იქნებ, ასეა?!
რა თქმა უნდა, ორი ადამიანის ურთიერთობა ინდივიდუალურია – მას ვერც ჩარჩოში ჩასვამ და ვერც სხვისი მაგალითით იმოქმედებ, მაგრამ ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა რაღა აკეთონ?! ჰოდა, სწორედ ისინი ამტკიცებენ, რომ პირველ პაემანზე ქალს ძალიან უარყოფითი შთაბეჭდილება ექმნება მამაკაცზე:
თუ ის ძალიან ბევრს ლაპარაკობს და ტრაბახობს;
თუ მამაკაცი ალკოჰოლს მიეძალება;
თუ მამაკაცი მას შესთავაზებს, მოდი, სანახევროდ გადავიხადოთ დანახარჯიო.
ქალებს არც მოსაწყენი, პირქუში და უხეში მამაკაცები მოსწონთ, რომლებიც ქალის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას აშკარად გამოხატავენ.
თუკი პირველივე შეხვედრაზე, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, თავისთან სასტუმროში ეპატიჟებიან.
P.S. თუ პირველი პაემნის შემდეგ ქალბატონი თქვენთან შეხვედრის წინააღმდეგია, ან ზემოთ მოყვანილი რომელიმე პუნქტი ვერ დააკმაყოფილეთ (ანუ დააკმაყოფილეთ) ან, უფრო უარესი – თქვენი ტიპის მამაკაცები მას საერთოდ არ მოსწონს, მით უმეტეს, თუ მან თქვენი მობილურის ნომერიც არ ჩაიწერა.