კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მორიგი საქველმოქმედო აქცია – საჩუქარი ებრაული თემის სოციალურად დაუცველ ბავშვებს

„საქართველოს ლატარიის კომპანია“ ჩვენს სინამდვილეში ქველმოქმედებით ნამდვილად გამოირჩევა და ყოველმხრივ ცდილობს, ერთი დღით მაინც გაულამაზოს ცხოვრება და გაამხიარულოს ისინი, ვინც საზოგადოებას არც ისე ხშირად ახსენდება ხოლმე, იქნებიან სათნოების სახლის მოხუცები, დევნილები თუ სოციალურად დაუცველი ოჯახები. ამჯერად, 16 მარტს, კომპანიის წარმომადგენლები „ებრაული თემის სახლს“ ესტუმრნენ და საქართველოს ებრაული საზოგადოების სოციალურად დაუცველ პატარებს სხვადასხვა სახის ტკბილეული და სხვა საჩუქარი გადასცეს, რამაც იქ მყოფი საზეიმოდ მორთული პატარების ცნობისმოყვარეობა, სიხარული და ჟრიამული გამოიწვია. ხსენებულ დაწესებულებაში მოქმედებს პროგრამა „ბავშვთა ინიციატივა”, რომელიც დახმარებას უწევს რისკჯგუფებში მყოფ და სოციალურად ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახების ბავშვებს. პროგრამაში 60 ბავშვია ჩართული.

გაზაფხულზე, მთელი მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოში მცხოვრები ებრაელები, ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს, ფურიმს აღნიშნავენ. სწორედ ეს დღესასწაული მიულოცეს კომპანიის წარმომადგენლებმა ბავშვებს. საკარნავალო კოსტიუმებში გამოწყობილი პატარები ლატარიის კომპანიის წარმომადგენლების მიერ მიტანილმა საჩუქრებმა და გამოჩენილმა ყურადღებამ ძალიან გაახარა. თუმცა, ლატარიის კომპანიის საჩუქრები პატარებისთვის ამით სულაც არ დამთავრებულა. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ლალი კრიხელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ელი კეიდარმა ბავშვების მხიარულ განწყობასა და გართობაზეც იზრუნეს და დღესასწაულზე მშვენიერ ფიფქიასა და მხიარულ ჯამბაზთან ერთად მივიდნენ, რომლებმაც პატარებს მათთვის მომზადებული გასართობი პროგრამა წარუდგინეს.

„ებრაული თემის სახლის“ ხელმძღვანელობამ „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მესვეურებს გულითადი მადლობა გადაუხადეს ქველმოქმედებისთვის.

ზოჰარ დავიდი (საქართველოს „ებრაული თემის სახლის“ ხელმძღვანელი): „საქართველოს „ებრაული თემის სახლი“ ამერიკის ებრაელთა საზოგადოების წარმომადგენლობაა. ამერიკაში ის 1989 წლიდან არსებობს, ხოლო საქართველოში – 1995 წლიდან. მე ამ ორგანიზაციას წელიწად-ნახევარია, ვხელმძღვანელობ. გაზაფხულზე ებრაელები ფურიმს აღვნიშნავთ, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია. გადმოცემის თანახმად, ძველი სპარსეთის ერთ-ერთმა მმართველმა მეოთხე საუკუნეში გადაწყვიტა ებრაელების განადგურება, რასაც წინ აღუდგა მისი ებრაელი მეუღლე და თანამემამულეები გადაარჩინა. ამ დღეს ვამზადებთ ტრადიციულ კერძებს და მხიარულად აღვნიშნავთ დღესასწაულს. გულითადი მადლობა მინდა გადავუხადო „საქართველოს ლატარიის კომპანიას“, რომ ასე გაახარა და გააბედნიერა ჩვენი პატარები”.

ელი კეიდარი („საქართველოს ლატარიის კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი): მოხარული ვარ, რომ „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქა სოციალურად შეჭირვებული ოჯახების პატარებს. ლატარიის კომპანია საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც განაგრძობს.



ლალი კრიხელი („საქართველოს ლატარიის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): დღეს „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა და ფურიმის დღესასწაული მიულოცა ებრაელ ბავშვებს. ჩვენ, როგორც ყოველთვის, ვეცადეთ ლამაზი დღე მოგვეწყო ბავშვებისთვის და, ახლა, როცა პატარების გახარებულ სახეებს ვუყურებ, თამამად შემიძლია, აღვნიშნო, რომ „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ კიდევ ერთხელ წარმატებულად განახორციელა კეთილი საქმე. ქართველ და მთელი მსოფლიოს ებრაელებს ვულოცავთ ფურიმს და ვუსურვებთ, მხიარულად შეხვდნენ დამდეგ დღესასწაულს!


скачать dle 11.3