მიუნხენელი „წიწილები“
მიუნხენის „ბაიერნის” და გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა გოლკიპერმა, ოლივერ კანმა, თავისი მშობლიური კლუბის ამჟამინდელ დაცვის ხაზს „წიწილები“ უწოდა. მისი თქმით, ასეთი უსუსური დაცვის ხაზით „ბაიერნს” გაუჭირდება წარმატების მიღწევა წლევანდელ სეზონში, რაც დასტურდება კიდეც გუნდის გამოსვლით შიდა ასპარეზზე. „ბაიერნმა”, პრაქტიკულად, დაკარგა ჩემპიონობის შანსი ბუნდესლიგაში. კანის თქმით, უკრაინელი ანატოლი ტიმოშჩუკი, ბრაზილიელი ბრენო და ახალგაზრდა გერმანელი მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი, ყველაზე სუსტი რგოლია დღევანდელ კლუბში და, აუცილებელია ამ ხაზის გაძლიერება. კანმა ისიც დაამატა, რომ, როდესაც იგი „ბაიერნის” კარის უსაფრთხოებას იცავდა, ასი პროცენტით იყო დარწმუნებული თავისი მცველების საიმედოობაში.