კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

ელ ბარადეი ეგვიპტის

პრეზიდენტობისთვის ემზადება

ნობელის პრემიის ლაურეატი და „მაგათეს” ყოფილი ხელმძღვანელი, მუჰამედ ელ ბარადეი, ეგვიპტის პრეზიდენტობისთვის ემზადება და მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ელ ბარადეის თქმით, იგი აპირებს ეგვიპტელი ხალხისთვის მთელი იმ გამოცდილების გაზიარებას, რაც უცხოეთში მუშაობის დროს დაუგროვდა. მან, ასევე, უკმაყოფილება გამოხატა ეგვიპტის დროებითი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ეხება და განაცხადა, რომ ქვეყნის უმთავრესი დოკუმენტი არა შესაცვლელი, არამედ ხელმეორედ, ნულიდან არის დასაწერი. ეგვიპტეში მიმდინარე არეულობების პერიოდში მუჰამედ ელ ბარადეი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და მოსალოდნელი, იყო, რომ იგი საკუთარ კანდიდატურას წარადგენდა პრეზიდენტის პოსტზე.

პუტინის სახელი

ყირგიზულ მწვერვალს ეწოდა

ყირგიზეთში მდებარე ერთ-ერთ მთას, რომლის სიმაღლე 4 446 მეტრია, რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის სახელი ეწოდა. ამის შესახებ ყირგიზეთის მთავრობის მეთაურმა როზა ოტუნბაევამ განაცხადა და ხელიც მოაწერა შესაბამის განკარგულებას. მწვერვალი „ვლადიმირ პუტინი” ამიერიდან ყირგიზეთის ჩუისკის ოლქში, მოსკოვის რაიონში მდებარე უსახელო მწვერვალს ეწოდა. პუტინის გარდა, ყირგიზეთში არის ასევე, რუსეთის ექსპრეზიდენტის, ბორის ელცინის სახელობის მწვერვალი, რომლის სიმაღლე 5 168 მეტრია.

პრინცი ჰარი ავღანეთისთვის ემზადება

დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ სამხედრო-საბრძოლო შვეულმფრენ „აპაჩის” მართვის სწავლების ათთვიანი კურსი წარმატებით დაასრულა და შესაბამისი გამოცდები ჩააბარა. ავღანეთში სამშვიდობო მისიაში წასასვლელად პრინცს კიდევ ერთი კურსის გავლა დასჭირდება და ამის შემდეგ იგი სრულად იქნება მომზადებული, რათა საბრძოლო შვეულმფრენი ცხელ წერტილში მართოს. პრინცის სურვილი სწორედ „აპაჩის” ტიპის შვეულმფრენის პილოტირება იყო და შესაბამისი კურსების გავლა მან 2009 წელს დაიწყო. ვარაუდობენ, რომ ავღანეთში პრინცი 2012 წლის გაზაფხულზე გაემგზავრება და სამხედრო სამსახურს ბრიტანეთის ჯარებში გაივლის. პრინცი ჰარი 2007-2008 წლებში იმყოფებოდა ავღანეთში, სადაც 10-დღიანი საბრძოლო კურსი გაიარა. ცნობილია, რომ პრინც უილიამსაც ჰქონდა სურვილი, ემსახურა ავღანეთში დისლოცირებულ საჯარისო ნაწილში, თუმცა, იმის გამო, რომ იგი ტახტის მემკვიდრეა, მას აკრძალული აქვს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა.

უგო ჩავესმა სილიკონის წინააღმდეგ გაილაშქრა

ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი კრიტიკის ქარცეცხლით დაატყდა თავს პლასტიკურ ქირურგებს, რომელთა სპეციალიზაციაა მკერდის გადიდება სილიკონის გამოყენებით. მკერდის გადიდების მასობრივ მოთხოვნას ჩავესმა „არანორმალური მოვლენა” უწოდა თავის ყოველკვირეულ სატელევიზიო გამოსვლაში და ქირურგები ქალის ბუნებრივი სილამაზის განადგურებაში დაადანაშაულა. მკერდის გადიდებით ჩავესი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც თავისი ერთ-ერთი მხარდამჭერი ქალისგან მიიღო წერილი, რომელშიც ქალბატონი 7 ათას დოლარს სთხოვდა თავის ლიდერს მკერდის გადიდების ოპერაციის ხარჯების დასაფარად. უკანასკნელი ცნობით, მკერდის გადიდება ვენესუელაში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ოპერაციაა, რომელსაც წელიწადში 30-40 ათასი ქალი იკეთებს.

მუამარ კადაფი „ალ ქაიდასთან” კავშირით იმუქრება

ლიბიის ჯამაჰირიის ლიდერმა, პოლკოვნიკმა მუამარ კადაფიმ განაცხადა, რომ, თუკი უცხოური ჯარები ფეხს შედგამენ ლიბიის მიწაზე და დაიწყებენ სამხედრო ოპერაციებს, იგი „ალ ქაიდას” გაურიგდება და ოსამა ბინ ლადენის გამოცხადებულ ჯიჰადს შეუერთდება. კადაფის განცხადებით, იგი „წმინდა ომს” გამოუცხადებს ყველა იმ ძალას, რომელიც მის წინააღმდეგ გაილაშქრებს. გარდა ამისა, ინტერვიუში, რომელიც ლიბიის ლიდერმა სახელმწიფო არხს მისცა, კადაფიმ აღნიშნა, რომ იგი შოკირებულია თავისი დასავლელი მეგობრების ქცევით, უპირველეს ყოვლისა კი – იტალიის პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის განცხადებებით. „ვფიქრობ, რომ მე მიღალატა ყველამ, ვისაც ჩემს მეგობრად მივიჩნევდი”, – აღნიშნა კადაფიმ. შემდეგ მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მის წინააღმდეგ ტერორისტული დაჯგუფებები მოქმედებენ და მოუწოდა დასავლეთს, რომ გონს მოეგონ და დახმარების ხელი გაუწოდონ ლიბიელ ხალხს.

ბერლუსკონი თავს იცავს

გახშირებული სექსუალური სკანდალების ფონზე, იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი სიმშვიდეს ინარჩუნებდა და უარს აცხადებდა იმ ბრალდებების კომენტირებაზე, რომლებსაც მას უყენებდნენ. თუმცა, ამას წინათ ბერლუსკონიმ გულახდილი ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ იტალიურ გაზეთს, სადაც აღიარა, რომ ამ რაოდენობის ქალებთან ინტიმური კავშირის დამყარებას, იგი, უბრალოდ, ვერ მოახერხებდა, რადგან, არც ჯანმრთელობა უწყობს ხელს და არც იმ ასაკშია, რომ ყოველდღე იცვალოს მეგობარი გოგონები. „მე მიყვარს წვეულებების მოწყობა, თუმცა, 33 ქალთან სექსით დაკავება, ჩემთვის მეტისმეტია, 75 წლის ვარ და არა 30-ის” – ბრძანა ბერლუსკონიმ.


скачать dle 11.3