ბრძნული აზრები
ჰიუგო: რაღაც ფუძეზე დგას ადამიანი. ამ ფუძის რყევა სულით ხორცამდე აღელვებს კაცს.
ლაროშფუკო: ეშმაკობის ბოროტად გამოყენება ადამიანის გონებრივ შეზღუდულობაზე მეტყველებს. ადამიანები, რომლებიც ამ მეთოდით ცდილობენ, დამალონ საკუთარი სიშიშვლე ერთ ადგილას, თავს – აუცილებლად გამოავლენენ მეორეგან.
სპინოზა: ეჭვიანობა იმაზე ზრუნვაა, რომ ერთმა ისიამოვნოს მიღწეულით და შეინარჩუნოს ის.
არისტოტელე: ვინც წინ მიდის სწავლაში, მაგრამ უკან რჩება ზნეობაში, ის უფრო უკან იხევს, ვიდრე წინ მიიწევს.
ვოვენარგი: ზნეობრიობის წესები თაობიდან თაობამდე ისევე იცვლება, როგორც თავად ადამიანები: ან კეთილი თვისებებით ან ნაკლიდან გამომდინარე ნაკარნახევი.
შილერი: თავისუფალია ის, ვინც საკუთარ თავს ფლობს.
კემდენი: რაგინდ მაცდურიც არ უნდა იყოს იმედი, მაინც საამო გზით გვატარებს თვით სიცოცხლის დასასრულამდე.
შარდენი: თუმცა, ისტორიას მიზანი არ გააჩნია, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი მიზნები თავს მოვახვიოთ. თუმცა, ისტორიას აზრი არა აქვს, ჩვენ შეგვიძლია მას აზრი შევძინოთ.
ლივიუსი: ვიმოქმედოთ უფლებებით და არა ძალმომრეობით.
ბლანში: ერთნი მეორისკენ ხორციელი ძახილით მიილტვიან, მეორენი – გულის ძახილით, მესამენი – აზრით.
მონტესკიე: კითხვა ყოველთვის იყო ჩემთვის ძირითადი საშუალება ცხოვრებისეული მოწყენილობის წინააღმდეგ. მე არ მქონია ისეთი დარდი, რომელიც ერთი საათის კითხვას არ გაექარვებინოს.
ლაო ძი: დასაბამში დაბრუნებას სიმშვიდე ჰქვია, სიმშვიდეს – არსში დაბრუნება, არსში დაბრუნებას – მარადისობა.
დისტერვეგი: ცუდ მასწავლებელს მოსწავლესთან მზა სახით მიაქვს ჭეშმარიტება, კარგი კი მის აღმოჩენას ასწავლის.
მენკენი: მეგობარი არის ადამიანი, რომელიც იზიარებს: თქვენს შეცდომებს, შიშს და ცრურწმენასაც.
მაკიაველი: ყველანაირი სახელმწიფოს – მემკვიდრეობითის, შერეულისა თუ ახლის ძალაუფლების საფუძველი ყოველთვის იყო კარგი კანონები და საუკეთესო ჯარი.
ჟირარდენი: სიტყვის ძალა უსაზღვროა. წარმატებით ნათქვამ სიტყვას გაქცეული ჯარი მოუბრუნებია, მარცხი გამარჯვებად უქცევია და ქვეყანა გადაურჩენია.
ფრომი: ის, ვისაც ერთი რომელიმე ადამიანი უყვარს, მთელი სამყარო უყვარს.
რუნი: თუ უბრალოდ ურთიერთობთ, შეიძლება მიიღოთ შედეგი, მაგრამ თუ ჭკუით ურთიერთობთ, შეგიძლიათ სასწაულები მოახდინოთ.
კონსტანტინე: ქვეყნად არც რაინდია ისეთი, რაიმეს წინაშე შიში არ ეგრძნოს და არც ბრძენი – სადმე ერთხელ სისულელე არ ეთქვას.
მონტესკიე: სწავლა დინების საწინააღმდეგო ცურვას ჰგავს, გაჩერდები და უკან წაგიღებს.
თაგორი: სატანჯველი – ჩვენი ძვირი საზღაურია ცხოვრებაში მიღებული ისეთი ფასეულობების სანაცვლოდ, როგორებიცაა: ძალა, სიბრძნე და სიყვარული.
უაილდი: ყველა ქალი საკუთარ დედას ჰგავს, სწორედ ეს არის მათი ტრაგედია. არც ერთი მამაკაცი დედას არ ჰგავს, ესეც ანალოგიური ტრაგედიაა.