კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიძლიერე სისუსტეშია?!

აღარ არის აუცილებელი იმის მტკიცება, რომ ძლიერი სქესი უხვად არის „აღჭურვილი” სისუსტეებით. მათი სიძლიერე ზოგჯერ საეჭვოც კია და, ვფიქრობ, რომ ქალები გაცილებით ძლიერები ვართ.

მაინც, რით არის დაკავებული მათი გონება? თუ მამაკაცის ტვინს „უჯრედულ დონეზე” განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ ეს „უჯრედები” შევსებულია: ფულით, ფეხბურთით, საკვებით, სექსით. „არა!“ – იტყვით თქვენ, არ შეიძლება, მამაკაცი ასეთი პრიმიტიული იყოს. სად ვართ ჩვენ, ქალები, რომელ „უჯრედში?“ პასუხი არც ისე მარტივია: – ჩვენ ვართ ყველგან და, იმავდროულად – არსად! მამაკაცს არ შეუძლია, დიდხანს გაძლოს ქალის გარეშე, მაგრამ დიდხანს ვერც მის საზოგადოებას იტანს. ასევე, ახასიათებს ერთი საინტერესო უცნაურობა, რომელიც, შეგვიძლია, ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ: როგორი მტკივნეულიც უნდა იყოს თქვენ შორის ჩხუბი, ნახევარი საათის შემდეგ მიზეზიც კი არ ემახსოვრება, რითაც ეს ჩხუბი დაიწყო. ქალს ძალიან იშვიათად აქვს ეს უნარი. თუ მოახერხებთ და ითამაშებთ მაინც, რომ ყველაფერი დაგავიწყდათ, მხოლოდ მოგებული დარჩებით ამით. საქმე ისაა, რომ ქალები იმახსოვრებენ საკუთარ ემოციებსა და გრძნობებს, თანაც, არა ფრაგმენტულად, არამედ, სრული სიზუსტით, მაშინ, როცა მამაკაცი ფრაგმენტებსაც გაჭირვებით იხსენებს. აბა, როგორ შეიძლება, გაებუტო იმისთვის, რაც მისთვის რადიკალურად უცხოა? მამაკაცისთვის არსებობს მხოლოდ და მხოლოდ შიშველი ფაქტები და არავითარი მინიშნება, წარმოდგენა ან წარმოსახვა. მამაკაცი სუსტია თავის ფანტაზიებში. სუსტია, როცა სთხოვენ იყოს მიხვედრილი და ახსოვდეს ის, რაც, მისი აზრით, არაფერში გამოდგება.

რაც შეეხება მამაკაცის ფიქრს სექსზე, ამაზე პასუხისმგებელია ჰიპოთალამუსი – ალუბლის მარცვლის ზომის ტვინის ნაწილი. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ის ორჯერ უფრო დიდი აქვთ, ვიდრე ქალბატონებს. ამიტომაც, ნუ გიკვირთ და ნურც გწყინთ, რომ სულ „იმაზე” ფიქრობენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ფეხბურთს არ უყურებენ და საქმეც არაფერი აქვთ.


скачать dle 11.3