კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფიჩი” ჩინეთში საბანკო კრიზისს მოელის

როგორც ცნობილი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „ფიჩი” აცხადებს, ჩინეთში საბანკო კრიზისის ალბათობა 2013 წელს 60 პროცენტს აღწევს. სააგენტოს წარმომადგენელთა აზრით, ამ ქვეყანაში სისტემური კრიზისია მოსალოდნელი, რაც კრედიტების მოცულობის ზრდასა და ქვეყანაში უძრავი ქონების ფასების მკვეთრ მატებასთან იქნება დაკავშირებული. სააგენტო „ბლუმბერგისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ფიჩის” დირექტორმა, რიჩარდ ფოქსმა, განაცხადა, რომ სისტემური კრიზისისას მთელი საბანკო სისტემის დეკაპიტალიზაციის საკითხი დადგება და ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციების დეფოლტია მოსალოდნელი. ნეგატიური დასკვნები ჩინეთის ეკონომიკური მაჩვენებლების გამოკვლევის საფუძველზე გაკეთდა. სწორედ ამ მეთოდით იწინასწარმეტყველეს თავის დროზე ისლანდიისა და ირლანდიის საბანკო კრიზისი, რომელიც, მათთვის სამწუხაროდ, ახდა. 2009-2010 წლებში ჩინეთის ბანკებმა იპოთეკური სესხების მხრივ რეკორდი დაამყარეს და 2,7 ტრილიონი დოლარი გასცეს. საერთო ჯამში, დაკრედიტების მაჩვენებელი ამ პერიოდში სარეკორდო 18,6 პროცენტით გაიზარდა. კრიზისის თავიდან ასაცილებლად ჩინეთის ხელისუფლება რეგულარულად იღებს ზომებს მონეტური პოლიტიკის გასამკაცრებლად.


скачать dle 11.3