სისხლიანი ქრონიკები
70 წლის წინათ – 1941 წელი
21 მარტს, რუსეთის ქალაქ სარატოვში, სასწავლო ფრენის შესრულებისას, სამხედრო გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ილიუშინის საკონსტრუქტორო ბიუროს კუთვნილება იყო. თვითმფრინავი სამხედრო ნაწილში ჩავარდა, ნავთობტერმინალს დაეცა, აფეთქდა და 160 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 80 კი მძიმედ დაშავდა.
23 მარტს, იაპონელ მილიტარისტთა შეიარაღებული დივერსიული ჯგუფი ჩინეთის ქალაქ შანხაის ერთ-ერთ რელიგიურ სასწავლებელში შეიპარა და იქ მყოფი სტუდენტები და სასწავლებლის პედაგოგ-მასწავლებლები უმოწყალოდ დახოცა. ამ ტრაგედიას 80 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
27 მარტს, ავსტრალიის ქალაქ ადელაიდის სამხრეთ სანაპიროზე მცურავი ტურისტული გემი კოშკს დაეჯახა, ჩაიძირა და 120 ტურისტი წყალში ჩაცვივდა. სანამ მაშველები მოვიდნენ, შემთხვევის ადგილზე უზარმაზარი ზვიგენები გაჩნდნენ და ადამიანებს დაერივნენ. ამ შემთხვევას 106 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
60 წლის წინათ – 1951 წელი
21 მარტს, ნიუიორკელი პოლიციელი, 32 წლის საიმონ სპეისი, რომელიც ბროდვეიზე მორიგეობდა, ახლომდებარე აფთიაქში შეიჭრა და ჯერ ტაბელური იარაღიდან გახსნა ცეცხლი და 4 ადამიანი მოკლა და 2 დაჭრა, შემდეგ მორფი გაიტაცა და გაიქცა. პოლიციელი ნარკომანი იყო, ის გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.
25 მარტს, ლენინგრადში 32 წლის მესრი პოღოსიანი დახვრიტეს, რომელიც პროფესიით სანიტარი იყო და 10 ადამიანი ჰყავდა მოკლული. პოღოსიანი საავადმყოფოში მუშაობდა. თავის მსხვერპლს აბამდა, შემდეგ ცელოფნის პარკს აკრავდა თავზე და მათი აგონიით ტკბებოდა.
27 მარტს, გერმანიის ქალაქ როსტოკში დისლოცირებული საბჭოთა სატანკო ნაწილის ყაზარმაში 19 წლის გერმანელი გოგონა კორმელა შმიტი შეიპარა და 9 საბჭოთა მძინარე კაცს სამართებლით ყელი გამოჭრა. ბოლოს კი ყუმბარა ააფეთქა. გერმანელი გოგონას ქმედებას 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
50 წლის წინათ – 1961 წელი
25 მარტს, მოსკოვში 30 წლის იური კოკორკინი დახვრიტეს, რომელსაც 12 ადამიანი ჰყავდა მოკლული. კოკორკინი მუშად მუშაობდა გასტრონომში და, ღამღამობით დაგვიანებულ მოქალაქეებს ესხმოდა თავს. მსხვერპლს ჩაქუჩის თავში ჩარტყმით კლავდა და იქვე ტოვებდა.
26 მარტს, იუგოსლავიაში, ქალაქ ზაგარებიდან 36-ე კილომეტრზე ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. ისინი დისპეტჩერების შეცდომის გამო, ერთ ლიანდაგზე აღმოჩნდნენ. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ 30 ვაგონი ერთმანეთში აიზილა და 250 ადამიანი დაიღუპა, 300 – დაშავდა.
27 მარტს, ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში კოკისპირული წვიმა მოვიდა, რასაც საშინელი ქარიშხალი მოჰყვა, საათში 150 კილომეტრის სიჩქარით. სტიქიამ 300-ზე მეტი სახლი დაანგრია, 450 ოჯახი დააზარალა, 200 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 650 ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.