კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას გადაურჩა ნიკა ბლიაძე და რა სიურპრიზებს უწყობენ მას მახინჯი გოგონები

სერიალ „ჩვენი ოფისის“ ყველაზე „ეგზოტიკური“ პერსონაჟი – დაცვა, რომელსაც 22 წლის ნიკა ბლიაძე ასრულებს, თავს იღბლიანად მიიჩნევს. ახალციხის რაიონის სოფლიდან დიდ ქალაქში ჩამოსულ ბიჭს ყველაზე მეტად მაშინ გაუმართლა, როცა საკუთარი შესაძლებლობების „კავეენში“ გამომჟღავნების შანსი მიეცა, აქედან პოპულარულ სერიალამდე კი სულ ერთი ნაბიჯი იყო. მრავალ ქასთინგგამოვლილი და „შემოწმებული“ ნიკა დღეს ძალიან სასაცილო და კეთილ პერსონაჟს ასახიერებს და უამრავ მაყურებელს ახალისებს. რაში არ უმართლებს ნიკა ბლიაძეს და ვისი დაცვის უფროსობა გადაწყვიტა მან „ნატა უფროსისგან“ მალულად, ამაზე ნიკა ჩვეული ხალისით საუბრობს.





ნიკა ბლიაძე: ვფიქრობ, იღბლიანი ადამიანი ვარ. როცა მე გავჩნდი, იმ პერიოდში ძალიან ცუდად ყოფილა ბაბუაჩემი. მას, თურმე, ძალიან უნდოდა, რომ ენახა შვილიშვილი, რომელიც მისი მოსახელე და მოგვარე უნდა ყოფილიყო. ბაბუა უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მაგრამ ჩემს დაბადებამდე ისე ებრძოდა სიკვდილს, რომ ყველას აკვირვებდა. როგორც კი გავჩნდი, ხელში ამიყვანა, დამლოცა და გარდაიცვალა. ეტყობა, ბაბუამაც მისურვა, რომ იღბლიანი ვყოფილიყავი. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ცელქი ვიყავი, ათას უბედურებასა და ფათერაკს ვარ გადარჩენილი. ჩემმა მშობლებმა, თურმე, ექიმბაშთან წამიყვანეს, რომ როგორმე დავმშვიდებულიყავი. ექიმბაშმა ვალერიანის წვეთებით გამჭყიპა, მაგრამ დაჭკვიანების ნაცვლად უფრო გადარეული გავხდი (იცინის). ერთხელ მტრედებს გამოვეკიდე და ლამის მანქანების ბორბლებქვეშ ჩავვარდი, მაგრამ მაშინაც გადავურჩენივარ ღმერთს. სკოლაში სწავლის პერიოდში დიდად არ მიმართლებდა – გამოცდაზე მაინცდამაინც ის ბილეთი უნდა შემხვედროდა, რომელიც არ ვიცოდი, თუმცა ცუდად არ ვსწავლობდი. ყველა დარწმუნებული იყო, რომ წარმატებებს მივაღწევდი. მართლაც, უნივერსიტეტში საკმაოდ იოლად ჩავაბარე მისაღები გამოცდები, თან, საკმაოდ დიდ კონკურენციას გავუძელი. (იცინის) ერთი-ორი წლის წინათ თავისუფლების მოედანზე შუაღამისას მოვხვდი ტაქსიში, რომელსაც ნამდვილი ვამპირი მართავდა. სანამ სანზონაში გამიყვანა, ერთი სიკვდილი გავათავე. ისეთი ჩამოვუხტი მანქანიდან, უკანმოუხედავად გავრბოდი (იცინის). მე ახალციხის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში გავიზარდე, იქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს, ყველა ერთმანეთის ახლობლად თვლის თავს, უფრო გულწრფელი და თბილი ურთიერთობები აქვს ხალხს ერთმანეთთან, ვიდრე ქალაქში. ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რადგან სოფელში დავიბადე, ამის გამო ბედს უნდა ვუჩიოდე, მაგრამ, ასე არ არის. მე იქ იმდენი რამ ვისწავლე, რასაც სხვაგან ვერ ვისწავლიდი, იქ ჩამოვყალიბდი ასეთ ძლიერ ადამიანად. ვაკეში გაზრდილი ბიჭი ვერ იქნება ისეთი გამძლე, როგორიც მე ვარ. ასე რომ, სოფლელობასაც აქვს თავისი ხიბლი (იცინის). როცა შვილი მეყოლება, 8-9 წლამდე სოფელში გავზრდი, რომ ჯანმრთელი და პატიოსანი ბავშვი იყოს.

– ის, რომ სოფელში ხარ გაზრდილი, ოკამელი „დაცვის“ როლის შესრულებაში გეხმარება?

– ძალიან. უფრო ბუნებრივად ვასრულებ სოფლელი ბიჭის როლს. საერთოდ, ამ სერიალში ჩემი მოხვედრაც დიდი იღბალი იყო. მე ადრე „კავეენებს“ ვაკეთებდი, როცა „რუსთავი 2-ში“ გამოცხადდა ქასთინგი, მეც მივედი. ძალიან ბევრი ხალხი დამხვდა იქ, მაგრამ მე გამიმართლა და რამდენიმე ტურის გავლის შემდეგ დამტოვეს. ჩემი როლი თავიდან განსაზღვრული არ ყოფილა, მოგვიანებით შეიქმნა. ამ როლმა მართლაც მომიტანა პოპულარობა.

– მშობლიურ ახალციხეში, ალბათ, უკვე ვარსკვლავი ხარ.

– იმ მხრიდან ორი ვარსკვლავი ვართ – მე და ვანო მერაბიშვილი (იცინის). ჩვენ ნათესაური კავშირი გვაქვს, დედაჩემიც სოფელ უდედან არის და იცნობს მის მშობლებს. ჩემი სოფელი დღემდე გვერდში მიდგას. როცა იქ ჩავდივარ, ყველა მეფერება, ყველა სიყვარულს გამოხატავს. მთხოვენ ხოლმე, რომ ნატა უფროსი ჩავიყვანო სოფელში, განსაკუთრებით მაინც მამაკაცებში გახდა პოპულარული ერთ-ერთი შოუს შემდეგ. თუ გამომყვება, ნატა უფროსს ჩემს სოფელშიც სიამოვნებით დავიცავ (იცინის).

– ნიკა, პირად ცხოვრებაში, გოგონებთან ურთიერთობაშიც იღბლიანი ხარ?

– მართალია, ჯერჯერობით შეყვარებული არ ვარ, მაგრამ გოგონებში ნამდვილად მიმართლებს. ბევრი გოგონა მყავს, უმეტესი მათგანი ინტერნეტით გავიცანი, უამრავი გოგო მწერს, მაგრამ ყველას არ ვხვდები – ამ საკითხში მწარე გამოცდილება მაქვს: ერთი-ორჯერ მომატყუეს – ფოტოზე სხვა იყო, ლაივში კი ისეთ მახინჯს შევხვდი, გული გამისკდა, ასეთი სიმწარეებიც და სიურპრიზებიც მახსოვს (იცინის). მას შემდეგ ძალიან ფრთხილი გავხდი ამ საკითხში, მაგრამ ზოგი ისეთი აბეზარი თაყვანისმცემელი მყავს, თავის დაღწევა მიჭირს ხოლმე, მით უმეტეს მათგან, ვინც ლექსებსაც კი წერს ჩემთვის (იცინის).

– როგორც ჩანს, ბევრ პაემანზე დადიხარ.

– რაღა დროს პაემნებია, ახლა პაემანი აღარაა მოდაში. გოგონებს რომ ვხვდები, ვსეირნობთ, „მაკდონალდსში“ დავდივართ, ოღონდ, იქ არაფერს არ ვაჭმევ, რომ არ დასუქდნენ (იცინის).

– აზარტულ თამაშებში იღბლიანი ხარ?

– ისე რა... ადრე ვთამაშობდი ხოლმე ყველანაირ ლოტოს – საოჯახოს, საგვარეულოსაც კი, მაგრამ ვერაფერიც ვერ მოვიგე, ამ მხრივ უიღბლო ვარ. ხალხი სახლსა და მანქანებს იგებს, არ შეიძლება, მეც რომ რამე მოვიგო? არ მინდა ბევრი: ერთი სახლი, ერთი მანქანა.... მაინც ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ჩემს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული.

– შენი აზრით, ადამიანს წარმატების მისაღწევად იღბლის გარდა კიდევ რა სჭირდება?

– ადამიანმა კარგად რომ იცხოვროს, იღბლიანი უნდა იყოს, მაგრამ მხოლოდ იღბლის იმედზე ყოფნა – ჩემს მტერს!.. თუ არ იშრომე და რისკზე არ წახვედი, თავისით არაფერი მოდის. ბევრჯერ უნდა სცადო რამის დაწყება, ერთხელ, ორჯერ შეიძლება არ გაგიმართლოს, მაგრამ მერე აუცილებლად გამოვა ის, რისთვისაც იბრძვი. დამარცხება უფრო გაძლიერებს ადამიანს. მე საკმაოდ დიდხანს ვცხოვრობდი სპორტული ცხოვრებით და კარგად ვიცი, რას ნიშნავს იღბალი სპორტში. 17 წლის ვიყავი, როცა გავხდი საქართველოს ჩემპიონი მკლავჭიდში, ყელით გავათრიე ნაგვის მანქანა და ავტობუსი, რომელშიც საკმაოდ მძიმეწონიანი ხალხი: დრუპი, მიშა მშვილდაძე, შონზო ისხდნენ. ხომ ვარ ნამდვილი რეკორდსმენი?! დარწმუნებული ვარ, ჩემი უფროსი მეგობრები ახალი რეკორდის დამყარებაშიც დამეხმარებიან. ძალიან შევცდი, რომ ჩემი რეკორდის შესახებ გინესის რეკორდების კომიტეტს არ შევატყობინე. მომავალში აუცილებლად გამოვასწორებ ამ შეცდომას (იცინის).

ძალიან დიდი ინტერესი მაქვს ბიზნესთან დაკავშირებით. ჩემს სოფელში ყველა ფიქრობს, რომ ჩემგან დიდი ბიზნესმენი დადგება. ძალიან მინდა, გავხსნა სუპერმარკეტების ქსელი და ვიშოვო ბევრი ფული. ოღონდ, ეს ისე უნდა მოვახერხო, რომ ნატა უფროსმა არ გაიგოს (იცინის). როცა ბევრ ფულს ვიშოვი, ჩემს სოფელში ეკლესიას ავაშენებ და ხალხს დავეხმარები. მართლა ძალიან მინდა, რომ ბილ გეითსის მსგავსად, მილიარდერი გავხდე. მით უმეტეს, ის პროფესია მაქვს, რომლის წყალობითაც მან მილიონები იშოვა. ოდესღაც გეითსმაც ხომ ნულიდან დაიწყო ცხოვრება?! როგორმე უნდა შევხვდე მას და გავიცნო, იქნებ მეც გამიწიოს კონსულტაციები. ბოლოს და ბოლოს „ხეზე ასვლას“ თუ არ მასწავლის, იმას მაინც შევთავაზებ, რომ დაცვის უფროსად მამუშაოს, მივატოვებ ნატა უფროსს და გავფრინდები ბილთან (იცინის).

თამუნა ნიჟარაძე

скачать dle 11.3