კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების პროვოცირებას და რა სახის საკვებზე უწევთ უარის თქმა პანკრეატიტით დაავადებულებს

ქართული ტრადიციული სუფრის მრავალფეროვნებისა და მისადმი ჩვენი დიდი პატივისცემის გამო, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია ჩვენს ქვეყანაში. პათოლოგია ვითარდება არა მარტო კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, არამედ მის დამხმარე ორგანოებშიც. ხშირია კუჭქვეშა ჯირკვლის, ანუ პანკრეასის ანთება. აღნიშნული პრობლემის სიმწვავეს ნაწილობრივ განაპირობებს თანამედროვე მედიცინის უძლურება. საიმისოდ რომ დაინერგოს ეფექტური მკურნალობა, ამიტომ დაავადების პრევენციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პანკრეატიტის შესახებ გვესაუბრება ზოგადი პროფილის ექიმი რუსუდან კობიაშვილი.

– რა არის პანკრეატიტი?

– პანკრეატიტი კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებაა. პანკრეასის ანთების დროს, ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ფერმენტები აღარ გადადის თორმეტგოჯა ნაწლავში, გროვდება კუჭქვეშა ჯირკვალში, აქტიურდება და იწყება თვითმონელების პროცესი. ფერმენტებისა და ტოქსინების სისხლში მოხვედრამ შესაძლოა, გამოიწვიოს სხვა ორგანოების, მაგალითად, გულის, თირკმელების, ღვიძლის დაზიანება. პანკრეატიტი შეიძლება, მრავალმა მიზეზმა გამოიწვიოს. ყველაზე ხშირად, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება ვითარდება ნაღველ-კენჭოვანი დაავადების ფონზე. დაავადების პროვოცირებას იწვევს დიდი რაოდენობით ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღება. ასევე, ალკოჰოლური სასმელების სისტემატური მოხმარებაც საზიანოა პანკრეასისთვის. მიმდინარეობის მიხედვით განარჩევენ პანკრეატიტის ორ სახეს – მწვავესა და ქრონიკულს. მწვავე პანკრეატიტი საკმაოდ სერიოზული მდგომარეობაა და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას.

– რა სიმპტომებით ვლინდება პანკრეატიტი?

– პანკრეატიტის სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე, სტადიასა და ხანგრძლივობაზე, ასევე ყოველი ადამიანისთვის დამახასიათებელია ინდივიდუალური გამოვლინებები. ანთების მთავარი დამახასიათებელი ნიშანია ტკივილი. მწვავე პანკრეატიტს ახასიათებს ძლიერი ტკივილი, რომელიც მწვავედ იწყება – თავდაპირველად, ლოკალიზებულია მარცხენა გვერდში, შემდეგ გადადის ზურგისა და ბეჭის მიდამოში. მწვავე ანთების კიდევ ერთ სიმპტომად ვლინდება პირის ღრუში უსიამოვნო სუნი და შემდეგ ღებინება. თუ მწვავე პანკრეატიტი გადავიდა მძიმე ფორმაში, მას გარკვეული გართულებები ახლავს თან, რომელიც შეიძლება, გამოიხატოს სხეულის ტემპერატურის მომატებით ან პირიქით, მისი მკვეთრი დაწევით. რაც შეეხება ქრონიკულ პანკრეატიტს, ის თავს გვახსენებს მადის დაკარგვით, ღებინებითა და მუცელში მუდმივი უსიამოვნო შეგრძნებით. მსგავსმა ანთებამ შესაძლოა მიგვიყვანოს შაქრიან დიაბეტამდეც.

– როგორ შეიძლება პანკრეატიტის მკურნალობა?

– პანკრეატიტის მკურნალობა საკმაოდ რთულია. ექიმებს ძალიან მძიმე დავალების შესრულება უწევთ მკურნალობის სწორი სქემის შერჩევისას. აღნიშნული დაავადების მკურნალობისთვის აუცილებელია კომპლექსური თერაპია, რომლის დროსაც მთელი რიგი მედიკამენტების მიღებაა საჭირო. პანკრეატიტთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია დიეტა. უპირველესად პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ალკოჰოლური სასმელების მიღება, ასევე მოერიდოს ცხიმიან საკვებს. პანკრეატიტით დაავადებულებმა კვების რაციონიდან უნდა ამოიღონ ცხარე საჭმელებიც. უპირატესობა ენიჭება ნაკლებად ცხიმიან ხორცს, ისეთს როგორიცაა – ინდაურის, კურდღლის, ქათმის. სასურველია, კანგაცლილი ხორცის მიღება. ასევე, კარგია ნაკლებად ცხიმიანი თევზი. რაც შეეხება რძის პროდუქტებს, დასაშვებია კეფირი, უცხიმო ყველი. საუკეთესო საკვები პანკრეატიტის დროს არის ბურღულეული, წიწიბურა. ყველა ის წვნიანი, რომელსაც პაციენტი მიირთმევს, უნდა იყოს ბოსტნეულით სავსე. დიდი რაოდენობით გამოიყენეთ მათში კარტოფილი, სტაფილო, კომბოსტო და სხვა. ყველასთვის ცნობილია, რომ ბოსტნეული დიდი რაოდენობით სასარგებლო კომპონენტებს შეიცავს. სწორედ ამიტომ, ეცადეთ, მიირთვათ ის, რაც შეიძლება მეტი. არ ღირს ასევე საკუთარ თავს უარი უთხრათ ნაღების რაფინირებულ კარაქზე. მსგავსი კარაქი შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერ კერძს. მხოლოდ მნიშვნელოვანია, რომ კარაქის რაოდენობამ არ გადააჭარბოს დღეში 20 გრამს. ასევე, არ ღირს მსუბუქი ხილისა და კენკრის უარყოფა. რაც შეეხება სასმელებს, შეგიძლიათ, დალიოთ ჩაი და ნებისმიერი ხილის წვენი, გარდა ყურძნის წვენისა. რაციონიდან უნდა ამოიღოთ: ყავა, კაკაო, გაზიანი წყალი; ასევე – ბორშჩი, თევზეულის, სოკოს სუპები. პანკრეატიტის დროს, აგრეთვე, აკრძალულია: ღვიძლი, ხიზილალა, სხვადასხვა კონსერვები. არ მოიმზადოთ შემწვარი კვერცხი, პაციენტებს განსაკუთრებით უჭირთ უარის თქმა კანფეტებზე, შოკოლადზე, ნაყინზე. თუ გაითვალისწინებთ ყველა ზემოჩამოთვლილ რჩევას, თქვენი კუჭქვეშა ჯირკვალი მალე უკეთეს მდგომარეობაში იქნება და გაუმკლავდებით ანთებით გამოწვეულ უსიამოვნებებს.

– როგორ ხდება კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების დიაგნოსტირება?

– თანამედროვე მედიცინას, საბედნიეროდ, უკვე შეუძლია, გამოიკვლიოს და დააზუსტოს დიაგნოზი. სწორი დიაგნოზის დადგენაში დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების სპეციფიკურ კლინიკურ სურათს. დაავადების დიაგნოსტიკის პროცესში მხოლოდ ექიმიც არ უნდა იყოს ყურადღებით, პაციენტიც უნდა შეეშველოს სპეციალისტს და უამბოს ყველა იმ სიმპტომის შესახებ, რაც აწუხებს. ყველაზე ხშირად ავადმყოფი უჩივის მუცლის ტკივილს. პაციენტთა უმეტესობას ეს ტკივილი უჩნდება ჭამის შემდეგ, ზოგიერთს კი უმიზეზოდ, ისე რომ, საკვებთან არანაირი კავშირი არ აქვს. თავდაპირველი დაკვირვებები უნდა აწარმოოს თავად პაციენტმა, შეაგროვოს ყველა აუცილებელი ინფორმაცია საკუთარ ჯანმრთელობაზე. ეს ყველაფერი ექიმისთვის ძალიან სასარგებლო და საჭიროა. როგორც ექიმი, ასევე ავადმყოფი ადვილად ამჩნევს გამომშრალ კანს, თმისა და ფრჩხილების სისუსტეს, პირის სიმშრალეს. ყველა ეს სიმპტომი აშკარად მიუთითებს კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებაზე. ეს გამოწვეულია ვიტამინებისა და რკინის ნაკლებობით, რომელთა შეწოვაც გაძნელებულია პანკრეასის ანთების გამო. პანკრეატიტის დიაგნოზის დაზუსტებაში მნიშვნელოვანია ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგები. კერძოდ, სისხლში პანკრეასის ფერმენტების დონის მომატება და მუცლის ღრუს ექოსკოპიის მონაცემები.

– რა რჩევას მისცემდით პანკრეატიტით დაავადებულებს?

– ეცადეთ, დაიცვათ დიეტა. გახსოვდეთ, ნებისმიერი გადახვევა, გართულებას გამოიწვევს. ამასთან ჯანმრთელი საკვებიც შესაძლებელია იყოს გემრიელი; ეცადეთ, მოიკვეთოთ თქვენი ცხოვრებიდან ყველა ის ფაქტორი, რომელიც პანკრეატიტის განვითარების პროვოცირებას ახდენს. არ შეგაშინოთ ხანგრძლივმა მკურნალობამ და მიიღეთ ყველა წამალი განსაზღვრულ დროს. მათი მიღებით ხელს უწყობთ ორგანიზმს უკეთ მიიღოს საკვები ნივთიერებები. ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ასეთი დამოკიდებულება საშუალებას მოგცემთ, აკონტროლოთ დაავადების სირთულე. პანკრეატიტი ძალიან სათუთ და ყურადღებიან მოპყრობას საჭიროებს. ის ერთ-ერთი იმ დაავადებათაგანია, რომელიც მნიშვნელოვნად ვნებს თქვენს ორგანიზმს და შესაძლოა, გამოუსწორებელი კვალიც კი დატოვოს. პანკრეატიტის გამოსავალი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პაციენტის ქცევასა და ცხოვრების წესზე.


скачать dle 11.3