კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ჩემს 10 წლის გოგონას თავზე ალაგ-ალაგ თმის ცვენა დაეწყო და გამელოტებული უბნები წარმოექმნა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და ვის მივმართო?

პასუხი: კეროვანი გამელოტება ქრონიკულად და დუნედ მიმდინარე პროცესია და მკურნალობასაც ძნელად ემორჩილება. ასეთი დაზიანება ნერვული გადაძაბვის ან სტრესის შედეგად ვითარდება. ბუდობრივი გამელოტება შეიძლება თანდაყოლილი სიფილისის გამოვლინება იყოს. მიზეზის დასადგენად და სამკურნალოდ უნდა მიმართოთ ექიმ-დერმატოლოგს. რაც უფრო ადრე მიმართავთ ექიმს, მით უფრო შედეგიანი იქნება მკურნალობა.

კითხვა: მაქვს ნაწლავთა სპაზმები და გულის აჩქარება, რაც ჩაისა და ყავის დალევის შემდეგ მაწუხებს. რა შეიძლება, იყოს გულის აჩქარების მიზეზი?

პასუხი: გულის შეკუმშვათა გახშირება გულის რიტმის დარღვევის ერთ-ერთი ფორმაა. ჩაი და ყავა ტაქიკარდიის განვითარების პროვოცირებას იწვევს – ვინაიდან თქვენი ორგანიზმი გაძლიერებულად პასუხობს ყოველგვარ გამღიზიანებელ ფაქტორს, ასეთი რეაქციისთვის ამ სასმელების ერთი ყლუპიც შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს. გამორიცხული არ არის, თქვენს შემთხვევაში, ნაწლავური სპაზმის განვითარების მექანიზმშიც ვეგეტატიური ნერვული სისტემის აგზნება იყოს წამყვანი. გირჩევთ, ნევროპათოლოგს სთხოვოთ კონსულტაცია და სათანადო მკურნალობა ჩაიტაროთ.

კითხვა: როდის იმატებს სისხლში აზოტი და რა უნდა მივიღო ასეთ დროს?

პასუხი: სისხლში აზოტი მაშინ იმატებს, როცა იმატებს ცილოვანი ცვლის აზოტოვანი პროდუქტების რაოდენობა. ეს თირკმელების ღრმა პათოლოგიების ან გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის დროს ხდება. მიზეზი შეიძლება ქსოვილთა ცილების გაძლიერებული დაშლაც იყოს. ეს საკმაოდ სერიოზული მდგომარეობაა ორგანიზმისთვის და სასწრაფოდ მიმართეთ სპეციალისტს.

კითხვა: ჩემს 5 წლის გოგონას აქვს მეჩხერი სარძევე კბილები. ძირითადი კბილებიც ასეთი ხომ არ ექნება?

პასუხი: თავიდან სარძევე კბილები მჭიდროდაა განლაგებული. 4-5 წლის ასაკიდან კი თითქოს გაიშლება. ერთმანეთს შორდება და მათ შორის წარმოიქმნება ტრემერები. ეს იმიტომ ხდება, რომ ყბა იზრდება. თუ 5-6 წლის ბავშვს ტრემერები არ აქვს, ძირითადი კბილები არასწორად ამოიჭრება – ღერძის ირგვლივ მობრუნდება და გვერდულად დადგება, რადგან სწორად დასადგომად ადგილი არ ეყოფა. თუ სარძევე კბილები ამოჭრისთანავე მეჩხერად განლაგდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ან კბილებია პატარა, ან ყბა – დიდი. სარძევე კბილები მეჩხერად განლაგდება ხოლმე მაშინაც, როცა პატარას ერთი ან რამდენიმე კბილი ამოღებული აქვს.

კითხვა: მაქვს ძალიან მგრძნობიარე კანი, სრულიად უმიზეზოდ მილურჯდება. უეცრად უმტკივნეულო სილურჯეს აღმოვაჩენ ხოლმე. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი: უნდა გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი და გამოკვლევა შედედებაზე. თუ სისხლში ცვლილებები არ აღმოგაჩნდათ, ჩალურჯებების მიზეზი ალბათ ის არის, რომ ნაზი სისხლძარღვები გაქვთ. მათი სინაზე კი C და D ვიტამინების, თუთიისა და სპილენძის ნაკლებობის ბრალი იქნება. ამიტომ, რაციონში უნდა ჩართოთ ამ ნივთიერებათა შემცველი პროდუქტები.


скачать dle 11.3