კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: ვარ ინვალიდი, შრომის უუნარო, უმწეო. თავდებში ჩავუდექი პიროვნებას, რომელმაც აიღო ვალი „პროკრედიტ ბანკიდან“. აღნიშნულმა პიროვნებამ ვერ გადაიხადა თანხა ბანკში და, შესაბამისად, გამოიწერა სააღმსრულებლო ფურცელი, რომლითაც, როგორც მოვალეს, ასევე თავდებს, დაეკისრათ თანხის გადახდა. მე, როგორც უმწეო, ვთავისუფლდები თუ არა გადახდისგან, თუ, გამეყიდება ბინა?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, კანონიერი ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა, შესაბამისად, უმწეობა არ გათავისუფლებთ დაკისრებული თანხის გადახდისგან.

კითხვა: საცხოვრებელი ბინა ეგრეთ წოდებული გირაოთი გადავეცი ოჯახს. სააღმსრულებლო ბიურომ დამიყადაღა მოძრავი ნივთები იმ ადამიანების გამო, რომლებსაც ერთი წლით გადავეცი საცხოვრებლად ბინა, როგორ უნდა მოვიქცეთ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულ მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით?

პასუხი: თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირი განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა.

აღმასრულებელი, იმავდროულად, განუმარტავს პირს მის უფლებას – მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ. ხოლო არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადების დროს ან ყადაღის დადების შემდეგ მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღმასრულებელს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღმასრულებელი ამ ქონებას ყადაღისაგან ათავისუფლებს.

კითხვა: აღმასრულებლისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის წარდგენა ისჯება თუ არა კანონით?

პასუხი: მოვალე ვალდებულია, აღმასრულებელს წარუდგინოს ქონებრივი ნუსხა. თუ მოვალე აღმასრულებელს, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში არ წარუდგენს ქონების ნუსხას, ან უარს ამბობს წერილობითი გარანტიის მიცემაზე, ან შეგნებულად წარუდგენს არასწორ ინფორმაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით აღმასრულებლისთვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა).

კითხვა: ვის მიერ ხდება გირაოს გადახდა და გირაოს დაბრუნება?

პასუხი: გირაო არის თანხა (ფული) ან უძრავი ქონება. თანხა სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე შეაქვს ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით სხვა პირს.

ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ან განსასჯელი ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

კითხვა: მსურს, დავადგინო ანდერძის კუთვნილების ფაქტი. ვის უნდა მივმართო?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, უნდა მიმართოთ განცხადებით სასამართლოს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განცხადებაში უნდა აღნიშნოთ, თუ რა მიზნისთვის გჭირდებათ ამ ფაქტის დადგენა. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ და განცხადებას თან უნდა დაურთოთ მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებს, რომ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთების აღდგენა შეუძლებელია, ვინაიდან, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ შეუძლებლობის შემთხვევაში, რის გამოც, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას, სასამართლო განიხილავს მხოლოდ ისეთ საქმეებს, როგორიცაა: პირთა ნათესაური კავშირის დადგენა, პირის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინებისა და განქორწინების ფაქტის დადგენა, უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს. აღნიშნული განიხილება დაჩქარებული წესით.

კითხვა: ერთი წლის წინ გარდაიცვალა მამა. მას დარჩა ორი სახლი, რომელთაგან ერთი უნდა მიმეღო მე, მეორე კი – ჩემს დას. ვინაიდან მამის გარდაცვალებისას მე ვიმყოფებოდი უცხოეთში და მქონდა პირადი პრობლემები, ამიტომ დროულად ვერ შევძელი საქართველოში დაბრუნება. ჩემი დაბრუნების შემდგომ აღმოჩნდა, რომ მთელი სამკვიდრო ქონება მიღებული აქვს ჩემს დას და, იმ მოტივით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მამის მოვლასა და მის დასაფლავებაში მონაწილეობა არ მიმიღია, უარს მიცხადებს სამკვიდროდან ჩემი წილის გადმოცემაზე. გთხოვთ, დამაკვალიანოთ, როგორ მოვიქცე და როგორ მივიღო ჩემი წილი მამის სამკვიდროდან, შესაძლებელია თუ არა სამკვიდროს მიღება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, უნდა მიმართოთ სასამართლოს, სადაც უნდა მოითხოვოთ მემკვიდრეობის მიღებისთვის განსაზღვრული ვადის აღდგენა და მემკვიდრე ცნობა. თუ სასამართლო ჩათვლის, რომ საპატიოდ გაქვთ გაშვებული სამკვიდროს მიღებისთვის დაწესებული ვადა, სასამართლო აღგიდგენთ ვადას და დაგიბრუნებთ თქვენს კუთვნილ წილს. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ თქვენ მამის მოვლასა და დასაფლავებაში არ მიგიღიათ მონაწილეობა, ეს არ არის მემკვიდრეობის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

კითხვა: ჩემი დისშვილი არის 2 წლის, მშობლები არ იმყოფებიან ოფიციალურ ქორწინებაში, თუმცა, არსებობს მამობის დადგენის ცნობა. გვინდა ბავშვის გვარის შეცვლა (დედის გვარზე გადაყვანა). რა არის ამისთვის საჭირო და ვის მივმართოთ?

პასუხი: ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ბავშვის დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბავშვის გვარის შეცვლა შეუძლებელი იქნება მამის თანხმობის გარეშე. (თანხმობა ბავშვის გვარის შეცვლაზე).

კითხვა: ვარ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ველოდები შვილს. შემექმნება თუ არა პრობლემა ბავშვის გაჩენის შემდეგ მისთვის გვარის მიცემაზე?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ბავშვისთვის გვარის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს. იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი შეეძინება დაუქორწინებელ დედას, თუ არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება ან სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ, ბავშვის გვარად ჩაიწერება დედის გვარი, ბავშვის მამის სახელი კი ჩაიწერება დედის მითითებით.

კითხვა: მაინტერესებს, რა დროით განისაზღვრება უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა?

პასუხი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 6 წელს. ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

კითხვა: ვარ კომპაქტურ დასახლებაში დარეგისტრირებულ აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის წევრი, არ მაკმაყოფილებს დაკავებული ფართი, შეგვიძლია თუ არა უარი განვაცხადოთ მის პრივატიზებაზე?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ფართების დაკანონება ნებაყოფლობითი პროცესია. თუკი მრავალსულიან ოჯახს არ აკმაყოფილებს დაკავებული ფართი, მან უნდა მიმართოს განცხადებით ლტოლვილთა სამინისტროს, მსგავსი შემთხვევები განიხილება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი სტანდარტების საფუძველზე და შეთავაზებული იქნება ალტერნატიული ვარიანტი.


скачать dle 11.3