კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იდგა ანრი ჯოხაძე ჩინეთში ერთი საათი ქუჩაში თვალებდაჭყეტილი და სად ნახა მან “ეკონომიურად„ მაყურებელი ლამაზმანები

მომღერალი ანრი ჯოხაძე ძალიან ენერგიული, მოძრავი და სიცოცხლით სავსე ადამიანია. მის ირგვლივ თითქოს ყველაფერი ხმაურობს და სადაც შედის, სიხალისე და კარგი განწყობა შეაქვს. ის საკმაოდ ენაწყლიანი და გულღია რესპონდენტიცაა, მოსაყოლიც ბევრი აქვს და არასდროს ცდილობს, ვინმეს გული ატკინოს. როგორც თავად აღიარებს, კურიოზულ სიტუაციებში მოხვედრა ძალიანაც უყვარს და ამაზე თავადაც კარგად ხალისობს ხოლმე.

თუ ერთხელ მაინც მოხვედრილხართ მის გვერდით, დამეთანხმებით, რომ ანრის იუმორის გრძნობა ნამდვილად გადაჭარბებული დოზით დაამადლა ღმერთმა. სიგიჟეებსაც ხშირად სჩადის და ერთი სიტყვით, მეტად საინტერესო და „ხალისა” ადამიანია.

ანრი ჯოხაძე: კიდევაც ვამბობ, ჩემს ორგანიზმში იმდენად დიდი დოზითაა იუმორი, უხერხულ სიტუაციებში მოხვედრილს, გამოსავლის პოვნა არ მიჭირს-მეთქი. ერთი სიტყვით, გამოუვალ და კურიოზულ სიტუაციებშიც ხშირად ვხვდები და არც იქიდან თავის დაძვრენაა პრობლემა.

– ანრი, შენზე ამბობენ, სასმელს კარგად იტანს და სანაქებო თამადის სახელითაც სარგებლობსო. ის თუ გახსოვს, პირველად როდის დააგემოვნე ალკოჰოლური სასმელი და რა ხდებოდა ამ დროს შენს თავს?

– ჩემი პირველი დალევა კარგად მახსოვს და ეს მოხდა მეექვსე კლასში, სკოლის მერხთან. ორი ჭიქა კონიაკი დავლიე და სუფთა ჰაერზე რომ გამოვედი, მერე დამკრა თავში. უფრო სწორად, ჯერ მე გადავკარი და მერე იმან გადმომკრა თავში (იცინის). დედამიწაც დატრიალდა, მეც ამებნა თავგზა და სახლამდე ძლივს მივედი გალეშილი მთვრალი ბანცალ-ბანცალით (იცინის). სასმელს რომ დღეს კარგად ვიტან, ეს ფაქტია და სამეგობრო წრეშიც ბევრჯერ მითამადია. ანუ, სუფრის წაყვანის პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ამიღია, მაგრამ ეს არ მიყვარს. მირჩევნია, სხვას ვუსმინო და მე არ ვილაპარაკო ბევრი. სხვათა შორის, „მფრინავი თეფშების” თანხლებითაც მიქეიფია და თავი ისე დამიძვრენია, ერთი ნაკაწრიც არ მქონია.

– ეს როგორ გავიგოთ, ანუ „მფრინავი თეფშების” თანხლებით სად მოგიწია ქეიფი და დროსტარება?

– ქორწილში ვიყავი და ძმაკაცმა იმდენი დალია, სერიოზულად დათვრა, მერე კი, სერიოზულად „გაჭედა”. დაიწყო ძმაკაცებზე „გაქაჩვა“, ვეღარ დააკავეს. ვიფიქრე, ჩავერევი, იქნებ დავაშოშმინო-მეთქი და რომ „მივფრინდი” მასთან მშვიდობის მტრედივით, ისეთი ისტერიკული სიცილი აუტყდა ჩემს დანახვაზე, „პახმელიაზე” გამოვიდა (იცინის). საერთოდ, კონფლიქტი და კონფლიქტური ადამიანები არ მიყვარს, მაგრამ თუ ასეთ „სასტავში” მოვხვდი, ჩემი დანახვა და დაძაბული სიტუაციის განეიტრალება, ერთია. ასე რომ, მშვიდობის მტრედის მისიას წარმატებულად ვასრულებ (იცინის).

– ვიცი, მოგზაურობა ძალიან გიყვარს. უცხო მხარეში ორიენტაცია თუ აგბნევია, ან გამოუვალ სიტუაციაში თუ აღმოჩენილხარ?

– მართალია, მოგზაურობა ძალიან მიყვარს. მახსოვს, პირველად, დამოუკიდებლად, 17 წლის ასაკში უკრაინაში წავედი ფესტივალზე. ისეთი მაგარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი, ვერ გეტყვით. ერთხელ კი, ჩინეთში ყოფნისას დავიკარგე. წარმოიდგინეთ, შანხაიში ჩვიდმეტი მილიონი კაცი ცხოვრობს და არც ერთმა ინგლისური არ იცის. დელეგაციას გავყევი და ქუჩაში აქეთ-იქით ყურებაში დავიკარგე. რა გინდა, ქნა? დავჭყიტე თვალები რაც ძალი და ღონე მქონდა, იქნებ, ჩემიანს მოვკრა თვალი-მეთქი, მაგრამ მთელი ერთი საათი ასე თვალებდაჭყეტილი ვიდექი (იცინის). ყველა მე მიყურებდა ისეთი გამომეტყველება მქონდა. ეტყობა, სახეზე მეწერა – SOS (იცინის). რომ გადამეწურა იმედი და ვიფიქრე, ეტყობა ეს იყო ჩემი ბედი, ამ ქვეყანაში უნდა მეცხოვრა ბომჟად-მეთქი, არ დავლანდე ჩემი დელეგაციის ერთ-ერთი წევრი? აუ, რა გამიხარდა... ალბათ, ასი მილიონი რომ დამცემოდა თავში, ისე არ გამიხარდებოდა, როგორც იმ კაცის დანახვა (იცინის).

– ისე, ასი მილიონიც კარგია...

– (იცინის). გეთანხმები კარგია, მაგრამ გააჩნია, როდის დაგეცემა თავში. რაც შეეხება გამოუვალ თუ კურიოზულ სიტუაციას უცხო მხარეში, ასეც ხდება ხოლმე. თუმცა, სადაც ჩავალ, ვცდილობ იქაური ქუდი მოვირგო, იქაურ რიტმზე გადავერთო, იქაური საინტერესო მოვლენები გავითავისო. უცხო მხარეში მარტოს ადაპტაცია არ მიჭირს. იქაური კერძების დაგემოვნებაც მიყვარს ხოლმე, მაგრამ, ჩინეთში ისეთ ხოჭოს, ლოკოკინას, გველს და რვაფეხას მოგიტანენ, ჭამის მადა დაგეკარგება. შესახედად, იცოცხლეთ მაგარია. ჰოდა, მეც ვიგინები ქართულად, ვინც ამას პირი დააკაროს, ჩემდათავად იმის დედა-მეთქი და ვსკდები ბრინჯის ჭამით. სხვა რა გზაა. მოკლედ, ჩინეთში, ლამის „გავკრახმალდი” (იცინის). ცხენის ხორცი კი ყაზახეთში დავაგემოვნე და ისეთი გემრიელი იყო, კინაღამ ყური გამიჭრეს, იმდენი ვჭამე (იცინის).

– სულ საჭმელზე რომ ლაპარაკობ, უცხოეთში ქალებს არ აყოლებ თვალებს?

– (იცინის), როგორ არა, მაგალითად, ჩინეთში გაფართოვებული თვალებით ვაკვირდებოდი „ეკონომიურად” მზირალ გოგონებს და ორად ორი მომეწონა, ისინიც მოდელები იყვნენ. გერმანიაშიც მომეწონა ქალები, მაგრამ უკრაინა და რუსეთი მართლა „გლიჯავს” ამ მხრივ. აი, ქართველი ქალები კი, დამერწმუნეთ, ყველაზე ლამაზები, დახვეწილები, მიმზიდველები და ელეგანტურები არიან. ერთი სიტყვით, მაგარი „ჯიშიანი” ერი ვართ და ამაზე ნურავინ შემეკამათება (იცინის). მაინც ნაციონალისტი ვარ და მომკალით.

– შენი მეგობრები ამბობენ, ანრის დანახვა თვითმფრინავის სალონში და სტიუარდესების „ფოდნოსებით” სირბილი ერთიაო. რას ითხოვ ამისთანას ფრენის დროს?

– დამიჯერეთ, ტრაპზე დავდგამ თუ არა ფეხს, სტიუარდესების კეთილგანწყობას ჩემდამი მაშინვე ვგრძნობ. ვაჯადოებ რა... (იცინის). ძალიან მიყვარს თვითმფრინავის საჭმელები და რომ დავუძახებ და შევუკვეთავ, მოტანას ვერ ასწრებენ, რომ უკვე შეჭმული მაქვს. მიტრიალდება თუ არა, ისევ ვეძახი და ვთხოვ საჭმელს, მოაქვს, ისევ ერთ წუთში ვსანსლავ და ასე დავარბენინებ საწყლებს საჭმელებით წინ და უკან. ისეთი მადა მეხსნება, ერთ მოტანაზე ლამის ხუთ „პორციას” ვჭამ. პილოტების შუაშიც დამვჯდარვარ და გამიბოლებია სიგარეტი. იცით, რა მაგარია, ზეცას რომ გაჰყურებ, თან ფიქრობ და თან ბოლს უშვებ? ალბათ, სტიუარდესები ფიქრობენ, ეს რა ნაგლი „გრუზინიაო”, მაგრამ მე ჩემსას „ვისწორებ” და ვაღწევ ჰაერში გამოკიდებული და რა ვქნა?

– საკმაოდ ცნობილი სახე ხარ. ალბათ, ყველა გცნობს და გამოხატავს შენდამი თავის დამოკიდებულებას, ასეა?

– მართალია, ყველა მცნობს და ქუჩაშიც ბევრს გავუჩერებივარ, გამომლაპარაკებია, მაგრამ, ერთხელ ბათუმში მქონდა გასტროლები. გამოვიწკიპე და მივადექი საკონცერტო დარბაზს. გავიხედე, კარის კაცმა გამაჩერა და მკითხა, ვისთან მიდიხარ, ბიძია, ასე გამოკვანწულიო. ვუთხარი, კონცერტზე შევდივარ-მეთქი. გაეღიმა და ისევ მკითხა, ეგ ისედაც გასაგებია, მაგრამ რას აკეთებ აქო. ავდექი და ვუთხარი, გამნათებელი ვარ, რას უნდა ვაკეთებდე-მეთქი. ეტყობა, იმდენად დამაჯერებელი ტონი მქონდა, ეჭვი ვერ შეიტანა და გამატარა. ისეთი თვალებით მიყურებდა, აშკარად ფიქრობდა, ასეთი გადაპრანჭული გამნათებელი პირველად ვნახეო (იცინის). შესასვლელში ბევრი ხალხი იდგა და ჩვენი საუბარი რომ მოისმინეს, გადაბჟირდნენ სიცილით.

– ანრი, ეგზოტიკური საჭმელ-სასმელი არ გიყვარს, მაგრამ ეგზოტიკური ტრანსპორტით თუ გიმგზავრია?

– როგორ არა. ისრაელში აქლემზე დავჯექი და ჰაერში რომ აიწია, ისე ჩავებღაუჭე კისერზე, კინაღამ დავახრჩვე. იმის ცოდვა რომ არ ავიკიდე, ჩემს შიშს ვჩივი? (იცინის) ისე ვიყავი ჩაბღაუჭებული, ძლივს ამაგლიჯ-ამაწიწკნეს იმ აქლემს. ალბათ, იფიქრა, ვა, ნეტავ, ეს რა „პაროდა” იყოო (იცინის). მაგრამ, რადგან მშვიდობიანად დავბრუნდი დედამიწაზე, იმის ფიქრებს დავეძებდი?


скачать dle 11.3