდვილად გვაქვს.