ჩინელმა მილიარდერმა ძაღლში 1,5 მილიონი დოლარი გადაიხადა
ტიბეტური წარმოშობის 11 თვის ლეკვი, მეტსახელად „ხონდონგი“, რაც ჩინურად „დიდ ტალღას“ ნიშნავს, ყველაზე ძვირად ღირებული ძაღლია მსოფლიოში. ჩინელმა მილიარდერმა ის მილიონ-ნახევარ დოლარად იყიდა. მანამდე (2009 წელს) ტიბეტური მასტიფის ყველაზე მაღალი ფასი 6 000 დოლარი იყო.
შეთანხმების წვრილმანები საიდუმლოდ ინახება. ხონდონგს ღია წითური ფერის ბეწვი აქვს და უკვე 81 კილოგრამს იწონის. ძაღლი განსაკუთრებული დიეტით გაზარდეს. მის მენიუში შედიოდა: ქათმისა და საქონლის ხორცი, ეგზოტიკური ჩინური დელიკატესები, მათ შორის – ზღვის კიტრი...
„დარწმუნებული ვარ, ხონდონგი არა მარტო საყვარელი მეგობარი იქნება თავისი პატრონისთვის, არამედ ბიზნესის შესანიშნავი წყაროც: შეუძლია ძაღლი გასამრავლებლად სხვებს ათხოვოს – ძაღლების მოყვარულები ყოველ შეწყვილებაში 15 ათას დოლარს იხდიან. ასე რომ, ლეკვში გადახდილი თანხა რამდენიმე წელიწადში პატრონს უკან დაუბრუნდება“, – სიამაყით აცხადებს ხონდონგის გამზრდელი.
ტიბეტური მასტიფი ძაღლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ჯიშია. ლეგენდის მიხედვით, ამ ჯიშის ძაღლები ჰყავდათ ჩინგიზ-ხანს და ბუდას. მათ ძალზე იშვიათად შეხვდებით ტიბეტის გარეთ, ის წმინდა სისხლის ჩინური ჯიშია და სწორედ ეს აძლევს მას ექსკლუზიური ძაღლის სტატუსს.