კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოდის ხელისუფლებაში რევოლუციის შემდეგ წინაზე უარესი ხელისუფლება

ბოლო ხანს ქართულ ოპოზიციაში ორი ძირითადი ხაზი გამოიკვეთა: ერთის მიმდევრები ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლას ქადაგებენ, მეორენი არჩევნების გზას მისდევენ და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებასთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასაც უსხედან. ისიცაა, რომ რევოლუციური გზის თანამგრძნობებს შორის ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები ჭარბობენ. რა პერსპექტივები აქვს ზემოხსენებულ გზებს და რამდენად ეფექტურია ოპოზიციის მიერ გაკეთებული არჩევანი – ამ, ალბათ, მთავარ საკითხზე აზრს თამარ ჩხეიძეს დავეკითხეთ.

– სამწუხაროდ, საქართველოში პროცესები ყოველთვის გარედან იმართებოდა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომელ პიროვნებასა და სცენარზე გააკეთებს არჩევანს გარე ძალა. ასე რომ, ვერ განვსაზღვრავთ ამა თუ იმ გზის სისწორესა და შანსებს. მაგრამ, ზოგადად, მე ყოველთვის ევოლუციური გზის მომხრე ვიყავი და ვარ არაკონსტიტუციური და ქუჩიდან მართული პროცესების წინააღმდეგი. რა თქმა უნდა, ამაში არ იგულისხმება მშვიდობიანი დემონსტრაციები, რადგან ამის უფლება ადამიანებს ყოველთვის აქვთ. მაგრამ, თუ ქვეყანაში ხელისუფლება არ იცვლება მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზით, ამას ყოველთვის მოაქვს წინაზე უარესი ხელისუფლება და თან მოსდევს დამანგრეველი პროცესები. რევოლუციების შემდეგ, ჩვეულებრივ, ხელისუფლებაში დემოკრატები არ მოდიან და ამას თან ახლავს ბოლშევიკური თარეში და უკანონობა: ბოლშევიკები კონკრეტული ისტორიული მოვლენა არ არის, ეს მენტალიტეტია. ამიტომ, პირადად მე უფრო არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას ვემხრობი, მაგრამ, მეორე მხრივ, ის არგუმენტიც სწორია, რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება და, მე ვიტყოდი, რომ საქართველოში საერთოდ არ მუშაობს არჩევნების ინსტიტუტი. მეტიც, პოსტკომუნისტურ საქართველოში არასდროს ჩატარებულა ნორმალური არჩევნები.

– პირველი არჩევნებიც არ ყოფილა ნორმალური და გაუყალბებელი?

– პირველი არჩევნებიდან მოყოლებული, აღმავალი გზით ვითარდებოდა არჩევნების ფარსად გადაქცევა. პირველი არჩევნები, შეიძლება, ყველაზე ნაკლებად იყო გაყალბებული ხმის მიცემის თვალსაზრისით, მაგრამ გაყალბება მხოლოდ ხმის მიცემა არ არის, სხვა მექანიზმებიც მოქმედებს. ეს იყო დაგეგმილი მექანიზმები, რომლებშიც კომპარტია იყო ჩართული. ასე რომ, ვერც ის პირველი ჩაითვლება ობიექტურ არჩევნებად.

– კომპარტიას რა უნდოდა? ეს არჩევნები თუ შედგებოდა და „მრგვალი მაგიდა“ გაიმარჯვებდა, საბჭოთა კავშირი აღდგებოდა?

– ეს იყო კრემლის დონეზე შემუშავებული გეგმა, ჩემი ვარაუდით, შევარდნაძის მონაწილეობით შექმნილი. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ნაწილი შევარდნაძის კონსულტაციით დგებოდა, რადგან მან ყველაზე კარგად იცოდა ქართული მასალა. იმ გეგმით იყო განსაზღვრული, რომ ხელისუფლებაში მოიყვანდნენ გამსახურდიას ძალიან მცირე ხნით და, როდესაც დასჭირდებოდათ, მოხდებოდა ის, რაც მოხდა: მათ გამოიყენეს გამსახურდია გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ბოლოს ეს მისი ფიზიკური ლიკვიდაციით დამთავრდა. ამგვარად, ობიექტურს ვერც იმ არჩევნებს ვუწოდებთ, თუმცა, უმრავლესობამ, ალბათ, გამსახურდიას მისცა ხმა და, საარჩევნო კანონის მიხედვითაც, ის ყველაზე დემოკრატიული არჩევნებიც იყო, ოღონდ, არა საარჩევნო გარემოსა და სცენარის მიხედვით, იმიტომ რომ, პროპაგანდისტული საშუალებები მხოლოდ ერთ ძალაზე მუშაობდა, მაგრამ მას შემდეგ არჩევნების ანტიდემოკრატიზაცია აღმავალი გზით გაგრძელდა. ერთი სიტყვით, არჩევნები საქართველოში არ არსებობს, მაგრამ, ამის გამო თეორია, რომ საქართველოში ხელისუფლება არჩევნებით უნდა შეიცვალოს, არ იცვლება. იმ ხალხმა, ვისაც უნდა, რომ საქართველოში არჩევნების მოდელი შეიცვალოს, უნდა იბრძოლოს ნორმალური არჩევნებისთვის და არა ხელისუფლების არანორმალური გზით შეცვლისთვის. პირიქით, ეს ხელისუფლება უნდა აიძულო, რომ ჩაატაროს ნორმალური არჩევნები. ამის მიღწევა შეიძლება საერთაშორისო მექანიზმებით, სახალხო ზეწოლით. თუნდაც, 2009 წლის აპრილის აქციის დროს, კონკრეტული მოთხოვნები უნდა დაეყენებინათ. საკანონმდებლო ცვლილებების მიღება ხელისუფლებისთვის მაშინ უნდა ეიძულებინათ, სანამ ძალა ჰქონდა სახალხო ზეწოლას. მაგრამ ოპოზიციურ ძალებს ეს არ აინტერესებდათ, იმიტომ, რომ მათთვის ხელისუფლებისთვის ბრძოლა იყო მთავარი.

– მენიშნა „ქართული პარტიის“ ლიდერების განცხადება: თუ ქართველი ხალხი მოახდენს რევოლუციას, ჩვენ მზად ვართ, პასუხისმგებლობა ავიღოთო. მე ასე გავიგე: მზად ვართ, სახელისუფლო სკამებზე დავსხდეთო?

– ასე გამოდის. ყველაზე დიდი უარყოფითი მოვლენა, რაც საქართველოში ხდება, არის ის, რომ ქუჩაში ბრძოლა კონკრეტული საკითხებისთვის კი არ მიდის, არამედ ხელისუფლებისთვის. საბჭოთა კავშირის დანგრევამდე ბრძოლა იყო კონკრეტული საკითხებისთვის და არა ხელისუფლებისთვის. დღესაც ამოსავალი უნდა იყოს კონკრეტული თემები და პროგრამები. ხელისუფლებაში მოსვლა უნდა იყოს საშუალება და არა მიზანი. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება კონკრეტული საკითხებისადმი საკმაოდ გულგრილია. ამ საზოგადოებას არ აქვს კონკრეტული თავდაცვის მექანიზმები, რომ სწორედ კონკრეტული უკანონობის გამო გამოვიდეს ქუჩაში. გაირკვა, რომ კომუნისტების დროს მოქმედი გარეჯის პოლიგონი აღუდგენიათ, რომელიც სიგუამ თავისი 1991 წლის ბრძანებულებით გააუქმა, თუმცა შემდეგ შევარდნაძემ აღადგინა და ჩვენ სასამართლოს გზით ისევ გავაუქმეთ. ახლა, როგორც ჩანს, ისევ აღადგინეს პოლიგონი, ქართულ საზოგადოებას კი, ფაქტობრივად, არანაირი რეაქცია არ აქვს. მაგრამ, თუ ეს უკმაყოფილება აკუმულირდება, გარედან, შეკვეთით დაფინანსდება რომელიმე ძალა, შემდეგ გამოდიან ხოლმე. მე მომავალზე კი არ ვამბობ, არამედ იმაზე, რაც წარსულში მომხდარა, თუმცა, შესაძლოა, ეს მომავალშიც მოხდეს. ამა თუ იმ ძალას, რომელიც გარეშე ძალას მოჰყავს ხელისუფლებაში, აქვს კონკრეტული შეკვეთა, თუ რა უნდა გააკეთოს. ის ამას აკეთებს წარმატებით, ხალხი ხელს არ უშლის, მაგრამ, როდესაც ხალხის აღშფოთება დაგროვდება, ეს ძალა მიჰყავთ და მოჰყავთ მეორე, რომელიც აგრძელებს წინას პოლიტიკას, ოღონდ, სხვა ფრაზეოლოგიით და, შესაძლოა, წინა ხელისუფლების გინების ფრაზეოლოგიითაც.

– თვალის ერთი შევლებითაც აშკარაა, რომ რევოლუციური გზის აქტიური მომხრეები არიან ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები: რატომ? ხელისუფლებაში ხელმეორედ მოსვლის სხვა საშუალება არ აქვთ თუ, უბრალოდ, რევოლუციების მოწყობის ტექნოლოგია იციან?

– გამოცდილებაც აქვთ, ისინი მონაწილეობას იღებდნენ 2003 წლის რევოლუციაში, მაგრამ ეს ხაზი ისეთი დამანგრეველია, მე არ ვგულისხმობ რევოლუციის გულუბრყვილოდ მომხრეებს, რომ ის აუცილებლად რუსეთისთვისაა ხელსაყრელი. დამანგრეველ პროცესებს აუცილებლად წაახალისებს რუსეთი, იმიტომ რომ, სახლმწიფოსთვის ეს ხელსაყრელი არ არის. სულ სხვაა, ებრძოლო სახელმწიფოს და სულ სხვა – ებრძოლო ხელისუფლებას.

– ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია: როგორ უნდა გაიმიჯნონ ხელისუფლება და სახელმწიფო, როდესაც ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ ნებისმიერ უკმაყოფილებას ხელისუფლება სახელმწიფოსკენ მიმართულ ქმედებად აფასებს?

– გამიჯვნა ძალიან მარტივია – ხელისუფლებას უნდა დაუპირისპირდე კონკრეტული საკითხებით: ამის გაკეთება ამის და ამის გამო, არის არასწორი და ეს ასე და ასე უნდა გაკეთდესო. უნდა ამოდიოდე იქიდან, თუ რა არის სწორი ქვეყნისთვის. მოგიყვანთ არასახელმწიფოებრივი მიდგომის მაგალითს: იმის გამო, რაც 2008 წელს მოხდა, რა თქმა უნდა, ოპოზიციამ უნდა გააკრიტიკოს ხელისუფლების პოლიტიკა, მაგრამ, უნდა ამოდიოდეს საქართველოს ინტერესებიდან. სინამდვილეში კი, ის ხალხი, ვინც ოპოზიციად მიჩნევს თავს, ამბობს, რომ ომი დაიწყო საქართველომ. არ მგონია, ისეთი სულელები იყვნენ, ვერ ხვდებოდნენ, რომ სააკაშვილში კი არ არის საქმე, არამედ, კონფლიქტის სტრუქტურაში: რუსეთი შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე და, როდესაც სააკაშვილს ადანაშაულებ, გინდა თუ არ გინდა, გამოდის, რომ საქართველოს ადანაშაულებ და რუსეთის პოზიციაზე დგები. ჯერ ერთი, მართლაც რომ დაეწყო საბრძოლო მოქმედებები სააკაშვილს, ის ამ მოქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყებდა. მეორეც: მეც ძალიან კარგად მახსოვს და დაფიქსირებულიც არის, რომ ომამდე სისტემატურად ბომბავდნენ ჩვენს სოფლებს.

– იმ ომს ერთი უცნაური საერთაშორისო ლოგიკა აქვს: ჩვენები რომ იხოცებოდნენ, ეს თითქოს არაფერი იყო.

– თავისთავად, როდესაც ქართული სოფელი იბომბება, ხელისუფლება ვალდებულია, ჩაახშოს ცეცხლის წყარო. სხვა საქმეა, რა მეთოდებით გააკეთა ეს და შედეგად რა მიიღო, მაგრამ სააკაშვილის დადანაშაულება ომის დაწყებაში ნიშნავს ერთმნიშვნელოვნად რუსეთის მხარეს დგომას. აი, ეს არის გამიჯვნა: ოპოზიცია უნდა იდგეს ქვეყნის ინტერესის მხარეს. არ მჯერა, ისეთი სულელები იყვნენ, ამას ვერ ხვდებოდნენ. შესაძლოა, ზოგიერთი სიძულვილითაა დაბრმავებული, მაგრამ ჩემთვის ესეც გაუგებარია. მიუხედავად შევარდნაძისადმი ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულებისა, როდესაც პარლამენტში ვიყავით, ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს თავშიც არ მოსვლია, ეთქვა, საქართველომ დაიწყო ომი აფხაზეთში, რუსეთი არაფერ შუაშია და ჩვენ ვართ დამნაშავეო. ჩვენ შევარდნაძეს ვადანაშაულებდით საქართველოს ინტერესების ღალატში და არა იმაში, რომ ომი დაიწყო. რა თქმა უნდა, მან პროვოკაციული მიზნით შეიყვანა ჯარი, მაგრამ ომი არ დაუწყია და სხვა საკითხია, რომ ეს ავანტიურა აფხაზეთის რუსეთისთვის გადასაცემად წამოიწყო. როგორც ჩანს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას ეს საკითხი ერთნაირად ესმით: ხელისუფლება ამბობს, რომ თვითონ არის სახელმწიფო, ოპოზიციასაც ასევე ესმის და იმიტომაც მიაჩნია ხელისუფლებას, რომ ოპოზიცია სახელმწიფოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს. მაგრამ ხელისუფლება არ არის სახელმწიფო, სახელმწიფო საქართველოა.

– საერთაშორისო ზეწოლა ახსენეთ: მე მეჩვენება, რომ დასავლეთისთვის პრიორიტეტულია მისი ინტერესების უსიტყვოდ გამტარებელი ხელისუფლება და არა ნამდვილი დემოკრატია.

– სამწუხაროდ, ალბათ, ასეა. ნამდვილად წარმატებულ, დემოკრატიულ და აყვავებულ საქართველოზე არავინ ფიქრობს, მაგრამ, მე მაინც მგონია, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით გააქტიურება, რადგან დასავლეთს უფრო მეტად აძლევს ხელს დემოკრატიული საქართველო, ვიდრე რუსეთს. გარდა ამისა, დასავლეთში არის საზოგადოებრივი მექანიზმები. ამიტომ, თუკი ჩვენ ორგანიზებულად და დასაბუთებულად მოვითხოვთ დემოკრატიულ არჩევნებს, დასავლეთი მაინც დემოკრატიულია და მათთვის ძალიან ძნელი იქნება ამ არგუმენტებზე თვალის დახუჭვა. მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი, ვინც დემოკრატიულ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ლაპარაკობენ, სულაც არ გულისხმობენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ყველა იმ პარტიას, ვინც მე ვიცი, დემოკრატიულობის ქვეშ ესმით თავიანთთვის უკეთესი პირობები არჩევნებში. ისინი ფიქრობენ, რომ პოლიტიკური ცხოვრება არის მათი და ხელისუფლების საკუთრება და ხელისუფლებას ედავებიან ამ საკუთრებაში საკუთარ წილს.

– გამსახურდიას პერიოდიდან მოყოლებული, დღემდე, ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტმა განიცადა დემოკრატიული პროგრესი?

– ძალიან მეეჭვება. მე ვიტყოდი, რომ გასული საუკუნის 70-იან წლების ბოლოსა და 80-იანის დასაწყისში საზოგადოება გაცილებით უფრო თავდაცვისუნარიანი იყო და უფრო რეაგირებდა გარკვეულ მოვლენებზე, ვიდრე დღეს. პირიქით, ჩემი აზრით, დღევანდელი ქართველი საზოგადოების სამოქალაქო შეგნება ნულს ქვემოთაა.

– იქნებ, მართვის დემოკრატიული სისტემა ჩვენი მენტალიტეტისთვის ცოტა უცხოა?

– მთლად დიქტატორებსაც ვერ ვგუობთ. მაგრამ, ქართველი საზოგადოება ძალიან ადვილად მართვადი აღმოჩნდა – მისი ეს ბუნება შესწავლილია, ეს პოლიტტექნოლოგიების საკითხია.

– კერძოდ?

– ეგზალტაცია, თეატრალიზებული სცენარების დადგმა, ბელადების შექმნა და ასე შემდეგ – ეს მეთოდები დამუშავებულია და ქართველი საზოგადოება ადვილად მართვადი აღმოჩნდა, 1989 წლიდან დაწყებული.

– რას გულისხმობთ? პირველად როდის გამოჩნდა ეს?

– 1989 წლის 9 აპრილს გამოჩნდა, ძირითადად.

– იმედი მაქვს, რომ სხვა ერებსაც აქვთ მსგავსი სისუსტეები?

– მაგალითად, ბალტიისპირელები არ აღმოჩნდნენ ასე ადვილად სამართავები. მართალია, მათ უკეთესი საწყისი პირობები ჰქონდათ: ნაკლებად იყვნენ სოვეტიზებულები, დასავლეთი აღიარებდა მათ ოკუპაციას, მაგრამ მენტალიტეტით ქართველებივით მართვადები რომ აღმოჩენილიყვნენ, რუსეთი მოახერხებდა იმას, რაც ჩვენთან მოახერხა. იქ არც ბელადომანია ჭრიდა, რადგან, იქ ადამიანებს კი არ მიჰყვებოდნენ, არამედ – იდეებსა და მკაფიო მიზნებს. ვერც ერთი ადამიანი, რაც უნდა მართული ყოფილიყო, თუნდაც, ნაძირალა, ნაძირალას კი ყველა ერში იპოვი, თუ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ვერ გადაუხვევდა იმ ძირითად პრინციპებს, რომელიც ერს ჰქონდა გაცნობიერებული.

– შევარდნაძის ჩამოსვლის წინა პერიოდში ვითომ ჭკუის საკითხავი ადამიანებიც კი იმეორებდნენ, როგორც კი ჩამოვა, დაგვაპურებსო.

– გამსახურდიას დროს დაპურების მომენტი არ იყო, რადგან ადამიანები შედარებით უზრუნველყოფილნი იყვნენ. ამიტომ, გამსახურდია სხვა იდეით მოიყვანეს, მაგრამ, შევარდნაძის დროს იყო ასეთი ყალბი მოლოდინი.

– თითქოს ჩვენ სულ პატრონს ვეძებთ, ვინც ჩვენ ნაცვლად მიიღებს გადაწყვეტილებებს, იტვირთავს პასუხისმგებლობას.

– ეს მიდგომა საგარეო ფაქტორშიც მოქმედებს: მუდმივად გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ჩვენი პრობლემები ვიღაც სხვამ უნდა გადაჭრას. ეს მიდგომა დამღუპველია ქვეყნის შიგნითაც, როდესაც საზოგადოებას მიაჩნია, რომ ერთმა კაცმა უნდა გადაჭრას მისი პრობლემები.


скачать dle 11.3