კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

განმანათლებელ-მანდატურთა საკითხავი

„აზრის სარგებლობის აბსოლუტური პრივილეგიით“

გასულ კვირას კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს გამორეფორმირების მეორე ტალღაში მოყოლილი განათლების სისტემაში მანდატურის სამსახური ისეთივე პრივილეგიით სარგებლობს, როგორც რუსთაველი – ქართულ პოეზიაში: „მხოლოდ ის ერთი დგას შურზე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რასაკვირველია, ეჭვზე) მაღლა“! ერთი სიტყვით, მაღლა თუ დაბლა, მე-8 საჯარო სკოლის მათემატიკის აწ უკვე ყოფილი მასწავლებელი იმავე სკოლის მანდატურებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. გავრცელებული ინფორმაციით, ხსენებულ ქალბატონსა და მანდატურს შორის შელაპარაკება მომხდარა. შესაბამისად, მანდატურმა 2011 წლის 2 მარტს მასწავლებელს აქტიც გამოუცხო, რომელშიც აღნიშნა, რომ პედაგოგმა „სამასწავლებლოში სხვა პედაგოგების თანდასწრებით უხეშად კერძოდ (ყვირილით) მიმართა მანდატურებს და გამოხატავდა უნდობლობას მთლიანად მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით“ (განცხადების სტილი დაცულია, ასე რომ, უმორჩილესად გთხოვთ, პუნქტუაციის უცოდინრობაში მე ნუ დამადანაშაულებთ). 8 მარტს სკოლის დირექტორმა ხსენებული პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლა (არ გაათავისუფლებდა და, ვითომ, მანდატური დირექტორს ვერ „ჩაუტარებდა“ შესაბამის აქტს?!). მეორე მხრივ, დღემდე არც ერთ საჯარო სკოლაში არ იცნობენ დოკუმენტს, რომელიც ოფიციალურად განსაზღვრავს მანდატურის უფლება-მოვალეობებს. ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით დაზუსტებით, მართლაც უყვირა თუ არა ზემოხსენებულმა მასწავლებელმა მანდატურებს (მეტიც, არის თუ არა ყვირილი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი), თუმცა, ზემომოყვანილ აქტში მანდატურის მიერ მოხმობილი არგუმენტი („გამოხატავდა უნდობლობას მთლიანად მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით “), გვაფიქრებინებს, რომ ბ-ნი შაშკინის უწყებაში წარმოდგენა არ ჰქონიათ 2004 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი „საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ იჭმევა თუ ისმევა. ამიტომაც, ამ ხარვეზის ამოვსებას ახლავე შევეცდებით (მომყავს მცირედი ციტატა კანონიდან):

„მუხლი 3. სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. … ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს: აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას, პოლიტიკური სიტყვისა და დებატების თავისუფლებას; ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავების და გავრცელების უფლებას; მხილების თავისუფლებას და მამხილებელთა დაცვას; თავისუფლებას იძულებისგან, გამოთქვას თავისი შეხედულება!“

აქედან გამომდინარე, იქნებ, საჯარო სკოლებში, სანამ თვალსაჩინო ადგილებში მანდატურების უფლებამოსილების განმსაზღვრელ დოკუმენტს დაუკიდებენ, ზემოხსენებული კანონი დაეწერათ კედლებზე დიდი ასოებით?!


скачать dle 11.3