კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფოლკსვაგენის“ ხელმძღვანელმა სარეკორდო პრემია მიიღო

გერმანული საავტომობილო კომპანია „ფოლკსვაგენის” ხელმძღვანელმა მარტინ ვინტერკორნმა 2010 წელს ხელფასის სახით 9,33 მილიონი ევრო მიიღო. ეს კი 50 პროცენტით მეტია, ვიდრე მისი ანაზღაურება 2009 წელს. ამის შესახებ ავტოკონცერნის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული. ვინტერკორნი გერმანიაში ავტოკონცერნების ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელი გახდა. აქამდე ამ ტიტულს კომპანია „დაიმლერის” ხელმძღვანელი დიტერ ცეტშე ფლობდა, რომლის წლიური ხელფასიც 8,7 მილიონი ევროა. აღსანიშნავია, რომ ევროპაში უმსხვილესი საავტომობილო კონცერნ, „ფოლკსვაგენის” 8 ტოპ-მენეჯერმა ჯამში 2010 წელს 46,7 მილიონი ევრო მიიღო ანაზღაურების სახით. მაშინ, როცა „დაიმლერის” მმართველი საბჭოს 6 წევრის წლიური ხელფასი მხოლოდ 25 მილიონ ევროს შეადგენდა. „ფოლკსვაგენი” არ მალავს თავის ამბიციებს, გახდეს მსოფლიო ლიდერი ავტომობილების წარმოებაში და შემოსავლების სარეკორდო გაზრდასაც გეგმავს. 2010 წელს ამ კონცერნის შემოსავალმა 7,2 მილიარდ ევროს მიაღწია, გაყიდული ავტომობილების რაოდენობამ კი 7 მილიონს გადააჭარბა. 2010 წელს „ფოლკსვაგენის” წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მისი შვილობილი კომპანიის, „აუდის” წარმატებამ შეიტანა, რომლის გაყიდვითაც კომპანიამ შემოსავლის სახით 3,3 მილიარდი ევრო მიიღო.


скачать dle 11.3