პარადორნი „მის სამყაროს” გაეყარა
წარსულში ცნობილი ტაილანდელი ჩოგბურთელი და ერთ დროს პლანეტის მეცხრე ჩოგანი, პარადორნ შრიჩაფანი, მეუღლეს გაეყარა. მისი მეუღლე კი, ცნობისათვის, 2005 წლის „მის სამყარო”, რუსული ფესვების მქონე კანადელი ნატალია გლებოვა იყო. შრიჩაფანმა უკანასკნელი მატჩი ჩოგბურთის კორტებზე 2007 წელს გამართა და იმავე წელს დაქორწინდა ლამაზმანზე. საინტერესოა, რომ, განქორწინების მიუხედავად, შრიჩაფანი და გლებოვა აცხადებენ, მეგობრებად დავრჩებით და ერთად გავუძღვებით საერთო ბიზნესსო. ამჟამად ისინი ფლობენ კოსმეტიკისა და საკვები დანამატების საწარმოებს და რესტორნების ქსელს ბანგკოკში.