დაიცავით თავი სურდოსა და გაციებისგან
ორგანიზმის ბუნებრივ ძალებს გამყარება სჭირდება. თუ იმუნური თავდაცვისთვის მას საკუთარი ინტერფერონი არ ჰყოფნის, შეიძლება მისი დამატებით უზრუნველყოფა. თუმცა, აუცილებელია პროცესის სწორად წარმართვა, რათა ვირუსებმა საკმაოდ ღრმად არ შეაღწიოს ორგანიზმში.
C ვიტამინი ხელს უწყობს ინტერფერონის გამომუშავებას, ამიტომ ნიორი, ხახვი და ლიმონი ამისთვის უდავოდ დაგეხმარებათ.
ნიორი და ხახვი, C ვიტამინის გარდა, დიდი რაოდენობით შეიცავს ბაქტერიოციდულ ეთერზეთებს, მიკრობებს კი მათი სპეციფიკური სუნის „ეშინიათ“. საკმარისია ნივრის შეყნოსვა, რომ ვირუსებმა უკან დაიხიონ.
A ვიტამინი ლორწოვანი გარსის აღდგენას და იმუნური სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს.
იმისთვის, რომ დააჩქაროთ ორგანიზმიდან მიკრობების გამოდევნა, უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე. მასში სასურველია ლიმონის ან წითელი მოცვის დამატება.
გაციებისას ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა, ასევე, ძილის წინ, ხუთი წუთით ადრე, ფეხების ცხელ წყალში ჩაყოფა.
სურდო გადადის არა მხოლოდ კოცნით, არამედ ხელის ჩამორთმევითაც. არსებობს მისგან თავდაცვის წესები. კერძოდ:
რინოვირუსები ბინადრობენ თვალებისა და ცხვირის ლორწოვანაში, პირის ღრუში კი არცთუ კარგად გრძნობენ თავს. ხელისგულებშიც გროვდება ვირუსები. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, ხელით თვალების მოსრესა ან ცხვირზე ხელის მოკიდება არ ვარგა. ის ნივთები კი, რომელსაც სურდოთი შეპყრობილი ადამიანი ხელით ეხება, სპირტით ან სხვა საშუალებით უნდა გაწმინდოთ. სურდო არ ხვდება იმ ადამიანებს, რომლებიც დღეში ორ გრამ C ვიტამინს იღებენ და ბევრ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევენ.
თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, ერთ ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით სამი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი, ორი ჩაის კოვზი თაფლი და ყელში გამოივლეთ.
ასევე, გაიკეთეთ ნივრის ინჰალაცია, რადგან ეს ძალიან ეფექტურია. გაჭყლიტეთ ორი ან სამი კბილი ნიორი, წაუსვით დოლბანდზე და ხუთი წუთით ისუნთქეთ მისი მძაფრი არომატი. ამ დროს ამოისუნთქეთ არა პირით, არამედ ცხვირით. ცოტა ხანში სურდოც უკან დაიხევს და არც ანგინა და ბრონქიტი დაგტანჯავთ.
გვერდები მოამზადა
ნონა დათეშიძემ