კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

კითხვა: როგორ გარემოში ხარობს პუანსეტია?

პასუხი: პუანსეტიას უყვარს ნათელი, თბილი, ოთახი, 18-20 გრადუსი ტემპერატურით მთელი წლის განმავლობაში. ლამაზად გამოიყურება სამხრეთ და დასავლეთის მხარეს მდებარე ფანჯრის რაფაზე. ყვავილობს დეკემბერ-თებერვალში. აპრილში მას დასვენების პერიოდი აქვს და ამიტომ არ მორწყათ. სასურველია, მცენარე ამ დროს 13-15 გრადუსზე ამყოფოთ. ხშირი მორწყვა თბილი წყლით და კომპლექსური ნაკელით განოყიერება საჭიროა 10-15 დღეში ერთხელ. მისი გამრავლება შეიძლება წვერებზე გადაჭრილი კალმებით, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით. გადაჭრილი კალამი რამდენიმე წუთით უნდა ჩადოთ ცივ წყალში, შემდეგ ჩარგოთ ტორფითა და სილით გაზავებულ ნიადაგში.

კითხვა: მსურს, ბინაში გავახარო ლიმონის ხე ისე, რომ მსხმოიარეც იყოს. იქნებ, ამიხსნათ, როგორ მოვიქცე?

პასუხი: კარგად მოვლილი ლიმონი 20-40 ცალ ნაყოფს იძლევა. ოთახის პირობებში უმთავრესად კარგად იზრდება და მსხმოიარობს ის ნერგები, რომლებიც მიღებულია კალმებისა და ტოტების დაფესვიანებით. მათი გამრავლება უმჯობესია თებერვალ-მარტში. ლიმონის დასაკალმებლად უნდა აიჭრას 4-6 მილიმეტრი სისქის ტოტები, სიგრძით 10-12 სანტიმეტრი. კალამი უნდა ჩაირგას ღრმად, მისი სიგრძის ნახევრამდე. ზემოდან დაახურეთ ქილა და დადგით სითბოში. ერთ თვეში დაფესვიანდება და შემდეგ გადარგეთ მაღალ ქოთანში.

მისი ნიადაგი უნდა მომზადდეს სპეციალურად: ჰუმუსი, დამწვარი ნაკელი და სილა თანაბარი რაოდენობით.

სასურველია გვიან შემოდგომამდე მცენარე აივანზე გედგათ. ლიმონის დაკოკრება-დაყვავილებისთვის საკმარისია ოთახის ტემპერატურა – 10-15 გრადუსი, ხოლო ნაყოფის მომწიფებისთვის – 20-25 გრადუსი.

ზაფხულში მორწყვა სჭირდება ყოველდღიურად ან ორ-სამ დღეში ერთხელ. შემოდგომით ნაყოფის მოსამწიფებლად აუცილებელია, მორწყვა შეამციროთ. ნაყოფის შემცირებისა და კოკრის დაცვენის უმთავრესი მიზეზებია: მაღალი ტემპერატურა, ჰაერის დაბალი შეფარდებითი ტენიანობა, ტემპერატურის დიდი ცვალებადობა, ცივი წყლით მორწყვა, ნიადაგის ზედმეტი სიმშრალე ან ჭარბი ტენი, მავნებლების მოქმედება და სხვადასხვა დაავადებანი.

იმისათვის, რომ ლიმონის ფოთლები სუფთა იყოს, გირჩევთ, თბილი წყლით ჩამობანოთ ხოლმე.

მავნებლების საწინააღმდეგოდ მცენარის ფოთლები ხანდახან საპნიან ხსნარში დასველებული ბამბით გაწმინდეთ. კვირაში ერთხელ სასურველია გოგირდის შეფრქვევაც.

კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფო კალადიუმი?

პასუხი: კალადიუმისთვის იდეალურია კაშკაშა, გაბნეული ან არეკლილი შუქი. მზისგულზე ფოთლები მალე დაუჭკნება. ზრდის პერიოდში სჭირდება დაახლოებით 20-23 გრადუსი სითბო. მისთვის საუკეთესო ადგილი ნათელი სააბაზანოა.


скачать dle 11.3