კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ახალმა მონაცემებმა სამყაროს მექანიზმებზე ძველი წარმოდგენები დაარღვია

სამყაროში მოქმედი კანონები, რომლებიც სწავლულებს ურყევი ეგონათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა იმ მრავალი მონაცემის გამო, უკანასკნელ ხანს რომ აღმოაჩინეს, მათ შორისაა რუსულ-იტალიური პროექტის „რამელას” მიერ მიღებული მონაცემები.

საერთაშორისო პროექტმა „რამელა” (სამეცნიერო აპარატურა ანტიმატერიის მოსაძებნად და მსუბუქი ბირთვების ასტროფიზიკის შესასწავლად), რომელშიც მონაწილეობას იღებდა იტალიის ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტი და რუსეთის სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებები, სტარტი აიღო 2006 წელს. მაშინ რუსული თანამგზავრის „რესურსი-დკ1”-ის ორბიტაზე გაემგზავრა მაგნიტური სპექტომეტრი, რომელსაც შეუძლია დაარეგისტრიროს კოსმოსური ანტინაწილაკები და ნაწილაკები ენერგიის ფართო დიაპაზონში.

როგორც სწავლულები მიიჩნევენ, სპექტრომეტრის უკანასკნელი დაკვირვებები ძირს უთხრის ძველ თეორიას ერთ-ერთი საბაზისო მექანიზმების შესახებ, რომელიც აიძულებს სამყაროს იმოქმედოს როგორც უზარმაზარმა ამაჩქარებელმა. ეს კი აძლევს უმძლავრეს იმპულსებს დამუხტულ ნაწილაკებს – პროტონებს, ატომურ ბირთვს და ელექტრონებს.

სამყაროს მექანიზმი მოქმედებს როგორც ნაწილაკების ამაჩქარებელი, ასობით მილიონჯერ უფრო მძლავრი, ვიდრე დიდი ადრონული კოლაიდერია – ყველაზე დიდი ამაჩქარებელი, რომელიც კი ადამიანმა დედამიწაზე ააგო.

თანამგზავრი „რესურსი-დკ1” მოქმედებს დედამიწიდან 350 – 610 კილომეტრის მანძილზე. მისგან მიღებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ სამყაროს ძალები, რომლებიც აიძულებს კოსმოსურ სხივებს იმოძრაოს, სულაც არ არის ისეთი, როგორსაც აქამდე სწავლულები წარმოიდგენდნენ.

როგორც მკვლევრები მიიჩნევენ, ეს ნაწილაკები აჩქარდება სხვადასხვა აფეთქების შედეგად.

სწავლულების აზრით, მათ წინ ელოდებათ ახალი სენსაციური აღმოჩენები, რადგან რუსულ-იტალიური პროექტი გაგრძელდება.


скачать dle 11.3