კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„კაგებეს“ სპეცაგენტმა გოგონამ დავალების შესრულებას ქალწულობა შესწირა

„კაგებეს“ კაპიტანი ალა კოზლოვა 1973 წელს აფრიკაში გაემგზავრა, სადაც დაწერა წიგნი სახელწოდებით „მტირალა მკვლელი“, რომელშიც ის საბჭოთა უშიშროების შავ-ბნელ საქმიანობას ამხელს. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ გახმაურებული წიგნიდან.

სექსზე უკეთესი...

– დაიმახსოვრე, ალოჩკა, – მეტყოდა ხოლმე ჩემი პირადი ინსტრუქტორი, მაიორი ზვერევი, – საქმე, რომელსაც შენ ემსახურები, სექსზე უკეთესია.

– მართლა, ანატოლი ფომიჩ? – ეშმაკურად ვკითხავდი მაიორს და ისე მრავალმნიშვნელოვნად ჩამეცინებოდა ხოლმე, რომ თითქოს ქალიშვილი კი არა, სექსში კარგად გაწაფული ქალი ვიყავი, თუმცა, ისე დავამთავრე „კაგებეს“ სკოლა, რომ სექსი კი არა, მამაკაცისთვის ტუჩებში ნაკოცნიც კი არ მქონდა.

„დიდ ცხოვრებაში“ გზა იმავე ზვერევმა დამილოცა და ასე დამმოძღვრა:

– ალოჩკა, კარგად დაიმახსოვრე, რომ შენ შემსრულებელი ხარ, უმაღლესი კვალიფიკაციის ლიკვიდატორი და ეს საქმე სექსზე უკეთესია...

ლიკვიდატორი, უბრალო ენით კი – მკვლელი, მართლაც რომ უმაღლესი კვალიფიკაციის ვიყავი და ჩემს მსხვერპლს ყველა ტრადიციული თუ ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ეფექტური საშუალებით ვასალმებდი სიცოცხლეს. თუმცა ნამდვილად არ ვიცოდი, ჯობდა თუ არა ეს ყოველივე სექსს, რადგან ამ საქმის გამოცდილება არ მქონდა...

1970 წლის აპრილის პირველ დეკადაში ჩემმა უშუალო უფროსმა, პოლკოვნიკმა ეგორ ზემსკიმ მიხმო და მითხრა:

– როგორ ხარ, ალოჩკა, თავს როგორ გრძნობ?

– კარგად, ამხანაგო პოლკოვნიკო, – მივუგე ზემსკის.

– შენი პირადი ცხოვრება როგორ მიდის, გათხოვებას ხომ არ აპირებ ან შეყვარებული ხომ არ გყავს? რაც არ უნდა იყოს, ოცდახუთი წლის ხარ, მშვენიერი ქალწული, ნუთუ არავინ მოგწონს ან შენ არავის მოსწონხარ? – მკითხა პოლკოვნიკმა.

– ამ საკითხებში მე ზვერევისტი ვარ, ამხანაგო პოლკოვნიკო, – მოკლედ მოვუჭერი ზემსკის.

– ზვერევისტი? ეს რას ნიშნავს?

– ჩემი პირადი ინსტრუქტორი, ანატოლი ფომიჩ ზვერევი მეუბნებოდა ხოლმე, რომ ჩემი საქმიანობა სექსზე უკეთესია და ამაში მე მას სრულიად ვეთანხმები.

– კი მაგრამ, შენ ხომ წარმოდგენაც არ გაქვს სექსზე?

– არც მაინტერესებს.

– გასაგებია, – ლოყები დაბერა ზემსკიმ, ოთახში გაიარ-გამოიარა და დაამატა: – მომიტევე, ჩემო გოგონა, ასეთ რამეს რომ გეუბნები, მაგრამ, დროა, დაინტერესდე. ჩვენი საქმე მოითხოვს ამას და იმიტომ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ზემსკიმ ჩემი სამიზნე გამაცნო, რომელიც ერთ-ერთი ისლამური სახელმწიფოს ახალგაზრდა პრინცი იყო. ის პარიზში, სორბონაში სწავლობდა და ისეთი მრავალრიცხოვანი დაცვით დადიოდა ყველგან, რომ მისი მოხელთება ძალიან რთული იყო. თან, ხელმძღვანელობას არც აწყობდა, რომ ის ტყვიით ან ბომბით მოეკლათ საფრანგეთის დედაქალაქში და, ამიტომ, მის სალიკვიდაციოდ სხვა გეგმა დაამტკიცეს, რომლის თანახმადაც, მე ის ლოგინში უნდა შემეტყუებინა და მომეწამლა, ხოლო ამ დავალებას კი ჩემი ქალწულობა ეწირებოდა.

– თანახმა ვარ, – მტკიცედ ვუთხარი ზემსკის და ირონიულად დავამატე, – ბოლოს და ბოლოს, ვნახავ, მართლა ჯობია თუ არა კაცის კვლა სექსს.

– ოღონდ, – საქმიანად დაამატა ზემსკიმ, – ნუ გაერთობი და ტკბობას ნუ მიეცემი. გახსოვდეს, რომ მთავარია საქმე, სექსი კი მიმდინარე სამუშაოა...

ბევრი რომ არ გავაგრძელო, პრინცი გავიცანი, მისი უსაფრთხოების სამსახურის უმკაცრესი კონტროლი გავიარე და, მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხე საწამლავის მის სახლში შეტანა, რომელიც კბილის ბჟენში მქონდა დამალული... ჩემი პირველი ღამის პერიპეტიებს გამოვტოვებ და ვიტყვი იმას, რომ განთიადისას, როდესაც უზომოდ დაღლილ და ნასიამოვნებ პრინცს უნდა ჩასძინებოდა, მე მას მოწამლული წყალი დავალევინე. რომ დავრწმუნდი, რომ მოკვდა, ჩავიცვი და ოთახიდან გავედი, მის დაცვას თავაზიანად დავემშვიდობე, ქუჩაში გავედი და ჩემი მეკავშირის მანქანაში ჩავჯექი, რომელმაც საქმიანად მკითხა:

– რა ქენი, გააკეთე საქმე?

– კი, უმაღლეს დონეზე, – მივუგე მეკავშირეს და მცირედი პაუზის შემდეგ დავამატე: – ისე, რომ იცოდე, ზვერევი, მგონი, ცდებოდა.

მეკავშირეს არაფერი უთქვამს, მანქანა დაქოქა და იქაურობას სასწრაფოდ გავეცალეთ.


скачать dle 11.3