კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გახსნეს „ანუკის და ბიჭოლას“ ჩვენება ქუსლებზე შემდგარმა მამაკაცებმა და როგორ აპირებენ თბილისიდან და მილანიდან მუშაობას დიზაინერები

რატომ გახსნეს „ანუკის და ბიჭოლას“ ჩვენება ქუსლებზე შემდგარმა მამაკაცებმა და როგორ აპირებენ თბილისიდან და მილანიდან მუშაობას დიზაინერახალშექმნილი „ფრეშ ბრენდი” – „ანუკი და ბიჭოლა” სრულ ფურორს ახდენს თავის სადებიუტო ჩვენებაზე, კიევის მოდის კვირეულზე. „ფრეშ ფეშენის” ფარგლებში ანუკი არეშიძემ და ბიჭოლა თეთრაძემ 2011-2012 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარმოადგინეს. ულამაზესი კოლექცია, საპატიო სტუმრები, ეპატაჟური გახსნა... – ამ ყველაფერზე კიევი კიდევ დიდხანს ილაპარაკებს.

„ანუკი და ბიჭოლას” ჩვენება კვირეულის მეორე დღეს იყო დაგეგმილი, მაგრამ კვირეულის გახსნაზე მათ იოლად მოახერხეს მედიის ყურადღების მიქცევა: „დოლჩე და გაბანას” მამაკაცურ კოსტიუმში, მეუღლის – კახა კალაძის – პერანგში გამოწყობილ ანუკი არეშიძეს თავზე პირს ატკინსონის ბლებიანი „აბადოკი“ ეკეთა. მსგავსი ხილისა და ბოსტნეულის, ვუალიანი, ან, უბრალოდ, სადა „აბადოკები“ სეზონის ნამდვილ ჰიტად იქცა. ყველა ქალბატონს, ვისაც ოტ-კუტიურის ტარებაზე აქვს პრეტენზია, ანუ, ისეთები, როგორებიც არიან ანა დე ლა რუსო, ნატალია ვოდიონოვა და სხვები, თავშეყრის ადგილებზე მსგავსი „აბადოკებით“ ჩნდებიან.

„ჩემი ანუკი ოტ-კუტიურ გოგოა და განსაკუთრებით ლამაზად ირგებს ნებისმიერ უცნაურ და არაორდინარულ კოსტიუმსა თუ აქსესუარს”, – თქვა ბიჭოლამ, მაგრამ ყურადღების მიღმა მედიის წარმომადგენლებს არც ბიჭოლა დარჩენიათ. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისიც კი დაწერა, დიზაინერმა ბიჭოლამ ეპატაჟურობით თავისი „ჰერმესის” ჩანთაც კი დაჩრდილაო.

ჩვენებისთვის მზადება დიდი ხნის წინ დაიწყო. უმაღლესი ხარისხის ქსოვილები, რის გამოც მოდელები მადლობასაც კი უხდიდნენ დიზაინერებს; ბოლო ტენდენციები, რომლის შესახებაც ინფორმაცია ანუკიმ და ბიჭოლამ სპეციალურად გამართულ ტრენინგებზე მიიღეს და, კიდევ – საოცარი კრეატივი. მხიარული, ნათელი ზამთარი – ასეთი იყო ჩვენების კონცეფცია. სეზონისთვის მათ ცისფერი, ყავისფერი, შავი, კაკაოსფერი და ნარინჯისფერი გამოიყენეს. მაგრამ, ეს ყველაფერი იყო მეორე ეტაპი – საინტერესო ისაა, როგორ გაიხსნა ჩვენება: პოდიუმზე თხუთმეტსანტიმეტრიან ქუსლებზე შემდგარი, ელასტიკებსა და ტყავის ქურთუკებში გამოწყობილი ოთხი მამაკაცი გამოვიდა. ჯგუფი „კაზაკი” ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ჯგუფია, რომელსაც ძალიან დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ მსოფლიო მასშტაბით.

ანუკი არეშიძე: სულ რაღაც ორი წლის შემდეგ „კაზაკის” შესახებ მთელი მსოფლიო ილაპარაკებს. ისინი სუპერვარსკვლავები გახდებიან და ლედი გაგას ჩაანაცვლებენ. ეს გასაკვირი არც იქნება, რადგან სწორედ ლედი გაგას პროდიუსერმა მოჰკიდა მათ ხელი.

მაყურებელი ქუსლებზე შემდგარი ბიჭების ცეკვამ მართლა შოკში ჩაყარა. ასობით ფოტო უკვე დევს უკრაინულ მოდურ საიტებსა და ბლოგებზე. ცეკვის შემდეგ ჯგუფის წევრებმა მიკროფონებთან გადაინაცვლეს და ლაივში მუსიკალურად გააფორმეს მთელი ჩვენება. პირველივე კოსტიუმების გამოჩენიდან აპლოდისმენტები არ გაჩერებულა. ემოციებით გაივსო დარბაზი და ამ დინამიკაში ყველაფერმა უფრო ენერგიულად და საინტერესოდ ჩაიარა. კოლექციაში დიდი რაოდენობის აქსესუარები იყო გამოყენებული, რომელიც თამუნა ლეჟავას ეკუთვნის. ამ აქსესუარებმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩვენების ბოლოს კი არქიტექტურულად უზადოდ შესრულებულ, შავი ტყავის კაბაში გამოსულ მოდელს თავზე უზარმაზარი შავი ბურთი ედგა.

ანუკი არეშიძე: კონცეპტუალურად ყველაზე მეტად კვერცხი უხდებოდა ჩვენს ჩვენებას, როგორც დაბადების სიმბოლო. ბრენდი „ანუკი და ბიჭოლა” ახლა იბადება და, დარწმუნებული ვარ, ის ძალიან წარმატებული იქნება.

კითხვაზე, თუ რატომ იყო კვერცხი შავი, ძალიან კონკრეტული პასუხი მივიღეთ:

– შავი – ეს არის ყველაზე ელეგანტური, დახვეწილი, ერთი სიტყვით, მოდის ფერი, – თქვა ბიჭოლამ. საფინალო გამოსვლისთვის ანუკი არეშიძემ „პრადას” ბლუზა, „მოსკინოს” ქვედაბოლო და ისევ პირს ატკინსონის, ოღონდ, ამჯერად, სოკოებიანი „აბადოკი“ აირჩია.

ჩვენებას სრულიად უკრაინის ბიზნესელიტა ესწრებოდა. განსაკუთრებული ინტერესი კახა კალაძემ გამოიწვია, რომელიც, შემოსული არ იყო დარბაზში, რომ ასობით აკრედიტებული ჟურნალისტი მასთან კომენტარის ჩასაწერად მივიდა. კახას გემოვნებას უკრაინელები განსაკურებით ენდობიან და მისი მხრიდან მეუღლის შემოქმედების შეფასებები ყველასთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო. გარდა ადგილობრივი ცნობილი სახეებისა და პირველი კლასის ჟურნალების წარმომადგენლებისა, ჩვენებას დაესწრენ დიზაინერების მეგობრები იტალიიდან და საქართველოდან. სტუმრებს შორის იყვნენ: ბიზნესმენ ვახტანგ ვასაძის მეუღლე – თიკო გაბრიჩიძე და ვახტანგის და – ნინო ვასაძე, რომელიც „ავტოკაპიტალის” დირექტორი და „უკრავტოს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ჩვენების შემდეგ „ავთარ ფართიზე” სტუმრებმა „ბუდა ბარში” გადაინაცვლეს – დაძაბული დღეების შემდეგ რელაქსაციის საუკეთესო ადგილზე. მით უმეტეს, რომ დიზაინერებმა ძალიან ბევრი შეკვეთა მიიღეს და უკვე მეორე დღიდან დაიწყეს აქტიური მუშაობა ბრენდის კომერციულ წარმატებაზე. სად იქნება მაღაზია, როგორ და სად იმუშავებენ თბილისსა და მილანში მცხოვრები დიზაინერები, ამას მოკლე ხანში შევიტყობთ.

P.S. სულ ცოტა ხნის წინ, ანუკი და ბიჭოლა პარიზში „ვიქტორ ენდ როლფის” ჩვენებას დაესწრნენ, სადაც პრესის განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს. ყველაზე ცნობილ და გემოვნებით ჩაცმულ ქალბატონს, იაპონური „ვოგის” რედაქტორს, ანა დელა რუსოს, ანუკის ჩაცმულობა მოეწონა და გამოელაპარაკა, რის შემდეგაც მედია მისი ვინაობით დაინტერესდა. როგორც „ვიქტორ ენდ როლფის” ერთგული კლიენტები, ანუკი და ბიჭოლა, ჩვენების შემდეგ კულისებში შევიდნენ და დიზაინერები გაიცნეს.


скачать dle 11.3