კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„GAU-ს სამართლის სკოლა“ განაგრძობს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში თანამედროვეობაზე ორიენტირებული განათლების მეთოდების დანერგვასა და განვითარებას

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის „GAU-ს სამართლის სკოლას“ ნათლად გამოკვეთილი პრიორიტეტები გააჩნია: სტუდენტმა სამართლის სკოლაში უნდა შეიძინონ თეორიული ცოდნა და ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისა და კომუნიკაციის უნარი მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვით. ამ მიზნების მიღწევას „GAU-ს სამართლის სკოლა“ მრავალი საინტერესო და ექსკლუზიური მეთოდითა და საშუალებით ახერხებს.

სამართლის სკოლაში თითქმის ორი წელია, ფუნქციონირებს სამართლის სკოლის იურიდიული კლინიკა, რომელიც სამართლის სწავლების მეთოდოლოგიის სრულყოფისა და პრაქტიკაზე ორიენტირებული ხარისხიანი განათლების მიღწევის მიზნით შეიქმნა. ასევე, მისი ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი დანიშნულებაა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება.

უნივერსიტეტის სამართლის სკოლის იურიდიულ კლინიკაში გაერთიანებული სტუდენტები, ადვოკატებთან და პროფესორებთან ერთად, უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ არასრულწლოვნებს, უცხოელ სტუდენტებს, დევნილებს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და მათი ოჯახის წევრებს.

მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ პროფესიული იურიდიული დახმარება სისხლის, სამოქალაქო, შრომის, კონსტიტუციურ, ლტოლვილთა, ასევე, ადამიანის უფლებებისა და, კონკრეტულად, პაციენტის უფლებების შესახებ სამართალში.

სამართლის სკოლა ცდილობს, მომავალ იურისტებს მისცეს არა მხოლოდ სრული თეორიული სამართლებრივი ცოდნა და ინფორმაცია, არამედ, უნივერსიტეტის ფარგლებში ჩამოუყალიბოს მას იურისტისთვის აუცილებელი ჩვევები და პროფესიული გამბედაობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამართლის სკოლის იურიდიული კლინიკა. აქ ხდება სტუდენტის თეორიული ცოდნის „გაპრაქტიკულება” მისი რეალურ საქმეში მონაწილეობით, კონსულტაციიდან სასამართლო წარმომადგენლობის ჩათვლით, – განმარტავს სამართლის სკოლის დეკანი ზაზა რუხაძე.

– ბატონო ზაზა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული უზრუნველყოფს არსებული ბაზრის მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილებას?

– როდესაც სტუდენტი მოდის ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სასწავლებლად, მას უკვე გაცნობიერებული აქვს, თუ რა რეჟიმი ელოდება და სწორედ ეს განსაზღვრავს მის პროფესიულ წარმატებას. მრავალი ძირითადი თუ დამხმარე პროგრამის საშუალებით, ჩვენ სტუდენტს ვუქმნით ყველა პირობას, რომ ჩამოყალიბდეს პროფესიონალად, მიიღოს კომპლექსური და დინამიკური იურიდიული განათლება, შეიძინოს პროფესიული მდგრადობა და გახდეს კონკურენტუნარიანი. სწორედ ამისკენ არის მიმართული სამართლის სკოლაში მიმდინარე სპეციალური აქტივობები, როგორიცაა პროფესიული უნარების მაქსიმალურად გამომუშავება და მათი რეალიზება, ასევე ცოდნისა და პრაქტიკული შესაძლებლობების ბალანსის მიღწევა და სხვა.

– ვინ ეხმარება სტუდენტს, იყოს კონკურენტუნარიანი?

– ჩვენი აუცილებელი ამოცანაა, სტუდენტმა შეძლოს აქ მიღებული ცოდნის „გაპრაქტიკულება”. ამის მიღწევის მრავალი ხერხიდან ერთ-ერთია თვისობრივი განვითარების მეთოდი – სამართლის სკოლის იურიდიული კლინიკა. ეს მიდგომა სამართლის სკოლაში ამ ორი წლის განმავლობაში კიდევ უფრო განვითარდა, გაიზარდა პრაქტიკოსი პროფესორ-მასწავლებლების რაოდენობა, გაჩნდა დაინტერესება ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ საჯარო უწყების მხრიდან. სულ ახლახან მემორანდუმი გაფორმდა სახალხო დამცველის აპარატთან. შესაბამისად, გარკვეული კონსულტაციისთვის სამართლის სკოლის იურიდიულ კლინიკას მიმართავენ, სტუდენტები კი მიმდინარე და რეალურ საქმეებზე მუშაობენ პრაქტიკოს მუშაკებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად.

სკოლა მაღალკვალიფიციური პროფესურით, თანამედროვე მატერიალური და ტექნიკური საშუალებებითა და მეთოდოლოგიებით უზრუნველყოფს, რომ სტუდენტი იყოს კონკურენტუნარიანი და პასუხობდეს არსებული ბაზრის მკაცრ მოთხოვნებს. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, 4 წლის შემდეგ გავუშვათ არა მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილებით, არამედ იურისტის უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კურსდამთავრებული.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, სამართალმცოდნეობის სფეროში დაეუფლოს ისეთ უახლოეს დისციპლინებს, როგორებიცაა: მედია-სამართალი, სამედიცინო სამართალი, განათლების სამართალი, კონკურენციის სამართალი, ბიზნესის სამართლებრივი რეგულირება, კიბერ-სამართალი და ჩამოყალიბდეს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად.

შემიძლია, ამაყად განვაცხადო, რომ აქ მიღებული ცოდნით ჩვენი კურსდამთავრებული მზად არის კონკურენციისთვის და იმ გამოწვევებისთვის, რაც მას ელოდება.

– და მაინც, რით იქნება გამორჩეული თქვენი კურსდამთავრებული?

– GAU-ში მიღებული ცოდნის საფუძველზე კურსდამთავრებულები ექსკლუზივებს ფლობენ. პირველად ქართულ სივრცეში, სამართლის სკოლის კურსდამთავრებულები ბაკალავრის დიპლომთან ერთად მიიღებენ სერტიფიკატებს – ისინი უნივერსიტეტს დატოვებენ, როგორც სერტიფიცირებული ადვოკატები.



ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში დღეისთვის ყველაზე დიდ პროფესიულ გაერთიანებასთან – „ადვოკატთა ასოციაციასთან”, რითაც სტუდნეტებს შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარი ცოდნა უშუალოდ პრაქტიკაში გამოეყენებინათ. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გასულმა 17-მა სტუდნეტმა დადებითი შეფასება მიიღო.

GAU-ში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს სტუდენტურ გრძელვადიან და მოკლევადიან გაცვლით პროგრამებში უცხოეთში სხვადასხვა უნივერსიტეტში. გაცვლითი პროგრამების საშუალებით სტუდენტები არა მხოლოდ ცოდნას იფართოებენ, არამედ იძენენ მეგობრებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რაც ხელს უწყობს კომუნიკაციისა და წარმატების მიღწევის პროცესებს საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

– ასეთი გამორჩეულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ასევე, იმიტირებული სასამართლო პროცესები...

– იმიტირებული სასამრთლო პროცესები და სტუდენტების თეორიული ცოდნის „გაპრაქტიკულება” სამართლის სკოლის სწავლების აუცილებელი და პრიორიტეტული კომპონენტია.

სტუდენტების ერთი გუნდი ემზადება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იმიტირებული სასამართლო პროცესისთვის საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. სულ მალე ისინი საზოგადოების წინაშე წარდგებიან და ეს იქნება პირველი შემთხვევა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. პროცესი ჩატარდება ინგლისურ ენაზე. ჩვენი სტუდენტები იმიტირებულ პროცესზე იმსჯელებენ, მათი მსჯელობის საგანი იქნება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენციას დაქვემდებარებული საკითხები და მათი კავშირი ქართული სახელმწიფოს რეალობასთან. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სტუდენტები, სიურპრიზად დავტოვოთ.


скачать dle 11.3