კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ათასი ავტომობილი ინახება ბრუნეის მილიარდერი სულთნის ავტოფარეხში და რამდენი ათეული ჩემოდნით გაიპარა ლონდონში ჰოსნი მუბარაქის ცოლი

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამოცემულმა, პოპულარულმა, საქმიანმა ყოველდღიურმა გაზეთმა „ჰანდესბლათმა” თავის ფურცლებზე, 2011 წლის პლანეტის ათი ყველაზე მდიდარი სახელმწიფო მეთაურის რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის შედგენისას ავტორებმა გაითვალისწინეს როგორც მოქმედი, ასევე, რამდენიმე ხნის წინ თანამდებობიდან გადაყენებული სახელმწიფოს პირველი პირები – ტუნისის და ეგვიპტის ექსპრეზიდენტები, რომელთაც ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარის ქონება დაუგროვდათ. ჟურნალ „თბილისელების” ფურცლებზე გთავაზობთ რეიტინგის ქართულ ვერსიას.

საუდის არაბეთის მეფე, აბდალა იბნ აბდელ აზიზ ას-საუდი – 40 მილიარდი დოლარი

„ფორბსის” ვერსიით, საუდის არაბეთის მეფე აბდალა ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მონარქად და სახელმწიფო მეთაურად ითვლება. მისი შემოსავლის ძირითადი წყარო ნავთობია, რომლითაც მდიდარია ყველაზე დიდი არაბული სახელმწიფო. უკანასკნელ პერიოდში არაბულ სამყაროში გახშირებული საპროტესტო ტალღის ფონზე, მეფე აბდალა ჯერჯერობით ინარჩუნებს პოზიციებს. ბოლო ცნობებით, მან სახელმწიფო ბიუჯეტიდან 36 მილიარდი დოლარის გამოყოფის ბრძანებას მოაწერა ხელი და ამ ფულით იგი საუდისარაბელი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას გეგმავს. გარდა ამისა, გავრცელდა ხმა, რომ 2014 წლისთვის არაბი მონარქი დამატებით 400 მილიარდ დოლარს გამოყოფს, რათა უფრო მაღალ საფეხურზე ასწიოს ჯანდაცვა, განათლება და სახელმწიფო ინფრასტრუქტურა. ასევე, როგორც ამბობენ, საუდის არაბეთში ეგვიპტური სცენარი რომ არ განმეორდეს, მეფე აბდალა 150 მილიარდ დოლარად სოციალური ქსელის – „ფეისბუქის” ყიდვას აპირებს და მან უკვე მიმართა ოფიციალური წინადადებით მარკ ცუკერბერგს.

ეგვიპტის ექსპრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი – 40 მილიარდი დოლარი

ეგვიპტელმა ხალხმა მუბარაქისა და მისი კლანის 30-წლიან მმართველობას წერტილი ერთ თვეში დაუსვა. თუმცა, ის, რომ ყოფილი პრეზიდენტი დარჩენილ ცხოვრებას შიმშილობაში გაატარებს, რა თქმა უნდა, აბსურდია. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტურმა პროკურატურამ უკვე მოითხოვა მუბარაქის ყველა საგარეო საბანკო აქტივის გაყინვა, ძნელად სავარაუდოა, რომ ჰოსნი ან მისი შვილები უკაპიკოდ დარჩნენ. ბოლო ცნობებით, ლონდონში გაქცეულმა ეგვიპტის ექსპირველმა ლედიმ, სიუზანა მუბარაქმა, კერძო თვითმფრინავით 97 ჩემოდანი წაიღო თან. ვარაუდობენ, რომ ჩემოდნების ნახევარი ძვირფასეულობებითა და ოქროს ნაკეთობებით იყო სავსე.

ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკიაჰი – 20 მილიარდი დოლარი

თავისი სასულთნოს რეზიდენციიდან, რომელიც ყველაზე დიდ სასახლედ ითვლება მსოფლიოში, ჰასანალ ბოლკიაჰი 1967 წლიდან მართავს ბრუნეის სახელმწიფოს. ბოლო მონაცემებით, ბრუნეის ნავთობის მარაგი კიდევ 25 წელიწადს ეყოფა და ეს არის ბოლკიაჰის შემოსავლის ძირითადი წყარო. გარდა იმისა, რომ ჰასანალ ბოლკიაჰი სულთანია, იგი, ასევე, არის პრემიერ-მინისტრი, თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრი და სულიერი ლიდერი. ცნობისთვის, მის ავტოფარეხში სხვადასხვა მარკის 2 789 ავტომობილია.

აბუ დაბის ემირატის შეიხი ჰალიფა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი – 15 მილიარდი დოლარი

გავლენა რეგიონში აბუ დაბის შეიხმა მეზობელი დუბაის ემირატისთვის დახმარების ხელის გაწვდენის შემდეგ მოიპოვა, თუმცა ამ მოვლენამ მისი დიდძალი ქონება მნიშვნელოვნად შეამცირა და ამჟამად ნავთობით მდიდარი ემირატის შეიხის ქონება მხოლოდ 15 მილიარდი დოლარია. თანაც, შეიხის ახალი „სათამაშო” – ინგლისური საფეხბურთო კლუბი „მანჩესტერ სიტიც” არ აჩვენებს იმ შედეგებს, რასაც შეიხი მოელოდა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის შენახვა მას ყოველთვიურად რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი უჯდება.

ტუნისის ექსპრეზიდენტი ზინ ალ-აბიდინ ბენ ალი – 10 მილიარდამდე დოლარი

23-წლიანი მმართველობის ხანა ბენ ალის 2011 წლის იანვარში დაუმთავრდა და იგი იძულებული გახდა, საუდის არაბეთში გაქცეულიყო, სადაც ის ამავე რეიტინგის ლიდერმა შეიფარა. სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით, ამჟამად ბენ ალის ჯანმრთელობის მხრივ მძიმე მდგომარეობა აქვს – ის კომაში იმყოფება. მიუხედავად ამისა, ტუნისის გარდამავალმა მთავრობამ უკვე გაყინა მისი და მისი ოჯახის წევრების საბანკო აქტივები მსოფლიოს სხვადასხვა ბანკში, ხოლო პროკურატურამ ოფიციალურად წაუყენა მის კლანს კორუფციაში ბრალი.

სუდანის პრეზიდენტი ომარ ჰასან ალ-ბაშირი – 9 მილიარდი დოლარი

ალ-ბაშირი სუდანის სათავეში 1989 წლიდან იმყოფება და დღემდე ითვლება ერთადერთ მოქმედ მსოფლიო ლიდერად, რომელსაც ჰააგის სასამართლომ გენოციდში დასდო ბრალი. ცნობილია, რომ, გახშირებული საპროტესტო გამოსვლების თავიდან აცილების მიზნით, მან ღიად განაცხადა უარი 2015 წელს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. ახლახან სუდანის სამხრეთ ტერიტორიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

დუბაის შეიხი მუჰამედ ბენ რაშიდ ალ-მაქტუმი – 4,5 მილიარდი დოლარი

რამდენიმე წლის წინ დუბაიში სამშენებლო ბუმი იყო, რაშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათობით გავლენიანი ინვესტორი ჩაერთო, თუმცა, ამჟამად კრიზისის შემდეგ, ნაგებობათა 40 პროცენტი ცარიელია და სამშენებლო ბუმიც დასრულდა, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა შეიხის ქონებაზე.

მაროკოს მეფე მოჰამედ მეექვსე – 2,5 მილიარდი დოლარი

მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, მაროკოში სიმშვიდეა, რომლის მოსახლეობა არ გამოხატავს დიდ პროტესტს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. მათი ერთადერთი მოთხოვნაა რეფერენდუმის ჩატარება, რამაც, შესაძლოა შეზღუდოს მეფის ძალაუფლება. მოჰამედ მეექვსე კი მშვიდად განაგრძობს მეფობას აფრიკის ამ არაბულ სახელმწიფოში.

ყატარის შეიხი ჰამად ბენ ჯასემ ალ ტანი – 2,4 მილიარდი დოლარი

უკანასკნელ პერიოდში ყატარის შეიხის სახელი ორ მნიშვნელოვან მოვლენას დაუკავშირდა: უპირველეს ყოვლისა, შეიხმა ალ ტანიმ ყატარს 2022 წლის „ფიფას“ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოუტანა; მეორე მოვლენა კი ის არის, რომ მან შეიძინა წილი უმსხვილეს გერმანულ სამშენებლო კონცერნ „ჰოქთიფში”, რითაც მას საშუალება მიეცემა, გავლენა იქონიოს გერმანულ ეკონომიკაზე.

ნურსულთან ნაზარბაევი – 1,1 მილიარდი დოლარი

ყაზახეთის პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი, 20 წელიწადია, სათავეში უდგას ამ ყოფილ საბჭოურ რესპუბლიკას და, როგორც ჩანს, მისი პრეზიდენტობის ხანა 2020 წლამდე გაგრძელდება. ამასობაში შვეიცარიაში მიმდინარეობს გამოძიება მის სიძესთან დაკავშირებით, რომელსაც 600 ათასი ევროს „გათეთრება“ ედება ბრალად. გამოძიების აზრით, ნაზარბაევის სიძემ კორუფციული გარიგებების გზით დიდძალი თანხები გადარიცხა შვეიცარიულ ბანკებში – ლუგანოში, ციურიხსა და ჟენევაში.


скачать dle 11.3