კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სარგებლობა მოაქვს ძროხას?

და სოფლის მეურნეობის სამინისტროს?!

მთავრობის ანგარიში – დეპუტატებს, რომელიც „მინისტრების კვირეულად“ მოინათლა, იმით დამთავრდა, რომ „კრება დარჩა მხიარული.“ საპარლამენტო უმრავლესობას მინისტრებისთვის კითხვა, წამლად რაა, არ დაუსვამთ, უპირატესად საპარლამენტო უმცირესობის მიერ მინისტრების მისამართით გამოთქმული შენიშვნების მოგერიებაში იყვნენ ჩართულნი (სავარაუდო პრინციპით: ჩვენ ერთი გუნდი ვართ). როგორც მოსალოდნელი იყო, საპარლამენტო ოპოზიციის ყველაზე დიდი რისხვა სოფლის მეურნეობისა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრებს დაატყდათ. თუმცა, ამ უკანასკნელებს (როგორც პარლამენტის ტრიბუნაზე ასვლამდე, ისე ჩამოსვლის შემდეგ) თავი უხერხულად არ უგრძნიათ, რადგან მანამდეც და შემდეგაც ღრმად იყვნენ დარწმუნებულნი თავიანთი კურსის სისწორეში. მეტიც, ქრისტიან-დემოკრატებმა ხსენებული ორივე მინისტრის გადაყენება მოითხოვეს, ოღონდ, ბუნებრივია, უშედეგოდ, რადგან, ამ ჩვენს პარლამენტში უმრავლესობას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, არათუ ერთი მინისტრის იმპიჩმენტის პროცედურის არდასაწყებად საკმარისი ხმების ოდენობა. მეორე მხრივ კი, „მინისტრების კვირეულმა“ პარლამენტის ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩაიარა (უკვორუმობა გვაფიქრებინებს, რომ უმრავლესობელი დეპუტატები ან თვალდახუჭული ენდობიან თანაგუნდელ მინისტრებს, ან იციან, რომ, გინდ ყოფილან, გინდ – არა). უნდა აღინიშნოს, რომ მინისტრ კვეზერელს ყველაზე გულითადად უმრავლესობის ლიდერი ბ-ნი ცისკარიშვილი გამოესარჩლა და ქრისტიან-დემოკრატების მიერ მისი დასაცავის ათვალწუნება შემდეგნაირად ახსნა: ერთ-ერთი ქრისტიან-დემოკრატი სამინისტროში არ მიიღოო. ამ და სხვა მოტივებით კი დადგინა, რომ ბ-ნი კვეზერელი ერთ-ერთი წარმატებული მინისტრია და მის პერიოდში ქართული სოფელი აღმავალი გზით ვითარდებაო. თუმცა, თუ ჩვენ უკვე მაღლა ვართ, რა თქმა უნდა, ბ-ნი კვეზერელის გამჭრიახობისა და სასოფლო-სამეურნეო ალღოს წყალობით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის 80 პროცენტი რატომ არის იმპორტირებული?! მაგალითად, ქრისტიან-დემოკრატმა ლალიაშვილმა შენიშნა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრს ქართული სოფლის ფეხზე დაყენების არანაირი გეგმა არ გააჩნია. ამ შეფასებაში მას პრინციპულად ვერ დავეთანხმებით, რადგან ბ-ნი კვეზერელი ხომ ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე სენსაციური აღმოჩენის – მამალი ძროხის – ავტორია?!


скачать dle 11.3