კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ერთადერთი ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში 80 000 მეომარს შორის და როგორ იპოვა ის გიორგი თუხარელმა



26 წლის გიორგი თუხარელი განათლებით ჟურნალისტია და, უკვე ორი წელია, ტელეკომპანია „საქართველოში“ მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ის ერაყისა და ავღანეთის ცხელ წერტილებში სამხედრო ჟურნალისტის სტატუსით არის ნამყოფი, მისთვის ყველაზე რთული საკუთარ ომში ჟურნალისტობაა.

გიორგი თუხარელი: იმდენად ვიყავი დაინტერესებული სამხედრო თემით, რომ, დაარსდა თუ არა ტელეკომპანია „საქართველო“, რამდენიმე თვეში მეც მივედი და უკვე ორი წელია, აქ ვმუშაობ. პირველი ცხელი წერტილი, სადაც მე მოვხვდი, ერაყი იყო. ძალიან მაგარი ისტორიაა: ერთ-ერთი რიგითი გადაღებიდან მოვედი ტელევიზიაში და მითხრეს, რომ მივლინებით ერაყში უნდა წავსულიყავი. თან, ეს ჩემი პირველი მივლინება იყო. ძალიან გამიხარდა.

– ყველაზე მეტად სად შეგეშინდა?

– ერაყში რომ მივფრინავდით, მაშინ შემეშინდა ძალიან. სამხედრო ნაწილში რომ ჩადიხარ, თვითმფრინავი ძალიან უცნაურად ეშვება ძირს. ეს არ ვიცოდით და არც ჩვენმა სამხედრო გამყოლებმა გვითხრეს, ჩვენი რეაქცია აინტერესებდათ. თვითმფრინავი უცებ აკეთებს პიკირებას, ანუ დაშვების დროს შემოვლას არ აკეთებს სიჩქარის დაგდების მიზნით. ეს უსაფრთხოების გამო ხდება, უცებ რომ არ დაბომბონ. ყველა ილუმინატორიდან მიწა ჩანდა, მეგონა, ვვარდებით. შიშით გული ყელში ამომივარდა.

– ქართველ ჯარისკაცებს თუ შეხვდი?

– ერაყშიც შევხვდი და ავღანეთშიც შევხვდი ერთადერთ ქართველ ჯარისკაცს. სანამ ავღანეთში წავიდოდი, ყველაფერი შევისწავლე იქაურობის შესახებ. რომ გავიგე, ავღანეთში ერთადერთი ქართველი ჯარისკაცი იყო დარჩენილი, ძალიან დამაინტერესა და, რა თქმა უნდა, მისი ნახვა მოვინდომე, მაგრამ, როგორია, 80 000 ჯარისკაცში ერთადერთი ქართველი იპოვო?! ქაბულში ჩასვლისთანავე ამერიკის საელჩოში მივედი. იქ უცხოელი ჟურნალისტებიც იყვნენ. კანადელმა თქვა, ჩვენი ამდენი სამხედროა და დღეს უნდა ვნახოო; ბრიტანელმა – ჩვენებს უკვე შევხვდიო, მე კი ჩემთვის წავიწუწუნე, ჩემიანი ერთია და ნახვა მინდა-მეთქი. ერთი უსაფრთხოების ოფიცერი გვყავდა, რომელმაც მშვენიერი სიურპრიზი მომიწყო: გადავფრინდით რომელიღაც სამხედრო ნაწილში, ისეთ მიყრუებულ ადგილზე, რომ თავი მთვარეზე მეგონა. იქ ლიტველები დაგვხვდნენ. გავეცანი: გიორგი თუხარელი, ტელეკომპანია „საქართველოდან“-მეთქი. მკითხეს, ქართველი ხარო? ჩვენც გვყავს აქ ერთი ქართველიო. თურმე, მეორე კონტრაქტით იყო დარჩენილი და, კარგა ხანია, ქართველი თვალით არ ენახა. რომ დამინახა, გაგიჟდა – მოდი ჩემთან, მელაპარაკე ქართულადო. ფოთელია, ავთო გვალია, სამხედრო ექიმია. ჰო, კიდევ ერაყში რომ ვიყავი, ერთ-ერთ დაბაში, სადაც რამდენიმე სოფელი იყო განლაგებული, აღმოჩნდა, რომ ტერორისტები იყვნენ ჩაბუდებული. ისტორიაში პირველად, მხოლოდ ქართულმა ბატალიონმა, ამერიკელების დახმარების გარეშე, ის ადგილი ტერორისტებისგან გაწმინდეს

ერთი კურიოზი შეგვემთხვა: უკვე უკან უნდა გამოვფრენილიყავით და, ჩვენი მოკავშირე გვაცილებდა. შევედით ჩასაწერად, სადაც პოლონელები დაგვხვდნენ. ვუთხარით, რომ ქართველი სამხედროები ვიყავით, მათაც გვითხრეს დრო, რომელ საათზე უნდა გავფრენილიყავით. დავსხედით იქვე და ჩვენს დროს ველოდებოდით. ჩემმა მოკავშირემ მითხრა, ამათ თავში ათასი სისულელე უტრიალებთ და შევალ, მაინც გადავამოწმებო. რამდენიმე წამში უკან გამოვარდა – ეხლავე თქვენი ბარგი აიღეთ და სასწრაფოდ საფრენი ბილიკისკენო. პოლონელებს მართლაც შეშლიათ. ჩვენი ნამდვილი რეისი იმ წამს გადიოდა.

– აბა, სად გიშვებდნენ?

– პოლონელები შეცდომით იორდანიაში გვგზავნიდნენ. წარმოიდგინე, ჩამოდიხარ თვითმფრინავიდან და იორდანიაში ხარ.

– გასული წლის აგვისტოშიც ცხელ წერტილში იყავი?

– 1 აგვისტოს შვებულებაში გავედი. საქართველოში არ ვიყავი, მაგრამ, როგორც კი ომის შესახებ შევიტყვე, მაშინვე წამოვედი და 8-ში საღამოს უკვე თბილისში ვიყავი. სხვის ომში ძალიან მაგრად „ვკაიფობდი“ და მუშაობა „მისწორდებოდა“, მაგრამ აქ, კამერისა და მიკროფონის მაგივრად, მერჩივნა, იარაღი მჭეროდა ხელში. მაგრამ, რას იზამ, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. წარმოშობით სამაჩაბლოდან ვარ. მამაჩემი და დედაჩემი იქ იყვნენ. ჩავედი თუ არა, მაშინვე სახლში მივედი ჩემებთან. ვუთხარი, იქაურობა დაეტოვებინათ, მაგრამ მამაჩემმა უარი განმიცხადა: სად უნდა წავიდეო. დედაჩემი და ჩემი და გამოვიყვანე, მე კი მუშაობა გავაგრძელე. 9-ში ღამე მამაჩემს უკვე ვეღარ დავუკავშირდი, გამორთული ჰქონდა ტელეფონი. მოკლედ, რამდენიმე დღის განმავლობაში მამაჩემი დავკარგეთ, ვერავინ ვერ ვუკავშირდებოდით. თან, ჩემები რომ გამოვიყვანე, ცოტა ხანში ვიღაცამ დამირეკა, შენი სოფელი გადაწვესო. ანუ, ბოლოჯერ ვყოფილვარ სახლში. წარმოიდგინე, რა დღეში ვიქნებოდი: ვმუშაობდი, სიუჟეტებს ვაკეთებდი, პარალელურად კი მამას ვეძებდი. მოკლედ, „ჯარისკაცის მამა“ იყო, ოღონდ, შებრუნებით. როგორღაც, ვიღაცისგან გავიგე, რომ ცოცხალი იყო და ტყე-ტყე მოდიოდნენ გორის მიმართულებით. სამ დღეში თვითონაც დამირეკა. არ მაინტერესებს არაფერი, გაიხედე-გამოიხედე, მითხარი, სად დგახარ და არ გაინძრე ჩემ მოსვლამდე, დაწექი-მეთქი, ვუთხარი. კარალეთთან იყო. გავვარდი მანქანით, რუსებს მოვტაცე და სამშვიდობოს გადმოვიყვანე.



მარიკა ხიდურელი


скачать dle 11.3