მხოლოდ ფაქტები
* 1890 წელს ჰანოვერში გაძარცვეს ბანკი. აღმოჩნდა, რომ ფოლადის კედელი გაჭრილი იყო სწორ ხაზებზე მანამდე უცნობი ხელსაწყოთი. ეს იყო შემდუღებელი აპარატი („ავტოგენი“), რომელიც გამოიგონა დამნაშავემ და თავადვე გამოსცადა პირველად სწორედ ამ ძარცვის დროს.
* იყო შემთხვევები, როდესაც ელექტროსკამზე განსასჯელი მაშინვე არ კვდებოდა და ამისთვის რამდენიმე ცდა იყო საჭირო. მაგალითად, 1947 წელს ვილი ფრენსისი ელექტროსკამზე ორჯერ დასვეს, 1983 წელს ჯონ ლუი ევანსი – სამჯერ; 1989 წელს ხორას დანკენსი – ოთხჯერ, 1985 წელს ვენ დივერი – ხუთჯერ.
* ჩვეულებრივ, გამოსაფხიზლებლები პოლიციის ან ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების დაქვემდებარებაშია. პოლონეთში კი ისინი გარემოს დაცვის სამინისტროს ეკუთვნის.
* კენიაში სიძე და სიდედრი ერთმანეთს მხოლოდ ზურგშექცევით მდგომები ელაპარაკებიან.
* რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში წმიდა ბარბარე (სანტა-ბარბარა) არტილერიის მფარველი წმიდანია.
* კუნძულ ოსიმაზე იაპონიის ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ თვითმკვლელები. ისინი რომ გადაერჩინათ ან გამოერჩიათ ჩვეულებრივი ტურისტებისგან, ქვეყნის ხელისუფლებამ სავალდებულო გახადა კუნძულზე მისასვლელ ტრანსპორტზე ორმხრივ სამგზავრო ბილეთის აღება.
* გალილეო გალილეი იმ კვირაში დაიბადა, რომელშიც მიქელანჯელო გარდაიცვალა და გარდაიცვალა იმ წელს, როდესაც დაიბადა ნიუტონი.
* „საიდუმლო სერობის“ შექმნისას ლეონარდო და ვინჩი მთელი წლის განმავლობაში ყოველდღე დადიოდა ბორგეტიში, მილანის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ რაიონში და აგროვებდა დეტალებს იუდას სახის შესაქმნელად.
* ცნობილ კომპიუტერულ ფირმა „მაიკროსოფტში“ გაიხსნა კომპანიის ისტორიის მუზეუმი. სხვა გამოფენილ ექსპონატებს შორის ყურადღებას იქცევს კედელზე დაკიდებული წითელი ფერის ტელეფონი, რომელიც ჩართულია ტექნიკური დახმარების სამსახურის პირდაპირ ხაზზე. დამთვალიერებელს შეუძლია, აიღოს ყურმილი და გაიგონოს ფირმისთვის ყველაზე პატივსაცემი ადამიანის, კლიენტის ხმა, რომელიც ფირმის თანამშრომელს იმ მომენტში ესაუბრება.