კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი „გორგასალი“ – თქვენი წარმატებული კარიერის დასაწყისი

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი „გორგასალი” 1997 წელს დაარსდა და ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში გამორჩეული ადგილი დაიკავა რაც გასულ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კიდევ ერთხელ დადასტურდა – „გორგასალში” სწავლის გაგრძელების სურვილი 7 000-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა. კომფორტული გარემო, ხარისხიანი განათლება, მაღალი კვალიფიკაციის მქონე, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პროფესორები – ეს „გორგასალის” სავიზიტო ბარათია, რომელსაც უნივერსიტეტი დაარსების დღიდან არ ღალატობს, რაც მისი რექტორის, ქალბატონ მზია ქათამაძის დამსახურება გახლავთ.

უნივერსიტეტის კონტინგენტი 585 სტუდენტითაა განსაზღვრული. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების მოთხოვნათა შესაბამისად, „გორგასალში” დანერგილია სწავლების საფეხურები: დიპლომირებული სპეციალისტი, პირველი საფეხური – ბაკალავრიატი (რეგულირებადი სპეციალობების გარდა, ყველა საგანმანათლებლო პროგრამა ეფუძნება ძირითადი და დამატებითი სპეციალობების კომბინაციას) და მეორე საფეხური – მაგისტრატურა. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტომატოლოგიისა და სამართალმცოდნეობის სპეციალობები.

2011-2012 სასწავლო წლისთვის აკრედიტებული სასწავლო უნივერსიტეტი „გორგასალი” აცხადებს მიღებას შემდეგ სპეციალობებზე:

სოცმეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტი – სპეციალობა: ბიზნესის ადმინისტრირება;

ჯანმრთელობის დაცვის ფაკულტეტი – სპეციალობა: ფარმაცია (სწავლის ხანგრძლივობა 8 სემესტრი);

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი – სპეციალობა: ფილოლოგია (ინგლისური).

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი „გორგასალი” მსურველებს სთავაზობს სამთვიან სასერტიფიკატო კურსს – „ეფექტური ბიზნეს-საქმიანობა და კომუნიკაცია“ „Effective Business Activity and Communication”. პროგრამა გათვალისწინებულია მათთვის, ვისაც სურს, მოკლე ვადაში დაეუფლოს ბიზნესის წარმოების საკითხებსა და საქმიან ინგლისურს.

უნივერსიტეტის პრიორიტეტია მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი კადრების მომზადება. ასევე, უნივერსიტეტის მიზანია, სასწავლებელში მიღებული ცოდნის საფუძველზე, სტუდენტმა შეიძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას სწორ ორიენტაციასა და საკუთარი თავის სრულად რეალიზებაში დაეხმარება. სწორედ ამას ემსახურება უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური პერსონალი: ზაურ ჯინჯოლავა, ვაჟა კაკაბაძე, რევაზ ხვედელიძე, დოდო ჯულუხაძე, კახაბერ ერაძე, მარინა ბურდული, დავით სუხიტაშვილი, ჯამლეტ ბაბილაშვილი, ფრიდონ ბურდული, იზა ბერაძე, გიორგი დოღონაძე, მაია არაბული, მარინა შაქარაშვილი, მარინა კობახიძე, გოჩა ბარბაქაძე, ოლეგ კვიციანი; ასევე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები, უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სწავლების ის ინოვაციური მეთოდები, რომლებსაც ეს უმაღლესი სასწავლებელი მუდმივად ნერგავს. უნივერსიტეტს აქვს თანამედროვე, ევროპული დონის სასწავლო კორპუსი ქალაქის ცენტრში, სადაც იდეალური გარემო და ყველა პირობაა შექმნილი სრულყოფილი განათლების მისაღებად. კომპიუტერიზებული ბიბლიოთეკა მდიდარია წიგნების ფონდით და 6 365 ერთეულს მოიცავს. უნივერსიტეტში არის კომპიუტერული კლასები, უმაღლესი დონის საკონფერენციო დარბაზი და სპორტული კომპლექსი, სადაც მსურველები სპორტულ-სამეჯლისო და ქართულ ხალხურ ცეკვებს შეისწავლიან.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „გორგასალის” კავშირები უცხოეთის პრესტიჟულ სასწავლებლებთან. რექტორის, ქალბატონი მზია ქათამაძის კაბინეტს ვენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის მანტია ამშვენებს. ქალბატონი მზია ევროპის რექტორთა კლუბის წევრია, კლუბის წევრთა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყანაში, წელიწადში რამდენჯერმე იმართება, რაც ქალბატონ მზიას უცხოელ კოლეგებთან, შესაბამისად, ევროპის უმაღლეს სასწავლებელთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებაში ეხმარება. ამ ურთიერთობებს მოჰყვა საქმიანი კონტაქტები და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები ოქსფორდისა და ვენის უნივერსიტეტებში. ამჯერად ქალბატონი მზია მიემგზავრება პარიზში, სადაც საფუძველი ჩაეყრება „გორგასალისა” და პარიზის უნივერსიტეტის თანამშრომლობას ორმაგი დიპლომების გაცემის თაობაზე. ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკას გადიან საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციებში, ტურისტულ ფირმებსა და სასტუმროებში, საადვოკატო ოფისებში. წარჩინებული სტუდენტები იღებენ სტიპენდიას.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი მიიჩნევს, რომ „გორგასალი” სასწავლო უნივერსიტეტებს შორის გამორჩეულია იმ გულისხმიერი დამოკიდებულებით, რაც სტუდენტებსა და პროფესურას შორის არსებობს. კონკურსის წესით არჩეულ პედაგოგთა პერსონალი სტუდენტების მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულებით გამოირჩევა. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობს, გაითვალისწინოს საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობა, რომ ლექციებზე დაგვიანებასა და გაცდენაზე დაწესებული გადასახადი ზედმეტ ტვირთად არ დააწვეს სტუდენტთა ოჯახების ბიუჯეტს. უნივერსიტეტმა სწავლის საფასურის დაკლებაც მოახერხა – „გორგასალში” სწავლის საფასური 2 500 ლარია.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ „გორგასალის” რექტორის ყველაზე დიდი ოცნება საუკეთესო უნივერსიტეტების ხუთეულში მოხვედრაა, აქ ამისთვის თავს არ ზოგავენ და ყველაფერს აკეთებენ, და სასწავლებლის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეს უკვე ახლო მომავლის საქმე უნდა იყოს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თბილისი, გ. სვანიძის ¹¹2 (ვაკე-საბურთალოს გზაზე, თამარაშვილის შესახვევი).

ტელეფონები: 23-52-86; 10-58-75; 897-25-04-35.

ვებ-გვერდი: www.gorgasali.edu.ge gorgasali1@gmail.com


скачать dle 11.3