კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები



კითხვა: როგორ დავაღწიო თავი ხვრინვას? ოჯახის წევრებს ძალიან ვაწუხებ და ამის გამო თავადაც ვწუხვარ.

პასუხი: ხვრინვა ხშირად ახასიათებთ მსუქან ადამიანებს, რომელთაც მოკლე, სქელი კისერი აქვთ. ეს განპირობებულია ხახა-სასის აგებულების თავისებურებით, სასუნთქი გზების შევიწროებით. ხვრინვას თავი რომ დააღწიოთ, უპირველეს ყოვლისა, მისი მიზეზი უნდა დაადგინოთ და შეძლებისდაგვარად იმკურნალოთ. ხვრინვის პრობლემაზე ექიმი-სომნოლოგი მუშაობს. თუ მასთან ვერ მოხვდებით, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს მიმართეთ.

კითხვა: ჩემს ქმარს ცალ მხარეს გამაგრებული აქვს მკერდის ჯირკვალი. ამბობს, რომ ზოგჯერ სტკივა. ზოგჯერ კი ვერაფერს გრძნობს. უკვე ოთხი წელია, დაქორწინებული ვართ. ეს ნიშანი ჩვენი დაქორწინების პერიოდში აღმოვაჩინე. ის 12 წლის გოგონას მკერდს წააგავს. რა შეიძლება იყოს ეს?

პასêóუხი: მდგომარეობას, როდესაც მამაკაცს მკერდის ჯირკვალი უდიდდება, გინეგომასტია ეწოდება. ამ ცვლილებას უმეტესად სხვადასხვაგვარი ენდოკრინული დარღვევა იწვევს, თუმცა, არის შემთხვევები, როცა პათოლოგიის მიზეზი ზოგიერთი მედიკამენტია. თქვენს მეუღლეს აუცილებლად სჭირდება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და მის მიერ დანიშნული გამოკვლევების ჩატარება.

კითხვა: წავიკითხე სტატია ჰემატოგენის შესახებ, შევიტყვე, რომ სასარგებლოა. ძალიან მიყვარს და თითქმის ყოველდღე ვყიდულობ. მინდა, დოზირების შესახებ გკითხოთ: შეიძლება თუ არა მთელი ფილის ერთბაშად შეჭმა? საზიანო ხომ არ იქნება ორგანიზმში ჰემოგლობინის დიდი დოზის ერთდროულად შეყვანა?

პასუხი: ჰემატოგენის ბოროტად გამოყენებას არ გირჩევთ. მისი მოხმარების მიზანია დასუსტებული ორგანიზმის მომარაგება, ჰემოგლობინის დონის აწევა, ფერმენტული სისტემის აღდგენა. კარგი იქნება, თუ ამ პროდუქტს პერიოდულად, ფიზიკური ან ფსიქიკური გადაძაბვის, ავადმყოფობის შემდეგ მიიღებთ. რაც შეეხება მიღების წესს, ფილას ერთბაშად მიირთმევთ თუ სამად გაყოფთ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

კითხვა: ვარ 29 წლის. დროდადრო მაქვს 37-37,5 გრადუსი სიცხე. თითქმის ორი თვეა, მუცლის მარჯვენა მხარეს, ხან ნაღვლის ბუშტთან, ხან კუჭთან და ხან აპენდიქსის მიდამოში ტკივილი მაწუხებს. თუ ეს აპენდიციტია, შეიძლება თუ არა, ვიმკურნალო მედიკამენტებით, ოპერაციის გარეშე?

პასუხი: სავსებით შესაძლებელია, თქვენი ჩივილები ქრონიკული ქოლეცისტიტის ან რომელიმე სხვა პათოლოგიის ბრალი იყოს. მიბრძანდით გასტროენტეროლოგთან, ჩაიტარეთ სათანადო გამოკვლევები და, თუ საჭირო აღმოჩნდება, აპენდიციტის მკურნალობის არაოპერაციული მეთოდებით ამის შემდეგ დაინტერესდით. თუმცა, აქვე იმასაც გეტყვით, რომ ქირურგთა დიდი ნაწილის აზრით, აპენდიციტს ქრონიკული მიმდინარეობა არ ახასიათებს და ბრმა ნაწლავი შეტევისთანავე უნდა მოიშოროთ.

კითხვა: შევამჩნიე, რომ, თუკი რომელიმე ქიმიურ საშუალებას ჩავისუნთქავ, სუნთქვა მიძნელდება, მეწყება ხველა, კუჭის ტკივილი, მეტეორიზმი. უკავშირდება თუ არა ყოველივე ეს ჩემი კუჭ-ნაწლავის დაავადებებსა და ქრონიკულ ბრონქიტს?

პასუხი: როგორც ჩანს, თქვენი ორგანიზმი ჰიპერმგრძნობიარეა ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების მიმართ. ამ სახის გაღიზიანებას ის სხვადასხვა ორგანოში განვითარებული სპაზმით, ლორწოს ჭარბი გამოყოფითა და არსებული პათოლოგიების გამწვავებით პასუხობს. გირჩევთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ. მოერიდეთ ასეთ ნივთიერებებს, განსაკუთრებით – მათ შესუნთქვას, ორთქლის გადაყლაპვას. გამორიცხული არ არის, რომელიმე შეტევა უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამისთვის კი მზად უნდა იყოთ: თან იქონიეთ ანტიჰისტამინური პრეპარატები და ყოველი შემთხვევისთვის, პრედნიზოლონის ინიექციაც.

კითხვა: ვარ 30 წლის. მაქვს წნევა 120/60-ზე. მაინტერესებს, დაქვეითებული ხომ არ არის ქვედა წნევა და რა უნდა გავაკეთო მის მოსაწესრიგებლად?

პასუხი: წნევის მაჩვენებლები თქვენს ასაკს შეესაბამება.

კითხვა: ვარ 65 წლის ქალი. ხელებზე გამიჩნდა დიდი ყავისფერი ხალები, რომლებიც მრავლდება. გთხოვთ, განმიმარტოთ, რითია ეს გამოწვეული და როგორ მოვიცილო?

პასუხი: ხანდაზმულ ასაკში იზრდება კეთილთვისებიან წარმონაქმნთა განვითარების რისკი. უნდა ვიფიქროთ, რომ თქვენც სწორედ ასეთი რამ დაგემართათ. საჭიროა თუ არა მათი მკურნალობა და რა მეთოდით – ამის გასარკვევად, უმჯობესია, დერმატოლოგ-ონკოლოგს ეწვიოთ.



რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3