კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იყიდა ავეჯისა და ინტერიერის დიზაინში წარმატებულმა დიზაინერმა მარსელ ვანდერსმა ქართველებისგან ერთობლივი წარმოებისთვის

„რუმსის” დიზაინერები: ნატა ჯანბერიძე, ქეთი თოლორაია და მათი ბიზნესპარტნიორი ბაია დავითაია, ხშირად ხვდებიან ხოლმე ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში. მინდა აღვნიშნო, რომ, უმრავლეს შემთხვევაში, ეს ჟურნალისტები ევროპული და ამერიკული გამოცემების თანამშრომლები არიან. დარწმუნებული ვარ, ამ დიზაინერების მიმართ ახლო მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი, ამის მიზეზი კი ისაა, რომ მათ ქართული თანამედროვე დიზაინის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს. ჩვენს ინტერვიუში „რუმსის” დიზაინერებსა და მათ წარმატებებზე გიამბობთ.

– როდის დაიწყეთ ერთად მუშაობა და რატომ?

ნატა: ჩვენ აკადემიაში ვსწავლობდით ერთად, ჯგუფელები ვიყავით. დავმეგობრდით და კარგად გავუგეთ ერთმანეთს.

– ძირითადად ინტერიერზე მუშაობთ?

– ვმუშაობთ როგორც ინტერიერზე, ასევე, ავეჯზე, განათებაზე...

ქეთი: ბოლოს თებერვალში ვიყავით კოპენჰაგენში, სადაც ჩატარდა „ფეშენ-ვიქი” და ჩვენ ამ ღონისძიებაზე ვითანამშრომლეთ იქაურ დიზაინერთან – კრისტიან ვესტფალთან: მოვაწყვეთ ერთობლივი გამოფენა, სადაც გამოყენებულ იქნა ჩვენი ინსტალაცია, პროექციები კედლებზე, რისთვისაც ნიკა მაჩაიძეს გავაკეთებინეთ ვიდეოარტი.

ნატა: ეს უფრო არტისტული გამოფენა იყო, ვიდრე კომერციული.

ქეთი: ძირითადად პრესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ამ ღონისძიებას და არაერთხელ მოვხვდით მათი ინტერესის ცენტრში.

– თვითონ კრისტიან ვესტფალზე რას იტყვით?

– ის საკმაოდ ცნობილი დიზაინერია, თავის ტანსაცმელს ევროპასა და იაპონიაში ყიდის.

– თქვენი დაკავშირება როგორ მოხდა?

– ერთი წლის წინ თვითონ დაგვიკავშირდა. „დიზაინ-ბლოგზე“ უნახავს ჩვენი ნამუშევრები და უკვე შარშან, თებერვალში, პარიზში, ტრანოის „ფეშენ-ვიქზე“ ჰქონდა თავისი ტანსაცმლის ჩვენება, რომელიც ჩვენს მიერ შექმნილი შპალერების ფონზე მიმდინარეობდა.

ნატა: ეს იყო ჩვენი პირველი თანამშრომლობა. როგორც ჩანს, შედეგით კმაყოფილი დარჩა, ვინაიდან წელსაც ჩვენ შემოგვთავაზა თანამშრომლობა. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი გასვლა და გამოფენა ახალი ინფორმაცია და გამოცდილებაა. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა – ახალი ქვეყანა გავიცანით, მათი კულტურა და, ძალიან საინტერესო საზოგადოებაში მოვხვდით.

– რამდენ ხანს გაგრძელდა გამოფენა?

ქეთი: ექვსი დღე. კრისტიან ვესტფალი დაინტერესებულია, რომ კვლავ გაგრძელდეს ჩვენი თანამშრომლობა.

– ამჟამად რაზე მუშაობთ?

ნატა: ამჟამად სხვა გამოფენისთვის ვემზადებით. ეს ავეჯის დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენაა, რომელიც აპრილში ჩატარდება მილანში. შარშან, ანუ წინა გამოფენაზე, სადაც, ასევე, მონაწილეობა მივიღეთ, ჩვენ მიერ შექმნილი ერთ-ერთი განათების წარმოების უფლება იყიდა ჰოლანდიურმა ფირმა „მოიმ”, რომლის მთავარი დიზაინერია მარსელ ვანდერსი.

ქეთი: ამაზე კარგი ვერც კი წარმომიდგენია, რა შეიძლება მომხდარიყო, იმიტომ რომ, ქართული მოდის ისტორიაში პირველად გავიდა ქართული დიზაინი უცხოეთში, იმ მიზნით, რომ აწარმოონ, რის შემდეგაც ის მთელ მსოფლიოში გაიყიდება ჩვენი ერთობლივი სახელით.

– ეს ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით საინტერესო ამბავი შემატყობინეთ. დიდი ხანია, რაც ეს მიმართულება აირჩიეთ? როგორც ცნობილია, ქართულ რეალობაში ამ მიმართულებით ბევრი დიზაინერი არ მუშაობს?

ნატა: დიახ, ასეა, რაც ალბათ, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ხდება. არ შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ პირველები ვართ, ვინც ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა, მაგრამ, საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ქართველი დიზაინერების ერთ-ერთი პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე გაიყიდება და ამ პროდუქტის ავტორები ჩვენ ვართ.

ქეთი: მანამდეც ვიბეჭდებოდით ხოლმე ევროპულ და ამერიკულ ჟურნალებში, მაგრამ, ამ გამოფენის შემდეგ კიდევ უფრო დაინტერესდნენ ჩვენით. თუმცა, არ გვქონდა უფლება, მიგვეცა ინფორმაცია ჩვენი პროდუქტის შესახებ. აპრილიდან დაიწყება „რუმსის” შექმნილი განათების წარმოება და, ამ ყველაფრის პარალელურად – ფიარიც.

– იტალიაში როგორ მოხვდით ამ ჩვენებაზე?

– რაც კი ავეჯს, განათებასა და დიზაინს შეეხება, ყველაფერი ხვდება ამ გამოფენაზე. ჩვენ ვიცოდით მის შესახებ. ამიტომ, გავგზავნეთ მოთხოვნა მონაწილეობის მისაღებად და მიგვიწვიეს კიდეც.

– კიდევ რომელ წარმატებებზე გვიამბობთ?

ნატა: თბილისში ყველასათვის ცნობილი სასტუმრო „აჭარის” ტერიტორიაზე, მოგეხსენებათ, ახლა აშენდა სასტუმრო „ჰილიდეი ინი”, ამ შენობის დიზაინი ჩვენ „რუმსს” გვეკუთვნის. სპეციალისტები ამ ცნობილი ქსელის სასტუმროების შენობებიდან თავისი დიზაინით განსაკუთრებით გამოყოფენ თბილისსა და დუბაიში განთავსებულ „ჰილიდეი ინის” შენობებს, რაც, რა თქმა უნდა, გვახარებს.

ქეთი: გვქონდა გამოფენა ლონდონშიც, რომლის შესახებ ჟურნალი „იუ” მოგვითხრობს – ეს დაახლოებით „თბილისელების” ინგლისური ვარიანტია. ნახეთ, მასში ჩვენი შპალერია წარმოდგენილი.

– რომელია, ყველაზე საინტერესო ამბავი თქვენი, როგორც დიზაინერების ისტორიიდან?

– ალბათ, ჯობია, ტომ დიქსონზე გიამბოთ. რადგან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება და ემოცია მაინც ჩვენს შარშანდელ, მილანში გამართულ გამოფენასთან არის დაკავშირებული. არის ძალიან ცნობილი ინგლისელი დიზაინერი, ტომ დიქსონი, რომელიც მოვიდა გამოფენაზე და ჩვენს სტენდთან გაჩერდა. ვიცანი, მაგრამ, შემდეგ საკუთარ თვალებს არ დავუჯერე. მანაც იმ განათებას მიაქცია ყურადღება, რომელიც უკვე შემდგომ მარსელ ვანდერსმა იყიდა თავისი კომპანიისთვის.

ნატა: იმდენად ავფორიაქდი, ამ კაცის დანახვისას, რომ ჩვენს განათებას, რომელიც ზემოთ ეკიდა და რომლის შესახებაც კითხვებს მისვამდა, მომინდა მივწვდომოდი და ხტუნაობა დავიწყე. ენერგიით სავსე ვიყავი. ეს კაცი მაღალია და ქვემოდან გაკვირვებული მიყურებდა. მითხრა, ცოტა დამშვიდდიო და მერე მკითხა, საიდან ხარო. თბილისი რომ ვუხსენე, ძალიან ესიამოვნა. აღმოჩნდა, რომ ძალიან ნაცნობი ქალაქი იყო მისთვის. კარგია, თქვენ ბევრი ხე გაქვთ და, რადგან ნედლეული არსებობს, სამუშაოც იქნება. ამიტომ, აბა, თქვენ იცითო, – გაგვამხნევა და რჩევებიც მოგვცა.

ქეთი: თქვენ ისეთი ქვეყნიდან ხართ, რომ უკვე ყველგან განსხვავებულები ხართო.

მეორე დღეს მარსელ ვანდერსი რომ მივიდა ჩვენს სტენდთან, მაშინ ჩვენ გასულები ვიყავით და ჩვენი მენეჯერი თამუნა დახვდათ ადგილზე. თამუნასა და მარსელ ვანდერსის შეხვედრას სანამ მოგიყვებით, მინდა, გავიხსენო: ხომ ხდება, ისე, რომ რაღაცაზე მუშაობ და ამოჩემებული გაქვს – ამას ვქმნი ამა და ამისთვისო. ასე იქმნებოდა ჩვენი განათება „მოის” ამოჩემების ფონზე.

ნატა: იმდენად დიდი იყო ჩვენი ამ კომპანიასთან თანამშრომლობის სურვილი, თითქოს წინასწარ გვჯეროდა კიდეც, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა.

თამუნა, რომ დაუნახავს, მარსელ ვანდერსიც ჩვენს განათებასთან გაჩერდა, ამბობდა: მაგიდას გადავაფრინდი და ვყვიროდი: „მარსელ!..” ის საკმაოდ გავლენიანი პერსონაა ავეჯისა და ინტერიერის დიზაინში.

ქეთი: თუ მარსელ ვანდერსი რაღაცას აღიარებს და იტყვის, კარგიაო, ესე იგი, მართლა კარგია. მან თქვა, რომ ჩვენი განათება იყო კარგი და შეიძინა კიდეც. თურმე, ეს ორმეტრიანი კაცი მოიხარა ამ ჩვენ განათებასთან და ბავშვივით ეფერებოდა, გაიძახოდა: „ხუთ, ხუთ!..” ანუ, კარგიაო. „გუდ” ჰოლანდიურად არის „ხუთ”.

ნატა: ჩვენ მეტროში ვართ და თამუნა მირეკავს, რაღაცას მიყვება... უფრო სწორად, ჰგონია, რომ მიყვება, სინამდვილეში გაიძახის: „მარსელ ვანდერსი!“ „პოზიშენ ლემფი!.. ”

ქეთი: მე მეგონა, რაღაც უბედურება მოხდა, რადგან ნატას ცრემლები ჰქონდა თვალებზე. გამოვედით მეტროდან, ჩქარი ნაბიჯით გავემართეთ გამოფენისკენ და, ვხედავთ, კიბეებზე ჩამოდის მარსელ ვანდერსი.

– არ გაეცანით?

– როგორ არა, მივედით, ვუთხარით, რომ ჩვენ ვიყავით „რუმსის” დიზაინერები. ხელი ჩამოგვართვა და გადაგვკოცნა ორივე.

– დიდი გამოფენა იყო?

– საკმაოდ დიდი, მთელი მსოფლიოდან იღებდნენ დიზაინერები მასში მონაწილეობას – დაახლოებით ორასამდე ადამიანი.

– მათგან რამდენს ჰქონდა მსგავსი შემოთავაზება?

– არავის.

– ამჟამად რამდენი დიზაინერი თანამშრომლობს „მოისთან”?

– არც ისე ბევრი, დაახლოებით ოცამდე.

– ამ წარმატების შემდეგ, ალბათ, ორმაგად არიან დაინტერესებული, რას ჩაიტანთ.

ნატა: ვცდილობთ, თავი არ შევირცხვინოთ. ძალიან მნიშვნელოვანი წელი გველის. ჯერ კიდევ არ გვაქვს გათავისებული ჩვენი წარმატება. ფიარი ახლა იწყება, აქამდე ხომ მხოლოდ ჩვენ და „მოიმ” ვიცოდით ამ გარიგების შესახებ. უკვე მოგვწერეს, რომ ჩვენი ბიოგრაფია და ფოტოები გავუგზავნოთ, რათა დაიწყონ ფიარ-მუშაობა.


скачать dle 11.3