კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შუშის ხიდი და ა. შ.

დაბნელების მარაქაში გარეულები

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ინიციატივით, 2011 წლის 26 მარტს მთელი მსოფლიო ერთიანდება (რაღა მთელი, დედამიწაზე მდებარე 193 ქვეყანა) იმ დიადი მიზნით, ჩვენს პლანეტას დაეხმაროს (ოღონდ, მხოლოდ ერთი საათით). აქციის მიზანია, რომ მხარი დაუჭიროს მსოფლიო ლიდერთა მიერ სათბური აირების ემისიების შემცირების თაობაზე აღებული ვალდებულების შესრულებას. შესაბამისად, პროექტის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა და ორგანიზატორმა, ავსტრალიელმა მოდელმა მირანდა კერიმ ვიდეორგოლით ადამიანებს მიმართა და უმორჩილესად სთხოვა, 26 მარტს, ადგილობრივი დროით დილის რვის ნახევრიდან დილისავე ცხრის ნახევრამდე, ერთი საათით გათიშონ ელექტროენერგია. მეორე მხრივ, აშკარაა, რომ ორგანიზატორებს მეტად მოხერხებული დრო შეურჩევიათ, რადგან შაბათს, დილით, მაინცდამაინც, ბევრი ელექტროენერგია არ უნდა იხარჯებოდეს ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებისა და შენობების ელექტროგანათებაზე (აქციის თანახმად, სწორედ ხსენებული ობიექტები უნდა დარჩნენ ნებაყოფლობით ელენერგიის გარეშე, ოდენ ერთი ასტრონომიული საათის განმავლობაში).

ბუნებრივია, ამ მსოფლიო აღტკინებას ვერც საქართველო ჩამორჩებოდა და არც ჩამორჩა; მეტიც, აქციამდე ორი კვირით ადრე დაანონსდა, რომ მითითებულ დროს თავს ჩვენც დავიბნელებდით. განსაკუთრებით, აღინიშნა, რომ ელენერგია თვით ჩვენს სიამაყე შუშის ხიდსაც კი შეუწყდებოდა! შუშის ხიდი კი, სავარაუდოდ, იმიტომ შეირჩა, რომ დასაბნელებელ მსოფლიო ძეგლთა შორისაა: ეიფელის კოშკი, რომის კოლიზეუმი, სფინქსი, პირამიდები და ა. შ. (სამწუხაროდ, ის კი აღარ დაუზუსტებიათ, რა იგულისხმება ამ ა. შ.-ში).

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ 24-საათიანი ელექტრომოწოდებას (ისიც, ჯერჯერობით, სრულიად საქართველოს მთლად ყველა კუთხე-კუნჭულშიც ვერა) ოცდამეერთე საუკუნეშიღა ვეზიარეთ, ვფიქრობ, ზემოხსენებული აქციის დამფუძნებლობაზე უნდა განვაცხადოთ პრეტენზია, რადგან, მინიმუმ, 10 წლის განმავლობაში პერმანენტულად გამოვხატავდით პროტესტს ამ ფორმით!


скачать dle 11.3