კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო“

სავანე – ხალხის რჩეულთათვის!

წყალი აღარ გაუვა იმას, რომ 2012 წლიდან ქართველი კანონმდებლები ფიგაროს ფუნქციებსაც შეითავსებენ (აქაც, ანუ თბილისშიც იქნებიან და იქაც, ანუ ქუთაისში), მიუხედავად იმისა, რომ პატიოსან გვამთა ეს გაორმაგება (გნებავთ, გაორება) ამ ჩვენს მრავალტანჯულ ბიუჯეტს დამატებით არაერთი ათეული მილიონი ლარი დაუჯდება.

ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული, სახელდობრ, როგორ გადანაწილდება თბილისსა და ქუთაისს შორის ფუნქციები და, რაც მთავარია, წაადგება თუ არა ეს გადაჯგუფება ქართული კანონმდებლობის ხარისხს (რა თქმა უნდა, იმას გარდა, რომ, როგორც ზემოდან გვარწმუნებენ, ქუთაისში კვების ობიექტები უფრო ცხოვლად ამუშავდება). უფრო მეტიც, „ახალი გაზეთის“ ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადაბარგების შემდეგ დეპუტატებმა, შესაძლოა, ბინა წყალტუბოში დაიდონ. თანაც, სამთავრობო უწყებების რემონტისთვის, რომლებიც პარლამენტის ფუნქციონირებისთვის იქნება საჭირო, უკვე 72 მილიონზე მეტი დახარჯულა (მაშ, აი, ასე ძვირად გვიჯდება განვითარების დემოკრატიული გზა?!). ამ გადაწყვეტილების არგუმენტი კი შემდეგნაირია: წყალტუბო მშვიდი, საკურორტო ქალაქია, იქ სუფთა ჰაერია და დეპუტატები ასეთ გარემოში თავს უფრო კარგად და კომფორტულად იგრძნობენო.

მეორე მხრივ, ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან ჩვენი დეპუტატები იმდენ ოფლს ღვრიან თავიანთ სამუშაო ადგილებზე, რომ მათ დიდ უმეტესობას, გადეპუტატების მეორე წლის ბოლოს, უკვე მიკროფონთან მისვლისა და ხმის ამოღების თავიც აღარ აქვს! ასე რომ, შესაძლოა, წყალტუბო ხალხის რჩეულთა პოტენციალის ასამაღლებლად, მართლაც მისწრება იყოს. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ „წყალტუბო სუფთაჰაერიანი მშვიდი, საკურორტო ქალაქია“, ზედაც დავამატებთ, რომ ყველა ქართველი პოეტია, არ არის გამორიცხული, ჩვენმა მომავალმა დეპუტატებმა, წყალტუბოს საკურორტო თვისებებით შეგულიანებულებმა, 2012 წლიდან არა მხოლოდ ახალ-ახალი კანონებით, ახალ-ახალი ლიტერატურული ქმნილებებითაც გაგვიცისკროვნონ ჩვენი დემოკრატიული ყოფა!

P.S. აღა-მაჰმად ხანი დააიმედეს, რომ თბილისური გოგირდის აბანოები პოტენციის აღსადგენად უებარი საშუალება იყო, მაგრამ მის საჭურისობას გოგირდის აბანოებმა ვერაფერი უწამლა, ამიტომაც, განრისხებულმა, აბანო მიწასთან გაასწორა. ამ ისტორიული ფაქტის გათვალისწინებით, იქნებ 2012 წლის არჩევნებამდე ხალხის რჩეულობის მსურველები დაგვეფიცებინა, რომ, თუკი მათ შემოქმედებით პოტენციალს ვერ გააღვიძებს, წყალტუბოს ბუზიც არ აუფრინონ?!


скачать dle 11.3