კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე ძვირად ღირებული ქუჩა ჰონკონგის „სევერნ როუდია“

გამოცემა „ფაინენშლ ნიუსის” ექსპერტებმა მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ქუჩების რეიტინგი შეადგინეს საცხოვრებელი ფართის ღირებულების მიხედვით. ყველაზე სასურველი და ძვირფასი ქუჩების რეიტინგში პირველი ადგილი წილად ჰონკონგში არსებულ „სევერნ როუდს” ხვდა. ამ ქუჩაზე ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ღირებულება 57 ათას ევროს აღწევდა. 2009 წლიდან კვადრატული მეტრის ფასი ამ ქუჩაზე 9 პროცენტით გაიზარდა. მეორე ადგილზე ლონდონის „კენსინგტონ პალას გარდენსი” გავიდა. ამ ქუჩაზე ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი 55 ათასი ევრო ღირს. მესამე ადგილი მონაკოს სამეფოში მდებარე „პრინცესა გრეისის ავენიუს” ერგო, სადაც კვადრატული მეტრის ღირებულება საშუალოდ 50 ათასი ევროა. მოწინავეთა შორისაა საფრანგეთში არსებული „შემი დე სენ ჰოსფისის” ქუჩაც, რომელზეც სულ 15 სახლია, კვადრატული მეტრის ღირებულება კი 45 ათასი ევროა. ამავე ფასად შეიძლება კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ყიდვა ნიუ-იორკის სახელგანთქმულ მეხუთე ავენიუზე. რაც შეეხება საფრანგეთის დედაქალაქის – პარიზის ანატოლის სანაპიროს, აქ ერთი კვადრატული მეტრი 32 ათასი ევროა. სასურველ და ძვირად ღირებულ ქუჩათა სიაში, ასევე, მოხვდნენ ჟენევის რუ ბელოტი და იტალიის საკურორტო ქალაქ პორტო ჩერვოს ვია რომაჩინო.


скачать dle 11.3