კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში ეწყება ძაღლს მშობიარობა დროზე ადრე და როგორ უნდა მოვუაროთ მას

თუ თქვენ გყავთ ჯიშიანი ძუ ძაღლი, რომელიც წამოიზარდა და სქესობრივი ციკლის პერიოდი დაეწყო, ალბათ, იმაზე იფიქრებთ, რომ დართოთ ჯიშიან ხვადთან და გაამრავლოთ ჯიშიანი შთამომავლობა. ამისთვის კი აუცილებელია რამდენიმე ნიუანსის ზედმიწევნით გათვალისწინება, რათა სწორად დაგეგმოთ შეჯვარება, მიიღოთ ჯანმრთელი შთამომავლობა და შეუნარჩუნოთ ძუს ჯანმრთელობა. ამ ყველაფრის შესახებ ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.

– თემა რომელიც დღევანდელი ინტერვიუს განხილვის საგანია ძალიან ბევრი ძაღლის მეპატრონეს აინტერესებს. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

– თუ გადაწყვიტეთ, რომ მხოლოდ ერთხელ შეაჯვაროთ ცხოველი, მისი ჯანმრთელობისთვის,” უნდა დაფიქრდეთ, რადგან ვეტერინარული თვალსაზრისით, ცხოველის მხოლოდ ერთხელ შეჯვარება არანაირად არ აუმჯობესებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. პირიქით, ეს ხელს უწყობს ისეთი პათოლოგიური პროცესების პროვოცირებას, როგორიცაა ცრუ მაკეობა. თუ თქვენ არ გსურთ, რომ მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც არ შეაჯვაროთ თქვენი ძაღლი, უმჯობესია გაუკეთოთ სტერილიზაცია, რაც უზრუნველყოფს ცხოველის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დალეკვიანების პერიოდში ძუ საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას. დარწმუნებული უნდა იყოთ ძუს ჯანმრთელობაში, რათა თავიდან აიცილოთ მემკვიდრეობითი დაავადებები, უნდა უზრუნველყოთ ნორმალური მაკეობის და ლეკვების გამოკვების პერიოდი. ძაღლისთვის ბრწყინვალე ექსტერიერი არ არის პრიორიტეტი, ამ დროს მთავარია ძაღლი იყოს ჯანმრთელი. იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ ცხოველის ჯანმრთელობაში, საჭიროა აუცილებლად გავიაროთ კონსულტაცია ვეტერინართან.

– რა უნდა გავაკეთოთ ამ მხრივ?

– აუცილებელია ძუს ჩაუტარდეს გეგმით გათვალისწინებული ვაქცინაცია სქესობრივი ციკლის დაწყებამდე 1-1,5 თვით ადრე, ან ლეკვების მოცილებიდან 2- 2,5 თვის შემდეგ. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს სქესობრივი ციკლის დაწყებამდე 2-3 კვირით ადრე ცხოველის დეჰელმინთიზაცია, რაც უზრუნველყოფს ლეკვების დაცვას შემდგომი დაინვაზირებისგან. არასქესობრივი ციკლის პერიოდში, სასქესო ორგანოდან გამონადენის დროს, ძაღლი აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ვეტერინართან და ჩავუტაროთ სათანადო მკურნალობა, რათა თავიდან ავაცილოთ შემდგომი გართულებები.

რაც შეეხება მაკეობას, ძაღლებში გრძელდება 58-63 დღე, მაგრამ, მრავალნაყოფიანობის დროს მშობიარობა იწყება უფრო ადრე. თუ მაკეობა გაგრძელდა 65 დღეზე მეტხანს, აუცილებლად უნდა მივმართოთ ვეტერინარს. მაკეობის პერიოდში ლეკვის განვითარების მნიშვნელოვანი პერიოდია იმპლანტაცია, რომელიც დგება დართვიდან მე-16-19 დღეზე და პლაცენტაცია, რომელიც მთავრდება 35-ე დღეს. სწორედ ამ პერიოდშია ემბრიონების დაღუპვის დიდი ალბათობა და სწორედ ამ პერიოდში საჭიროებს ცხოველი პატრონის ყურადღებას. ამ პერიოდში იმატებს ძაღლის მასა, მიუხედავად იმისა, თუ რა რაოდენობის ემბრიონები ვითარდება მის საშვილოსნოში.

– რა არის მაკეობის პირველი ნიშანი?

– პირველი ობიექტური ნიშანი მაკეობისა არის ადრეული ტოქსიკოზის გამოვლინება, რომელიც ვითარდება იმპლანტაციის პერიოდში და გამოიხატება უმადობითა და პერიოდული გულისრევით. მაკეობის დაახლოებით მე-20-22 დღეზე შეიძლება, აღენიშნოს სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან, რაც მოწმობს ემბრიონების ბუნებრივ გადარჩევაზე. მაკეობის მეხუთე კვირიდან ძაღლს მუცელი უდიდდება, სარძევე ჯირკვლები ებერება და სასქესო ორგანოდან შეინიშნება ლორწოვანი გამონადენი. 32-ე დღიდან შეიძლება ჩატარდეს მაკეობის ექოსკოპიური დიაგნოსტიკა.

– იმისთვის, რომ მაკეობის პერიოდი ნორმალურად წარიმართოს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება უპირველესად?

– იმისათვის, რომ მაკეობა ნორმალურად მიმდინარეობდეს, პატრონის მხრიდან საჭიროა რამდენიმე ნიუანსის ზედმიწევნით გათვალისწინება.

მაკეობის პირველ ნახევარში არ უნდა შევზღუდოთ ძაღლის გასეირნება, მაგრამ, ის უნდა მოვარიდოთ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვებს და უზრუნველვყოთ მისი მშვიდ გარემოში სეირნობა. ასევე, მოვარიდოთ სტრესულ სიტუაციებს, იქნება ეს დიდ მანძლზე მგზავრობა თუ სხვა. გარდა ამისა, არაა რეკომენდებული გამოფენებზე მონაწილეობა, რადგან მაკეობის დროს ძაღლის ორგანიზმის იმუნიტეტი დაქვეითებულია და ადვილად შეიძლება დაავადების ათვისება.

მაკეობის მეორე თვიდან რეკომენდებულია, ძაღლი გადავიყვანოთ სამჯერად კვებაზე. თუ თქვენ ძაღლს კვებავთ მზა მშრალი საკვებით, ამ შემთხვევაში, უმჯობესია, მივცეთ მას მაკე და მაწოვარი ძაღლისთვის განკუთვნილი კვება. აუცილებელია, საკვები შეიცავდეს დედის ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ვიტამინსა და მინერალურ ნივთიერებას. მაკეობის პირველ ნახევარში ძაღლი შეიძლება, მიზეზობდეს, არ ჭამდეს საკვებს ერთი-ორი დღის განმავლობაში. ამ დროს არ უნდა შეგეშინდეთ, რადგან ეს ყველაფერი ტოქსიკოზის ბრალია და ნორმალურ მოვლენად ითვლება.

უნდა გვახსოვდეს, რომ მაკეობის პერიოდში დედის ორგანიზმიდან გადის დიდი რაოდენობით კალციუმი, რომელიც იხარჯება მომავალი თაობის ძვლოვანი ქსოვილის შენებაზე. ამიტომ, ყურადღება უნდა მივაქციოთ საკვებში კალციუმის შემცველობას.

კომფორტულად უნდა მოვაწყოთ ძაღლის სამშობიარო ადგილი. მშობიარობამდე ათი დღით ადრე ამყოფეთ ის მყუდრო გარემოში. დაუგეთ თბილი და რბილი ლეიბი, რომელსაც ექნება პატარა მოაჯირები, რაც ლეკვებს ბუდიდან გადმოვარდნისგან დაიცავს.


скачать dle 11.3