კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

21 მარტი

1684 – ფრანგმა ასტრონომმა ჯოვანი კასინიმ აღმოაჩინა სატურნის ორი თანამგზავრი – დიონა და ტეფია.

1924 – 24 წლის შვეიცარიელმა ფიზიკოსმა ვოლფგანგ პაულიმ გამოაქვეყნა თავისი „აკრძალვის პრინციპი“, რაც გახდა მენდელეევის ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის თეორიული ახსნის საფუძველი.

1952 – განის პრემიერ-მინისტრი გახდა ნკვამე ნკრუმა – პირველი ზანგი აფრიკული სახელმწიფოს სათავეში.

22 მარტი

1312 – რომის პაპ კლიმენტი მეშვიდის ბრძანებით გაუქმდა ტამპლიერთა ორდენი.

1717 – ლონდონის სამეფო თეატრში შედგა პირველი პანტომიმური სპექტაკლის პრემიერა.

1882 – ამერიკის შეერთებულ შტატებში აიკრძალა მრავალცოლიანობა.

1888 – დაარსდა ინგლისის საფეხბურთო ლიგა.

1907 – ლონდონის ქუჩებში გამოჩნდა პირველი ტაქსი მრიცხველებით.

1935 – სპარსეთს ოფიციალურად ეწოდა ირანი.

23 მარტი

1839 – ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონის გაზეთ „მორნინგ პოსტში“ პირველად გამოჩნდა ცნობილი აბრევიატურა O.K.

1841 – ლონდონში რიჩარდ ბიერდმა გახსნა მსოფლიოში პირველი ფოტოატელიე.

1919 – მილანში ბენიტო მუსოლინიმ დააარსა მსოფლიოში პირველი ფაშისტური ორგანიზაცია.

1966 – პირველად, 400 წლის შემდეგ, რომში შედგა რომის პაპისა და კენტერბერის არქიეპისკოპოსის შეხვედრა.

24 მარტი

1794 – დაიწყო პოლონეთის აჯანყება რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ.

1882 – რობერტ კოხმა აღმოაჩინა ტუბერკულოზის ჩხირი.

25 მარტი

1306 – შოტლანდიის მეფე გახდა რობერტ ბრიუსი. დაიწყო აჯანყება ინგლისის ბატონობის წინააღმდეგ.

1821 – დაიწყო ბერძნების ეროვნულ-გამათავისუფლებელი აჯანყება თურქეთის ბატონობის წინააღმდეგ. ესაა ბერძნების ეროვნული დღესასწაული – დამოუკიდებლობის დღე.

26 მარტი

1885 – ლონდონში ამუშავდა პირველი კრემატორიუმი.

1953 – ედვარდ სოლკმა შექმნა პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა.

1960 – გაიხსნა პირველი „თასის მფლობელთა თასის“ გათამაშება ფეხბურთში.

1971 – გამოცხადდა ბანგლადეშის დამოუკიდებლობა.

27 მარტი

1854 – დაიწყო ყირიმის ომი რუსეთს, საფრანგეთს, თურქეთსა და ინგლისს შორის.

1977 – კანარის კუნძულების ლოს-როდეოს აეროდრომის ასაფრენ ბილიკზე ერთმანეთს შეეჯახა ამერიკული ავიაკომპანია „პანამის“ „ბოინგ 747“ და ჰოლანდიის ავიაკომპანიის „ბოინგი“. დაიღუპა 583 ამერიკელი და ჰოლანდიელი მოქალაქე.

1990 – ლონდონში ბეიკერ-სთრით ¹221-ში გაიხსნა შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი.


скачать dle 11.3