კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინსტინქტები ისევ ძლიერია...

მაშინაც კი, როცა ჯერ ისევ პამპერსი აცვიათ, ისინი არ ჰგვანან ერთმანეთს. თემა იგივეა, ასაკი – განსხვავებული... ჩვილობაშიც არაფერი იცვლება. ინსტინქტები ოცდამეერთე საუკუნეშიც მძაფრია. რატომ ირჩევენ ბიჭები სათამაშოდ მანქანებს და თოფებს, გოგონებს კი, პატარაობიდანვე დედოფლებისა და სამკაულებისკენ მიუწევთ გული? იმიტომ რომ, ქალის ტვინი, მამაკაცის ტვინისგან განსხვავდება. იმპულსებით, აგებულებით... ჩვენი საყვარელი მეორე ნახევარი დაბადებიდანვე უკიდეგანოდ ცნობისმოყვარეა. მკვლევრები და გამომძიებლები იზრდებიან და სულაც არ იცვლებიან. ისევ აგრძელებენ თამაშს, მაგრამ უფრო ძვირფასი მანქანებითა და ცოცხალი ადამიანებით. ქალებს? – რა მოსდით ქალებს, როცა იზრდებიან? თოჯინები მათ ძველებურად უყვართ, უმრავლესობას უყვარს. ასევე, ძველებურად აქვთ ვიღაცაზე ზრუნვის, მოფერების, ჩახუტების დაუოკებელი სურვილი. დედის ინსტინქტი მათში სულ უფრო ძლიერდება და... სწორედ ამიტომ ვხუჭავთ თვალს მამაკაცის უამრავ ნაკლზე, ოღონდაც კი საშუალება მოგვცეს, ვიზრუნოთ მასზე. ეს ჩვენი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ცუდია, რომ მამაკაცები ზოგჯერ ბოროტად იყენებენ ჩვენს „ბუნებრივ” მოთხოვნილებას. საკუთარ დამსახურებად მიიჩნევენ იმას, რომ სიყვარულით ვანებივრებთ. შეიფერებენ ხოლმე და ტკივილს გვაყენებენ. ბოლომდე ვერც გაამტყუნებთ. ისინი ხომ მაძიებლები და დამპყრობლები არიან. უკვე დაპყრობილის და „აღებული ციხესიმაგრის” მიმართ ინტერესს კარგავენ. ესეც ინსტინქტია ჩვენთვის საზიანო, მაგრამ მაინც ბუნებრივი...


скачать dle 11.3