კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა შორენა გაჩეჩილაძის მეუღლე „რუსული მაფიის მამა“ და როდის ჩამოიყვანს ის საქართველოში პამელა ანდერსონს

მოცეკვავე ცოლ-ქმარი, შორენა გაჩეჩილაძე და გოჩა ჩერტკოევი, უკვე ოცი წელია, ამერიკაში ცხოვრობენ და იქ ასწავლიან ამერიკელებს სამეჯლისო ცეკვებს. მათ ნამდვილად გაუმართლათ: საკუთარი ბიზნესი ააწყვეს, დალასში საცეკვაო სტუდია გახსნეს, საკუთარი სახლიც აიშენეს მდიდრების უბანში, ავტოფარეხში უიშვიათესი ავტომანქანები დააყენეს და ხშირად უხდებათ ისეთ ელიტარულ საზოგადოებაში ყოფნა, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავებიც ტრიალებენ. ასე რომ, მათ ნამდვილად გაუღიმა ბედმა უცხო მხარეში. როგორია, მათი აზრით, ოცი წლის შემდეგ თბილისი, რა შეიცვალა მათ წარმოდგენაში და აპირებენ თუ არა სამშობლოში დაბრუნებას, ამაზე თავად შორენა და გოჩა გვესაუბრებიან.

შორენა: ოცი წელია, საქართველო არ მინახავს. ერთი კვირით ვართ ჩამოსული მე და ჩემი მეუღლე და მინდა, ყველაფერი ვნახო. კი მეუბნებოდნენ, თბილისი შეიცვალაო, მაგრამ ნანახმა გაგონილს ნამდვილად გადააჭარბა. სულ სხვანაირი ქვეყანა დავტოვე და ახლა სულ სხვანაირი დამხვდა – უფრო გალამაზებული, გალაღებული და გაბრწყინებული. ხალხიც უფრო ოპტიმისტურად არის მომართული და მეტად განვითარებულია, ვიდრე ოცი წლის წინ იყო. სიმართლე გითხრათ, არც კი მინდოდა აქეთ წამოსვლა, სურვილი არ მქონდა, რადგან იმ ოცი წლის წინ, აქედან რომ წავედი ამერიკაში, ისეთ საშინელ მდგომარეობაში დავტოვე თბილისი, ახლაც მზარავს, რომ მახსენდება. ახლა კი ისეთია, ვფიქრობ, როდის წავალ ამერიკაში, მერე ისევ როდის შევიძენ თვითმფრინავის ბილეთს და დავბრუნდები აქ, მაგრამ, მხოლოდ როგორც სტუმარი (იცინის). იცით, რა არ მომეწონა საქართველოში ჩამოსულს?! თითქმის ყველა ეწევა სიგარეტს. ეს მართლა არ მომწონს, მაგრამ, უმეტესობა რომ ინგლისურ ენას სწავლობს და უსმენს გემოვნებიან მუსიკას, ეს ფაქტია. ამერიკაში რომ ჩავედი, წარმოიდგინეთ, ენა არ ვიცოდი და ძალიან მიჭირდა ურთიერთობა. დღეს ეს ბარიერი გადალახული მაქვს: ამერიკაში კარგად დავფუძნდი, ვაკეთებ ჩემს საქმეს, მყავს ქმარი და შვილი, მაქვს ცეკვების სტუდია, სახლი, კარი, საზოგადოება... ერთი სიტყვით, თავს კომფორტულად ვგრძნობ.

გოჩა: ჩვენ რომ წავედით, აქ ომი და უბედურება დავტოვეთ. საშინელი ნეგატიური ენერგია ტრიალებდა ირგვლივ. არ მქონდა ჩამოსვლის სურვილი და, რომ არა ბატონი თენგიზი, შორენას მამა და მისი დაძალება, აქ არ წამოვიდოდი. თან, შორენას მარტო გამოშვებაც არ მინდოდა. ახლა კი კმაყოფილი ვარ აქ ჩამოსვლით, სულ ფეხით მოვიარეთ თბილისი, ვიყავით სიღნაღში, ბოდბეში, მცხეთაში, მოვილოცეთ სამების ტაძარი და უდიდესი მადლი მივიღეთ. მართლა ძალიანაა შეცვლილი თბილისი და მისი შემოგარენი. ბათუმსაც აქებენ, მაგრამ იქ წასვლას ვერ ვასწრებთ და აუცილებლად ჩამოვალ მერე, რომ ეს მხარეც მოვიარო და დავტკბე.

შორენა: ბილეთი რომ შევიძინე, გოჩას დავუმალე – ვიფიქრე, გადამერევა-მეთქი (იცინის). მერე გავუმხილე და, რომ არა მამა, ალბათ, გამიჭირდებოდა საქართველოში ჩამოსვლაზე მისი დათანხმება. თან, მარტოც არ უნდოდა, გამოვეშვი, ახლა კი ნამდვილად ვერ მალავს ემოციას, ისეთი ბედნიერია. გუშინ მეუბნებოდა გოჩა, არ მჯერა, თბილისში თუ ვარ, ასე მგონია, ლონდონში დავდივარო.

– გავიგე, ამერიკაში ელიტურ წრეებში მიღებული წყვილი ხართ. ალბათ, თავიდან გაგიჭირდათ საკუთარი ადგილის დამკვიდრება უცხო მხარეში.

– მართალია. ჩადიხარ უცხო მხარეში, არ გესმის ენა, არ გყავს ახლო წრე, მაგრამ გაქვს მიზანი... დღეს კი ყველა გვცნობს ქუჩაში. თან, გოჩას სატელევიზიო გადაცემა ჰქონდა და ტელეეკრანიდან ბევრმა დაიმახსოვრა. უნდა ნახოთ, რამდენი თაყვანისმცემელი გაიჩინა (იცინის).

– მერე, არ ეჭვიანობდით?

– არა, საერთოდ არ ვარ ეჭვიანი. მართალია, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ, ამის საბაბს არ მაძლევს გოჩა. ჩვენ ასი პროცენტით გვჯერა და იმედიც გვაქვს ერთმანეთის, ერთად ვმუშაობთ, ერთად ვგეგმავთ მომავალს, ერთად ვწყვეტთ პრობლემებს.

გოჩა: ჩვენ მიზანი გვქონდა და ამ მიზანს მივაღწიეთ – ცეკვა-ცეკვით მოვიარეთ მსოფლიო და ჩვენი ადგილიც დავიმკვიდრეთ. თან, მსოფლიოს სამეჯლისო ცეკვებში ქართული ელემენტები შევიტანეთ – ესეც ხომ დიდი ეროვნული საქმეა? სახლი რომ ავაშენეთ დალასში, იქაც ქართული ელემენტები გვაქვს გამოყენებული, სახლშიც ქართულად ვსაუბრობთ – ასე რომ, პატარა საქართველო ამერიკაშიც გვაქვს (იცინის). ახლა მინდა, ქართული ეკლესია ავაშენო ამერიკაში, სადაც იქ მცხოვრები ქართველები შეძლებენ ლოცვას. იმედია, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ამასაც შევძლებთ. ამერიკაში უმოქმედო, ძველ ეკლესიებს ყიდულობენ, ანგრევენ და ახალს აშენებენ. ეს ძალიან ცუდია. იქ სიძველეს და არქიტექტურას არ აქცევენ ყურადღებას. მეც მინდოდა, შემეძინა ერთ-ერთი ძველი ეკლესია და სახლი გამეკეთებინა. მერე დავფიქრდი და გადავწყვიტე, ქართული ეკლესია ავაშენო იმ ძველი ეკლესიის ნანგრევზე. ერთი პერიოდი იმასაც ვფიქრობდი, სახლი ქართული ეკლესიის სტილში ამეშენებინა. ვნახოთ, იდეა მაქვს და, იმედია, გამომივა ქართული ეკლესიის აშენება და ამოქმედება ამერიკაში ქართველებისთვის და ეს ჩემი საჩუქარი იქნება მათთვის.

– ამბობენ, გოჩამ და შორენამ საკუთარი თვითმფრინავიც შეიძინეს, იყიდეს ბინა ჰოლივუდში და ავტოფარეხში ანტიკვარული, იშვიათი მანქანების კოლექციაც აქვთო.

– საკუთარი თვითმფრინავი ნამდვილად არ გვყავს და არც სურვილი გვაქვს მისი შეძენის. ამერიკაში შეგიძლია, სპეციალურ ფირმას მიაკითხო, იქირავო თვითმფრინავი, ფული გადაიხადო და იფრინო აქეთ-იქით. ეს პრობლემა არ არის ჩვენთვის. მართალია, ძვირია, მაგრამ, გვისარგებლია.



შორენა: დალასში, ელიტარულ უბანში კი მიწა ვიყიდეთ და ავაშენეთ საკუთარი სახლი, მერე ლოს-ანჯელესში შევიძინეთ აპარტამენტები, რადგან გოჩას იქ ფილმში იღებდნენ და დაგვჭირდა. ჩვენი საცეკვაო სტუდია გვაქვს და იმდენი მოსწავლე გვყავს, რომ ამ ყველაფრის ყიდვა პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენს სტუდიაში ასაკში შესული მოხალისე მილიონერებიც დადიან, მოზარდებიც, თინეიჯერებიც და ბავშვებიც. ჩვენთან 45-წუთიანი გაკვეთილი 145 დოლარი ღირს და არ ვუჩივით მოსწავლეების სიმცირეს. ერთმა მილიონერმა ძვირად ღირებული, რამდენიმეათასდოლარიანი კაბა მისახსოვრა, მეორემ ძვირად ღირებული სამკაული და ასე შემდეგ.

გოჩა: მანქანებიც გვყავს და მოტოციკლებიც – ეს ჩემი ჰობია. მართალია, კოლექცია არ მაქვს, მაგრამ ავტოფარეხში მიდგას ამერიკული მანქანა, რომელიც მხოლოდ კოლექციონერებს ჰყავთ და რომელიც აღარ გამოდის. ის მსოფლიოში რამდენიმე ცალია და „მდიდარი ხალხის სათამაშოდ“ მოიხსენიებენ. ძალიან გვიყვარს მე და შორენას განსხვავებული სამოსი, მანქანა, სამკაული...

შორენა: სახლი, ინტერიერი, ეზო, ბაღი, ქმარი... (იცინის). სახლშიც ყველაფერს მე ვაკეთებ, არ მიყვარს, როცა ქალი სახლში ფეხი-ფეხზე გადადებული ზის და მოსამსახურეს ელოდება, როდის რას გაუკეთებს. თუმცა, თუ შავი საქმეა გასაკეთებელი, მოსამსახურესაც ვქირაობთ. დედაც ჩემთანაა და მას ვანდობთ სახლის საქმეებს.

– შორენა, ვიცი პამელა ანდერსონთან მეგობრობთ. სად გაიცანით ერთმანეთი?

– ლოს-ანჯელესში ფართიზე ვიყავი მიწვეული და იქ გავიცანი. ძალიან უბრალო და მეგობრული ადამიანია, თავისი სტილით გამოირჩევა, უყვარს ურთიერთობა და საუბარი სხვადასხვა ადამიანებთან. მე რომ გამიცნო, გამომკითხა ჩემი საქმიანობისა და წარმოშობის შესახებ, დაინტერესდა ჩემი ვინაობით და გულდასმით მისმენდა. სხვათა შორის, სამეჯლისო ცეკვებითაც დაინტერესდა და გამოთქვა სურვილი, თვითონაც შეისწავლოს. რაღაც სატელევიზიო პროექტების გაკეთება მინდა საქართველოში და, ვნახოთ, იქნებ, აქ მოვიწვიო პამელა.

გოჩა: მართალია, სექს-ქალის იმიჯი აქვს საზოგადოებაში, მაგრამ, მართლა უბრალო და სადა ადამიანია, ქერა, მომხიბვლელი და ჭკვიანიცაა. აი, ისეთი, როგორიც ჩემი ცოლია (იცინის).

შორენა: ბევრი წარმატებული ადამიანი გავიცანი, დავმეგობრდით და ყველას ვუხსნი, საიდან ვარ, როგორი ქვეყანაა საქართველო, ახლა კი ისეთი თბილისი ვნახე, აქ აუცილებლად და თამამად დავპატიჟებ ჰოლივუდის ვარსკვლავებს. (იცინის).

– გოჩა, არაერთმა ცნობილმა ჰოლივუდელმა რეჟისორმა შეგამჩნიათ და მიგიწვიათ ფილმებში სათამაშოდ. ქართველმა მაყურებელმა სერიალ „გაქცევაში” უკვე გიხილათ. ახლა გავიგე, თითქოს სპილბერგისგან გაქვთ შემოთავაზება. როგორი გრძნობაა, როცა ცნობილი ვარსკვლავის გვერდით გიწევს თამაში?

– მართალია, არაერთ ფილმში გადამიღეს – ჩემი ცეკვა ნახეს და მერე დაინტერესდნენ. ჩემს მენეჯერს უკავშირდებიან და ის აგვარებს საქმეებს. ახლახან გადამიღეს ფილმში „სისხლიანი ქუჩები”, სადაც რუსული მაფიის მამას ვთამაშობ, მოკლედ, ვაკონტროლებ ნარკობარონებსა და მაფიოზებს და კარგად ვიხდენ მაფიოზი ბოსის როლს (იცინის). ბოლოს კი მომკლეს, მაგრამ, არც ისე რთული და მტკივნეული ყოფილა სიკვდილი. (იცინის). შერონ სტოუნთან ვითამაშე და ჩვენ შორის არ ყოფილა რაიმე განსხვავება. ის ისეთივე ადამიანია გადასაღებ მოედანზე, როგორიც ნებისმიერი პროფესიონალი თუ არაპროფესიონალი მსახიობი. ის გადასაღებ მოედანზე ვარსკვლავი არ არის, უბრალოდ, თავის საქმეს აკეთებს პროფესიონალურ დონეზე. რაც შეეხება სპილბერგს, თუ სცენარი არ მომეწონა, ნამდვილად არ დავთანხმდები როლს. ჯერ მიმიწვიოს, წავიკითხო სცენარი და მერე გეტყვით, ვითანამშრომლებ თუ არა სპილბერგთან (იცინის). ბევრ მიწვევაზე უარიც ვთქვი იმის გამო, რომ სტუდიაში მქონდა ბევრი საქმე, მაგრამ, თუ ქართველი რეჟისორი დამპატიჟებს ფილმში სათამაშოდ, გადავდებ ყველაფერს (იცინის). აი, შორენა ვერ დავიყოლიე – არ აინტერესებს მსახიობობა. ის ცეკვის დროს არის მსახიობი და, თანაც – კარგი. მას ეს როლი უხდება და ამით კმაყოფილდება.

შორენა: გოჩამ რომ გადასაღებ მოედანზე იტირა, ისე გამიკვირდა... (იცინის). არც კი მეგონა, თუ ტირილი იცოდა, ან, ასე უცბად ატირდებოდა რეჟისორის ხელის აქნევაზე. მე ფილმში თამაში მართლა არ მიზიდავს, ცეკვა – კი ბატონო, დღედაღამ შემიძლია, ვიცეკვო.


скачать dle 11.3