კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტკბილლუკმაგაყოფილები

„… როგორც ჩემი ხალხი (არ) იტანჯება“!

მართალია, ქრისტიან-დემოკრატთა წინასაარჩევნო დევიზს (დენი – 10 თეთრად, გაზი – 5 თეთრად, წყალი – უფასოდ) ასრულება არ უწერია (ჯერ ერთი, იმიტომ რომ თავად ქრისტიან-დემოკრატები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში უმცირესობაში არიან და, მეორეც, როგორც ჩანს, ამ დევიზის აღსრულების საიდუმლო მმართველი პარტიისთვის არ გაუმხელიათ), მაგრამ, სამაგიეროდ, კომუნალური გადასახდელებით შეჭირვებული მოსახლეობის გვერდში დგომას განაგრძობენ. გვერდში დგომას ვამბობთ, თორემ, რეალურად, ოდენ განცხადებებით შემოიფარგლებიან. შესაბამისად, გასულ კვირას თბილისის საკრებულოელი ქდმ-ელები საკრებულოს შენობის წინ შეიკრიბნენ და ხელისუფლებასაც მოუწოდეს, არ დაუშვას თბილისელების დასჯა წყლის დავალიანების გადაუხდელობის გამო.

მეორე მხრივ, ამთავითვე ცხადია, რომ ხელისუფლება (სულაც რომ ტანზე შემოიხიოს სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა) ისე დაუშვებს წყლისა და დასუფთავების დავალიანებების მქონე თბილისელებისთვის ელექტროენერგიის გათიშვას, მზე მაღლა იქნება, იმ მარტივი ლოგიკით: რომ არ სდომებოდა, არც ერთიანი ადმინისტრირების გადაწყვეტილებას მიიღებდა. ასეა თუ ისე (იმ შემთხვევაშიც, თუ ვივარაუდებთ, რომ ქრისტიან-დემოკრატები პოლიტიკური გულუბრყვილობით გამოირჩევიან), ქდმ-ელები თავიანთ ნაციონალ კოლეგებს, ჯერ ერთი, საპროტესტო გამოსვლებს ჰპირდებიან და, რაც მთავარია – ამ საპროტესტო აქციებში დასჯილი აბონენტების გვერდით დგომასაც. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ დედაქალაქის საკრებულოში მაღალ-მაღალ პრემიებს საკრებულოელი „ნაცუმრავლესობის“ მხარდამხარ იღებენ თუ, მაინცდამაინც, პროტესტის ნიშნად (და მეტი დამაჯერებლობისთვისაც), იქნებ, თავიანთ ყოველთვიურ სამნულიან პრემიებზეც ეთქვათ უარი (თუ, რა თქმა უნდა, სურთ, რომ ისე დაიტანჯონ, როგორც მათი ხალხი იტანჯება)?!


скачать dle 11.3