კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ატლანტიდა ცუნამის გამო დაიღუპა

ატლანტიდა სინამდვილეში იყო არა მატერიკი, არამედ ქალაქი, რომელიც მდებარეობდა თანამედროვე ესპანეთის ტერიტორიაზე და დაიღუპა ცუნამის შედეგად – მიიჩნევს სწავლულთა ჯგუფი, რომელსაც ჰარტფორდის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ ფროინდი ხელმძღვანელობს.

„წყალში ჩაძირული ეს ქალაქი შლამითაა დაფარული და ჭაობებში იმ ადგილას მდებარეობს, რომელიც ცნობილია დონა ანას პარკის სახელწოდებით, ეს არის ქალაქ კადისის ჩრდილოეთით“, – მოგვითხრობს „როიტერსი”. არქეოლოგთა ჯგუფი 2009 და 2010 წლის განმავლობაში იკვლევდა ამ ადგილს. ისინი იყენებდნენ რადარებს და წყალქვეშა კვლევების ტექნოლოგიებს.

ამას გარდა, ესპანეთში ფროინდის ჯგუფმა იპოვა რიგი „ქალაქი-ძეგლები”, რომლებიც აშენდა „ატლანტიდის” ნიმუშის მიხედვით, გადარჩენილი ატლანტიდელების მიერ. სახელდობრ მათი აღმოჩენა არწმუნებს ფროინდს თავის სიმართლეში. „ჩვენ ვიპოვეთ ის, რაც არავის და არასდროს უნახავს. ამიტომ, ჩვენი ნაპოვნი იმსახურებს ნდობას, განსაკუთრებით არქეოლოგიური ასპექტით”, – თქვა ფროინდმა.

ძველბერძენი ფილოსოფოსი პლატონი ატლანტიდის შესახებ დაახლოებით 2600 წლის წინათ წერდა, – ეს იყო კუნძული, მდებარე იმ სრუტის წინ, რომელსაც ჰერკულესის ბოძებს უწოდებდნენ. სახელდობრ, ასე ეწოდებოდა მაშინ ჰიბრალტარის სრუტეს. ამას გარდა, ატლანტიდა, პლატონის მონაცემებით, მდებარეობდა ქალაქ გადარას წინ. ამ სახელს ატარებდა ძველად ახლანდელი ქალაქი კადისი. გამოიყენეს რა, პლატონის მიერ დაწვრილებითი აღწერა, მკვლევრებმა გულისყურით შეისწავლეს ხმელთაშუა ზღვისა და მისი მიმდებარე ატლანტის ოკეანის წყლების მდგომარეობა. იქ ცუნამი წარმოიშობოდა და რეგისტრირდებოდა ასწლეულების განმავლობაში, – აღნიშნა ფროინდმა. მაგალითად, ცნობილია, რომ 1755 წლის ნოემბერში ქალაქ ლისაბონს თავს დაატყდა, ათსართულიანი სახლის სიმაღლის ტალღა.

კამათი ატლანტიდის არსებობის შესახებ გრძელდება საუკუნეების განმავლობაში. უკანასკნელ ხანებში მას ეძებენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.


скачать dle 11.3